planetanews Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შედეგები შეაჯამეს. სამი ორგანიზაციის - ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” და ”საქართველოს - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დასკვნის საფუძველზე რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა. ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების ოფიციალურ თარიღი საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კანონით დადგენილი ვადის ამოწურვის ზუსტად ბოლო დღეს გამოაცხადა. საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების თარიღს არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა პრეზიდენტი ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა კანონით დადგენილ ვადებში მოქმედებდა, არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ არჩვნების ოფიციალური თარიღი პოლიტიკური ოპონენტებისათვის უფრო ადრე უნდა ყოფილიყო ცნობილი. ,,არჩევნების თარიღს წინასაარჩევნო კამპანიაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. პოლიტიკურ პარტიებს საშუალება ეძლევათ, თანაბარი სასტარტო პირობები ჰქონდეთ. ამიტომ აუცილებებლია, თარიღი მათთვის უფრო ადრე იყოს ცნობილი”,- განაცხადა ეკა სირაძემ, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელმა. ,,როდესაც არჩევნები დაინიშნა, ხელისუფლებას უკვე ჰქონდა გაზრდილი ადგილობრივი ბიუჯეტი, იყო დაგეგმილი სხვადსხვა სახის სოციალური პროგრამები. თუკი შევადარებთ წინასაარჩევნო და არაწინასაარჩვენო პერიოდს, აშკარა სხვაობაა სოციალური პროგრამების მასშტაბებს შორის. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხდებოდა ადგილობრივი რესურსების წინასაარჩევნოდ გამოყენება”,-ამბობს ვახტანგ კობალაძე, ,,საერთაშორისო გამწვირვალობა- საქართველოს” აღმასრულებებლი დირექტორი. 30 მაისის ადგილობრივი არჩევნებისათვის, საქართველოში საარჩევნო კოდექსში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ცვლილებებს იმის თაობაზე, რომ ხმის მიცემისა და ხმების დათვლის დროს გამოვლენილი დარღვევების გასაჩივრების ვადა ერთიდან ორ დღემდე გაიზარდა, საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნების დანიშვნის პრეროგატივა ოპოზიციურ პარტიებს მიენიჭათ, ასევე, მათი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცვლილება, რომლის თანახმადაც, თბილისის მერი პირდაპირი წესით აირჩევა. თუმცა ორგანიზაციები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ მერის არჩევა პირდაპირი წესით სხვა ქალაქებში არ მოხდება. 2009 წლის პრეზიდენტის მიერ გაეროში გაკეთებული განცხადების მიუხედავად (მან თქვა, რომ პირდაპირი წესით აირჩეოდა ყველა ქალაქის მერი ), ეს ცვლილება კანონში არ შევიდა. ,,მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ პარტიებს მიეცათ საშუალება (კანონით განისაზღვრა)საარჩევნო სია თავად გადაემოწმებინათ და აღმოჩენილი ხარვეზები წარედგინათ ცესკოში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაახლოებით 100 000 მეტი ხარვეზი იქნა ჩასწორებული, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სიებში არსებული ხარვეზები მთლიანად ვერ გადამოწმდა და შესაბამისად არ გასწორდა”,_ ამბობს სირაძე. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ საარჩევნო სიებზე მუშაობა არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე უნდა დაიწყოს. ამომრჩეველს მუდმივად უნდა შეეძლოს მისი შემოწმება და უწყვეტ რეჟიმში უნდა ახლდებოდეს. მონიტორინგის შედეგებში საარჩევნო ადმინისტარაციის მუშაობეზეცაა საუბარი. შედეგებში ნათქვამია, რომ ცესკოს ხელმძღვანელობა ცდილობს, მათი მუშაობა მაქსიმალურად გამჭვირავალე იყოს და საარჩევნო საქმიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ჩართოს. NGO-ები მიუთითებენ, რომ ცესკოდან საჯარო ინფორმაციის მიღება ამ ხნის განმავლობაში მათთვის რთული იყო. საოლქო საარჩევნო კომისიებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია კი ხშირად განსხვავებული იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციისაგან. საუბნო და საოლქო კომისიებიდან ინფორმაციის მიღება კიდევ უფრო ჭირდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს შორის ის ხალხი მოხვდა, რომელიც, წინა არჩევნების დროს დაშვებული შეცდომებისა და დარღვევების გამო, ,,საქართველოს იურისტთა ასოციაციისა” და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ შედგენილ ,,შავ სიაში’’ მოყვა. მათ ეს სია ცესკოს საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებამდე მიაწოდეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმებულ პირთა რაოდენობა, როგრც თბილისში, ისე რეგიონებში. წინასაარჩევნო პერიოდში 1000-ზე მეტი საჯარო მოხელე გავიდა შვებულებაში, რადგან საქართველოს კანონმდებლობა საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას უკრძალავს. მიუხედავად ამისა, ,,წინასაარჩევნო მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა მართველი პარტიის კამპანიაში საჯარო მოხელეების აქტიური მონაწილეობა”,_წერია დასკვნაში. ვახტანგ კობალაძე ამბობს, რომ კანონდარღვევის ფაქტები წინასაარჩევნო პერიოდში იმაზე მეტი გამოვლინდა, ვიდრე მათ მონიტორინგშია ასახული. კობალაძე განმარტავს, რომ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ მომსწრენი იყვნენ ზეწოლის ფაქტებისა, ხშირად ამაზე საუბარი არ სურდათ. თამარ ხიდაშელი, საიას თავჯდომარე კი აღნიშნავს რომ ცესკოს მუშაობა, დარღვევებზე რეაგირების მხრივ, შედარებით სუსტი იყო. ,,ცენტრალური საარჩევნო კომისია ხშირად ელოდებოდა საჩივრებს და თავად არ რეაგირებდა დარღვევების ფაქტებზე. ასევე პასიურობით გამოირჩეოდა საჩივრების განხილვის პროიცესიც”,_ამბობს ხიდაშელი. არასამთავრობოები შედარებით კარგად აფასებენ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობას, თუმცა დარღვევებზე რეაგირება არც მათი მხრიდან ყოფილა აქტუალური. ხიდაშელი მხოლოდ ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც დამნაშავე დაისაჯა. ხულოს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებებლი წინასაარჩევნო აგიტაციის გამო თანამდებობიდან განთავისუფლდა. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს, რომ ანგარიშები, თავიანთი საქმიანოს შესახებ, ქართულ ენაზეც იყოს ხელმისაწვდომი, რადგან საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლოს მისი ნახვა. დასკვნის სახით NGO-ები ცესკოს მუშაობას აფასებენ მცდელობად იმისა, რომ 30 მაისის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებმა საერთაშორისო საზოგადოების დადებითი შეფასება მოიპოვოს. ,,თუმცა კვლავ ბუნდოვანი რჩება მართველი პარტიის წინასაარწევნო კამპანიისა და ხელისუფლების საქმიანობის გამყოფი ხაზი”,- ნათქვამია მონიტორინგში. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts