Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ფანკლუბის გუნდი: ძირითადი და რეზერვი


Recommended Posts

http://s60.radikal.ru/i168/1003/b7/23cb594d4af1.jpg

ფანკლუბის გუნდის საყურადღებოდ!!!ამიერიდან ჩვენი საიტის გუნდი ამკაცრებს გუნდში მოხვედრის და ზოგადად გუნდის პირობებს..

 

1) საიტზე შეიქმნება ორი გუნდი..ძირითადი ფანკლუბის გუნდი და მისი სარეზერვო (სადაც იქნებიან შედარებით დაბალი დონის მოთამაშეები და ასაკობრივად შედარებით პატარები)

 

2) თითოეული გუნდი იქნება 12 კაციანი.. შესაძლებელია ძირითად გუნში სარეზერვოდან იქნეს აყვანილი მოთამაშეები საჭიროების შემთხვევაში, როგორც ეს სინამდვილეში ხდება ხოლმე… და პირიქით, ძირითადიდან ზოგჯერ გადაყვანილი იქნება მოთამაშე სათადარიგოთა გუნდში..

 

3) ძირითადი გუნდის მოთამაშეები არიან: Liverpool-G, Asata_Merseysidel, Tevdoor, Jeje, Shele, ENGLAND, Gabi, ER,  Nikusha, Miro, Gode, George.შესაძლოა დაემატოს 2-3 მოთამაშე..

 

ძირითადი გუნდის ვარჯიშები იქნება ძირითადად შაბათ-კვირას საღამოს საათებში.. ვინც გააცდენს ვარჯიშს მკაცრად დაისჯება გუნდის მიერ...  უკლებლივ ყველა არააქვს მნიშვნელობა ვინ, არასაპატიო მიზეზების გამო ვარჯიშის გაცდენისათვის , შესაძლოა გამოტოვოს შემდეგი თამაში.. , ან საერთოდ წავიდეს გუნდიდან!!!

 

ეს ყველაფერი კეთდება ისევ თქვენთვის და სამართალისთვის!..

 

4) რაც შეეხება სარეზერვო გუნდს: ჯერჯერობით სარეზერვო გუნდი არ არის ბოლომდე შექმნილი, ამიტომ მომავალში ვისაც გსურთ საერთოდ ამ საიტის გუნდში მოხვედრა, შეუერთდით ჩვენს სათადარიგო გუნდს და ივარჯიშეთ მათთან ერთად. თუ ძირითადი გუნდის კაპიტნებს, რომელიმე მოთამაშე მოეწონება სათადარიგოდან, ის აყვანილი იქნება ძირითად გუნდში..

 

რათქმაუნდა სარეზერვო გუნდსაც ჩვეულებრივ ექნება თავისი ვარჯიშები და ჩაატარებს თავის თამაშებს..ზოგჯერ გაიმართება ამხანაგური თამაში სარეზერვო გუნდსა და ძირითადს შორის..

 

სარეზერვო გუნდის ვარჯიშები ასევე იქნება ძირითადად შაბათ-კვირას. დრო და ადგილი იქნება გამოცხადებული საიტზე სიახლით და აქაც მკაცრად იქნება განსაზღვრული გუნდში მოხვედრის პირობები…

რამოდენიმე სიტყვით ვისაც გსურთ გუნდში მოხვედრა (ძირითადებამდე სარეზერვოში) დაუკავშირდით ბექას მისი სკაიპია–> bero_bero… <— და ის გაცნობებთ ყველაფერს მომავალ ვარჯიშებზე და შეხვედრებზე…

 

ეს ყველაფერი თავისთავად ეხება იმათ ვინც იცის, რომ საკმაოდ კარგად თამაშობს ფეხბურთს და ყოველთვის მოიცლის გუნდისათვის და ვარჯიშებისათვის… წინააღმდეგ შემთხვევაში არავის არ ეწყინოს…

 

ეს რაც შეეხებოდა სარეზერვო გუნდს, ახლა კი რაც შეეხება ძირითად გუნდს..იქითა შაბათ-კვირას იგეგმება თამაში მანჩესტერის ქართული ფანკლუბის გუნდთან..(manunited.ge) ეს ჩვენ ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება, უკვე დიდი ხანია ძირითადი გუნდი სრული შემადგენლობით არ შეკრებილა , ამიტომ იქითა შაბათ-კვირამდე შედგება 1 ან 2 ვარჯიში და უკლებლივ ყველა ძირითადი გუნდის წევრი უნდა გამოცხადდეს.. გამოუცხადებლობის შემთხვევაში არავის არ ეწყინოს თუ მან გამოტოვა ეს შეხვედრა…

 

ძირითადი გუნდის ყველა მოთამაშემ(სხვა არავინ) დამამატოს სკაიპში ვისაც არ ვყევარ..  :   Levan777777 <– და ჩამაწერინეთ თქვენი მუდმივი საკონტაკტო ელეფონები..

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...