Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “ჩვენ ახლა უფრო ძლიერები ვართ!”


Recommended Posts

http://www.whoateallthepies.tv/fernando%20torres%20euro%202008%20spain%20germany.jpg

 

ლივერპულის და ესპანეთის მე–9 ნომერმა, ფერნანდო ტორესმა, თავისი ქვეყნის ნაკრებზე და დამდეგ, 2010 წლის მუნდიალზე ისაუბრა…

ესპანეთის ეროვნული ნარები განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც Euro 2008-ის დამსახურებული გამარჯვებული გახდა. 2 წლის წინ, 2008 წლის 29 ივნისს ესპანეთმა გერმანიას მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია ფერნანდო ტორესის წყალობით, მერე იყო კონფედერაციის თასის გათამაშება, სადაც ესპანეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაუმსახურებლად დამარცხდა და ფინალის საგზური დაკარგა. მე–3 ადგილისთვის  აფრიკელებთან მოუწია ბრძოლა და დამატებით დროში ნანატრი გამარჯვებაც მოიპოვა.

 

ცოტა ხნის წინ ფერნანდომ ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა:

 

“ჩვენ ისეთივე შემართებით ვართ ახლა, როგორც ეს 2008 წელს ევროპის ჩემპიონატის წინ იყო. ერთი განსხვავებაა: ჩვენ ახლა უფრო დავიხვეწეთ და უფრო სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ.

 

ყველამ კარგად იცის, რომ არც თუ ისე კარგად ვიასპარეზეთ კონფედერაციის თასზე. ჩვენ ახლა წარმატება გვწყურია. ეს ჩვენი შანსია, რომელსაც გამოყენება სჭირდება. მინდა ესპანეთის ნაკრებს ისე იცნობდნენ, როგორც მსოფლიო ჩემპიონს.

 

ახლა მსოფლიო ჩემპიონატის “ციებ–ცხელებაა” და ზოგი გულშემატკივარი ჩვენ ფავორიტებად მიგვიჩნევს. საამაყო და სასიამოვნოა, როცა ვიღაცას შენი სჯერა და გენდობა.

 

მსოფლიო ჩემპიონატი სულ სხვაა. მუნდილაზე ყოველთვის თამაშობენ ისეთი საოცარი გუნდები, როგორებიც გერმანია, იტალია და არგენტინა არიან.  უდაოა, რომ ბრაზილია ფავორიტია, რაც შეეხება ინგლისს, ახლა ის ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე რამოდენიმე წლის წინ…”

 

წყარო:   liverpoolfc.tv

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...