Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ობამა ნაციონალური უსფრთხოების სტრატეგიას ცვლის და სამხედრო გადაწყვეტის ჩარჩოებს სცდება


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg

 

კარენ დეიანგი  

 

პრეზიდენტი ობამა აშშ–ს სტრატეგიული პრიორიტეტების გადახედვის ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ თუკი  შეერთებულ შტატებს მსოფლიოში მომავალშიც სურს წამყვანი როლის შესრულება, მან საკუთარი ეკონომიკური, ზნეობრივი და ინოვაციური სიძლიერე უნდა აღადგინოს.

 

ისევე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ახალი საერთაშორისო წესრიგი და იმ მსოფლიო ინსტიტუტების სისტემა უნდა ჩამოაყალიბოს, რომლებიც 21–ე საუკუნის სინამდვილეს ასახავენ, რომელშიც „ამერიკის დიდება გარანტირებული არ არის“, განაცხადა მან ხუთშაბათს დილით გამოქვეყნებულ 52–ე „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში“.

 

„იმ დროს, როდესაც ჩვენ ომებს ვაწარმოებთ, ამ ომების მიღმა ჰორიზონტს უნდა ვხედავდეთ“, – ნათქვამია დოკუმენტის შესავალ ტექსტში. „იქ მოსახვედრად, ჩვენ ნაციონალური განახლების და მსოფლიო ლიდერობის სტრატეგია უნდა ვაწარმოოთ – სტრატეგია, რომელიც ამერიკის ძალის და გავლენის საფუძვლებს აღადგენს“.

 

ეს ობამას მიერ მომზადებული პირველი ანგარიშია 1986 წლის კანონის შესაბამისად, რომელიც პრეზიდენტს კონგრესისთვის ყოველწლიური სტრატეგიული ანგარიშის წარდგენას ავალდებულებს. წინა ადმინისტრაციები ამ მოთხოვნას   არარეგულარულად ასრულებდნენ: ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ეროვნულ უსაფრთხოებაზე მხოლოდ ორი ანგარიში გამოაქვეყნა – 2002 და 2006 წლებში.         

 

დოკუმენტი მთავრობაში ადმინისტრაციის პრიორიტეტებს განსაზღვრავს და მათ კონგრესს, ამერიკელ ხალხს და მთელს მსოფლიოს აცნობს. ის ასევე ჩარჩო დოკუმენტია სტრატეგიის თაობაზე მოსამზადებელი იმ დოკუმენტებისთვის, რომლებსაც მთავრობის სხვა დანაყოფები ამზადებენ, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისთვის, რომელსაც პენტაგონი ამზადებს.   

 

ობამას ახალი დოქტრინა მთლიანად ემიჯნება ცალმხრივ სამხედრო მიდგომას, რომლის პროპაგანდასაც ეწეოდა მისი წინამორბედი 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ. ბუშმა თავისი ჟინი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისთვის მოთოკა, მაგრამ ობამას სტრატეგია, როგორც ეს დოკუმენტშია ნათქვამი წარმოადგენს „იმის ფართო გაგებას, რასაც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება ეფუძნება“.      

 

სამხედრო უპირატესობა უნდა შენარჩუნდეს და „შეერთებული შტატები იმ ერთადერთ სახელმწიფოდ რჩება, რომელსაც შორ მანძილზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების წარმოება შეუძლია“, – ნათქვამია ანგარიშში. მაგრამ, „როდესაც ჩვენ ბოროტად ვიყენებთ ჩვენს სამხედრო სიძლიერეს ან არ ვიყენებთ დამატებით ინსტრუმენტებს ან პარტნიორების გარეშე ვმოქმედებთ“, „ჩვენი შეიარაღებული ძალები უკიდურესად დაძაბულია. ამერიკელები მძიმე ტვირთს ატარებენ, ჩვენი ლიდერობა კი ზედმეტად ასოცირდება მხოლოდ ჩვენს სამხედრო ძალასთან“.     

 

სტრატეგიაში ნახსენებია ოთხი „მუდმივი ნაციონალური ინტერესი“, რომლებიც ერთმანეთისგან „განუყოფელია“: უსაფრთხოება, განვითარება, ღირებულებები და საერთაშორისო წესრიგი.

 

„ძალიან გვსურს, რომ ეს დოკუმენტი ჩვენ დროის კონტექსტს შეესაბამებოდეს“, – განაცხადა ინტერვიუში სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ბენჟამინ როუდსმა.

 

იმეორებს რა იმას, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედების მთავარი საშუალებაა (და სწორედ ამას უსვამდა ხაზს ობამა მისი პრეზიდენტობის 16 თვის განმავლობაში), სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის და გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგულია. ობამამ დოკუმენტის ელემენტები საზოგადოებას შაბათს წარუდგინა და ვესთ–პოინტის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულების წინაშე განაცხადა, რომ „ამერიკამ თანამშროლობის ნაკადის მიტოვებით, წარმატებას ვერ მიაღწია“.   

 

ღონისძიებათა დაგეგმილი ციკლის პროცესში სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დოქტრინის დიპლომატიურ ელემენტებს საკუთარ გამოსვლაში განიხილავს ხუთშაბათს, იმ დროს როდესაც ობამას მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმს ჯოუნსი სტრატეგიას უცხოელი კორესპონდენტების (Foreign Press Club) კლუბში გაარჩევს.  

 

ოთხშაბათს, ჯონ ბრენანმა, ობამას მაღალჩინოსანმა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში, სტრატეგიის საშინაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ელემენტები განიხილა, და განაცხადა, რომ დოკუმენტი „არაორაზროვნად აცნობიერებს საფრთხეს, რომელსაც შეერთებულ შტატებს აქ, მის სახლში რადიკალებად ქცეული ადამიანები უქმნიან“.  

 

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში გამოსვლისას, ბრენანმა ალ–ქაიდას ტაქტიკის „ახალი ფაზა“ აღწერა, რომლის ფაგლებშიც ის პირები, რომლებიც არ შეეფერებიან „(ტერორისტის) ტრადიციულ პროფილს“ ცდილობენ საკმაოდ მარტივი თავდასხმების განხორციელებას. მან ნიგერიელი უმარ ფარუქ ადბულმუტალაბი ახსენა, რომელიც ეჭვმიტანილია საშობაოდ თვითმფრინავის აფეთქების წარუმატებელ მცდელობაში, და ფაისალ შაჰზადი, პაკისტანული წარმომავლობის ამერიკელი, რომელმაც, როგორც ამტკიცებენ, ამ თვეში თაიმს–სკვერზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ავტომობილი დააყენა.  

 

„ვიდრე ჩვენი მტრები საკუთარ ტაქტიკას ცვლიან და აახლებენ, ჩვენც მუდმივი ადაპტაცია და ტაქტიკის შეცვლა გვჭირდება და ეს გიჟურ რეჟიმში კი არ უნდა ვაკეთოთ, რომელსაც შიში განსაზღვრავს, არამედ საფუძვლიანად და მშვიდად, ისე, რომ ამან ჩვენი უსაფრთხოება განამტკიცოს და ჩვენი მტრების ქმედებებს უფრო მეტად დაუკარგოს ლეგიტიმაცია“.

 

ბუშის ადმინისტრაციის ანტიტერორისტული რიტორიკის ირიბი უარყოფით, ბრენანმა თქვა, რომ „ჩვენი მტერი ტერორიზმი არ არის – არამედ სულიერი მდგომარეობაა, და ჩვენ, ამერიკელები შიშში ცხოვრებაზე უარს ვამბობთ“.                  

 

„ჩვენ ასევე ჩვენს მტრებს ჯიჰადისტებად და ისლამისტებად არ ვახასიათებთ“, – განაცხადა ბრენანამა, რადგან ამ რელიგიური ტერმინების გამოყენება იმის „ყალბ განცდას უწყობს ხელს“, რომ ალ–ქაიდა და მისი პარტნიორები „რელიგიური ლიდერები არინ, რომლებიც წმინდა საქმეს იცავენ, სინამდვილეში კი ისინი უბრალო მკვლელები არიან“.     

 

„შეერთებული შტატები ომს აწარმოებს“,  თქვა მან. „ჩვენ ვაწარმოებთ ომს ალ–ქაიდას და მისი ტერორისტული დანაყოფების წინააღმდეგ“.

 

ადმინისტრაცია ექსტრემისტებთან „იბრძოლებს“ „ყველგან, სადაც ისინი შეთქმულებებს გეგმავენ და ემზადებიან, ავღანეთში, პაკისტანში, იემენში, სომალიში და სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ბრენანმა, მაგრამ „(ვაშინგტონი) ძალას გონივრულად გამოიყენებს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ხშირად არა ჩაქუჩი, არამედ სკალპელი გვჭირდება“.    

 

„როდესაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ტერორისტებზე, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ვიმოქმედოთ, რათა საკუთარი თავი დავიცვათ, და მომავალშიც ასე ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ბრენანმა. „იმავდროულად, ქმედებები, რომლებიც იწვევს ერთი ტერიტორისტის განადგურებას, მაგრამ იმავდროულად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოსდევს, ადგილობრივ მოსახლეობას აღაგზნებს, რამაც შეიძლება უფრო მეტი პრობლემა შექმნას – იმავდროულად, ჩვენ შეიძლება ტაქტიკურ წარმატებას მივაღწიოთ, მაგრამ ამას სტრატეგიული მარცხი მოჰყვება“.    

 

იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატები შიდა და საერთაშორისო თავდაცვას აძლიერებს, აშშ–ს მთავარ იარაღად ამერიკული ღირებულებები და ცხოვრებისეული სიმტკიცე რჩება, განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.   

 

„ტერორისტები შეიძლება შეეცადონ ჩვენს ქალაქებში სიკვდილის შემოტანას, მაგრამ სწორედ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ როგორ ვიმოქმედოთ – კანონების შესაბამისად თუ პირიქით, ნელ–ნელა დავანგრიოთ ისინი… ბრძნულად ვირეაგიროთ თუ ეფექტურად და დარტყმები მტერს ისე მივაყენოთ, რომ რეგიონეები აღვაგზნოთ და სასტიკი ექსტრემიზმის ცეცხლს ნავთი დავასხათ. ეს ჩვენი არჩევანია. ამ სტრატეგიის დახმარებით… პრეზიდენტი ობამა და ადმინისტრაცია ჩვენს პასუხს გთავაზობთ“.

 

სტრატეგიულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ადმინისტრაცია „შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს საფრთხეების თავიდან ასაცილებლად… მაგრამ ჩვენ ასევე გვესმის, რომ ყველა საფრთხის დაფრთხობას ან მათ თავიდან აცილებას ვერ შევძლებთ. ამიტომ ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი სიცოცხლისუნარიანობა – ცვლილებებთან ადაპტირების უნარი, მზად ვიყოთ სტრესებისთვის და შევეწინააღმდეგოთ მათ და სწრაფად აღვიდგინოთ ძალები, თუკი აპრობლემები მაინც შეიქმნება“.

 

დოკუმენტში გამეორებულია ობამას დაპირება, რომ ის დახურავს გუანტანამოს საგამოძიებო იზოლატორს, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როდის და როგორ მოხდება ეს. მასში გაჟღერებულია, ადმინისტრაციის განახლებული ვალდებულება, რომ „ტერორისტებს სასამართლოს გადასცემს… კანონის უზენაესობისა და სამართლის მოთხოვნების შესაბამისად“ და გაისმის მოწოდება „ხანგრძლივ სამართლებრივ მიდგომაზე, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას და ღირებულებებს შეესაბამება“.         

 

სტრატეგიაში ხელახლაა დადასტურებული ადმინისტრაციის უკვე ცნობილი სტრატეგია ერაყთან, ავღანეთთან და პაკისტანთან, ასევე ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან  მიმართებაში. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „ჩვენი ურთიერთობები ევროპელ მოკავშირეებთან აშშ–ს მსოფლიოსთან ურთიერთქმედების ქვაკუთხედია“. გარდა ამისა, მასში აღნიშნულია ამერიკის მტკიცე პარტნიორობაზე აზიურ სახელმწიფოებთან, მათ შორის იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან და დასავლეთ ნახევარსფეროს მოკავშირეებთან – კანადასა და მექსიკასთან.

 

ანგარიშში მოკლედ არის ნახსენები ისრაელი და ნათქვამია, რომ ამ ქვეყანასთან „მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების“ შენარჩუნება მნიშვნელოვანია. მასში გამოთქმულია ასევე მხარდაჭერა ისრაელის „გრძელვადიან ინტეგრაციაზე“ ახლოაღმოსავლურ სივრცეში. თუმცა, იმავე აბზაცში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები „განაგრძობს ჩვენი საკანძო ურთიერთობების განვითარებას უსაფრთხოების სფეროში“ არაბულ სახელმწიფოებთან, მათ შორის ეგვიპტესთან, იორდანიასთან, საუდის არაბეთთან და სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოებთან.    

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციის სტრატეგიის ცენტრალური ელემენტი გახდება აშშ–ს თანამშრომლობა „გავლენის სხვა ცენტრებთან – ჩინეთთან, ინდოეთთან და რუსეთთან, ასევე იმ სახელმწიფოებთან, რომელთა გავლენაც იზრდება, მაგალითად ბრაზილიასთან, სამხრეთ აფრიკასთან და ინდონეზიასთან“. მასში საუბარია ადრე გახმოვანებულ ძვრაზე „დიდი რვიანიდან“ „დიდ ოცეულამდე“, რომელიც „საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის მთავარ ფორუმად“ გარდაიქმნება.   

 

სტრატეგიული ანგარიში ერთგვარ მეოცნებე ნოტაზე სრულდება, აცხადებს რა, რომ შიდა და საერთაშორისო პროგრესი დამოკიდებული იქნება „ფართო და ორპარტიულ თანამშრომლობაზე“, რომლის არარსებობაც, „შეერთებულ შტატებს არასასურველ სტრატეგიულ მდგომარეობაში აყენებს“.     

 

მთელი „ცივი ომის“ განმავლობაში, მაშინაც კი როდესაც მოქმედების სხვადასხვა გეგმებთან დაკავშირებით უთანხმოება არსებობდა, ყოველთვის რჩებოდა იმის რწმენა, რომ ამერიკის პოლიტიკურ ლიდერებს საერთო მიზნები აერთიანებთ, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ისინი ამ მიზნების მიღწევას სხვადასხვაგვარად ცდილობდნენ“, – აღნიშნულია დოკუმენტში. „დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში, ორივე პარტიის ქმედებების წყალობით, ნაციონალური უსაფრთხოების ირგვლივ ჩვენს დისკუსიებში ამ საერთო მიზნის განცდა პერიოდულად არ იგძნობა“.     

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...