planetanews Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/img.php2.jpgთბილისის მოქმედი მერი და მერობის სახელისუფლებო კანდიდატი გიგი უგულავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმას ძმები ზუბალაშვილების #48-ში მდებარე 15-ე საარჩევნო უბანზე მისცემს. რაც შეეხება თბილისის მერობის სხვა კანდიდატებს, მოძრაობა “სოლიდარობის” კანდიდატი თამაზ ვაშაძე ხმას დიღმის მასივის I კვარტალში, 14-ე მუსიკალურ სკოლაში გახსნილ 38-ე უბანზე მისცემს, “მრეწველების” ლიდერი გოგი თოფაძე ჭავჭავაძის #36-ში, 4-ე უბანზე, პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე სოფელ ყარაჯალაში, გარდაბნის 59-ე უბანზე, “თორთლაძე – დემოკრატიული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატი დავით იაკობიძე კი სამტრედიის #38-ში, 19-ე უბანზე. ცსკ-ის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი კი საკუთარ არჩევანს აღმაშენებლის 174-ში, მე-18 საჯარო სკოლაში გახსნილ 19-ე უბანზე გააკეთებს. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან გაჩეჩილაძე ჭავჭავაძის #50-ში, 10-ე უბანზე მისცემს ხმას. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts