sv@mp Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 იმედია ყველამ იცით, რომ 1969 წლის 20 ივლისს ნილ არმსტრონგმა (და არა ამსტრონგმა :018: ) პირველმა დადგა მთვარის ზედაპირზე ფეხი. იმავე დღიდან გავრცელდა ჭორები, რომ აპოლო 11-ს ასტრონავტები არ ყოფილან მთვარეზე, რომ ეს უბრალოდ დადგმული სცენა იყო... ასევე მაგალითებად მოჰყავთ "შეცდომები", ისეთი მოვლენები, რაც წესით მთვარეზე არ უნდა ხდებოდეს. მაგალითად დროშის რხევა, ჩრდილები, მაგალითად ის სურათიც მოჰყავთ, სადაც ნილ არმსტრონგი მოდულის ჩრდილში დგას, მაგრამ მისი კოსმოსური აღჭურვილობა ცოტა არ იყო ანატებდა და ა.შ. ... ახლა დავწერ ჩემს აზრებს, რითაც ვეცდები ეს ჭორები ნაწილობრივ მაინც დავანგრიო. დავიწყოთ დროშის ფრიალით.ცნობილია, რომ მთვარეზე არ არის ატმოსფერო, შესაბამისად არ იქნება ქარი. ჩნდება კითხვა "რატომ ფრიალებს დროშა თუ მთვარეზე არ არის ატმოსფერო, ანუ არ არის ქარი?" მთვარის ზედაპირზე რადგანაც არ არის ჰაერი, არ არის ჰაერთან ხახუნი, როდესაც კოსმონავტი დროშას ასწორებდა, მის მიერ მინიჭებული რხევა დროშამ შინარჩუნა. რადგან ჰაერთან ხახუნი არ არის ჰაერთან, დროშამ განაგრძო ფრიალი და ბოლოს გაჩერდა საკიდელთან ხახუნის გამო. ახლა ჩრდილები.ერთ-ერთ სურათზე ჩანს, რომ ჩრდილები არ არის პარალელური. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც არსებობს 2 სინათლის წყარო. მაშინ ჩნდება კითხვა. სხეულს რატომ არ გაუჩნდა 2 ჩრდილი თუ არსებობდა 2 სინათლის წყარო??? არ არის 2 ჩრდილი??? ანუ არ არის 2 სინათლის წყარო. მაგრამ მაინც რატომა რაა ეს ჩრდილები პარალელური??? რამდენიმე ჩრდილი პატარა ბორცვებზეა "გადაჭიმული", რაც ქმნის ილუზიას, თითქოს ეს ჩრდილები მოღუნულია. მე ამას ვაბრალებ მაინც. კიდევ არის სურათი, სადაც დედამიწის ქვემოთ პატარა ვარსკვლავი ანათებს. ცნობილია, რომ სადაც არ არის ატმოსფერო ვარსკვლავების ხილვადობა უკეთესია. ერთ სურათში კი ჩანს, რომ ცაზე საერთოდ არ არის ვარსკვლავი. ჩემი აზრით ეს მიწიდან, კოსმონავტის აღჭურვილობისგან, მთვარის მოდულისგან არეკვლილი მკვეთრი მზის შუქის ბრალია, რაც იწვევს კამერის ნაკლებად მგრძნობიარობას მცირე მანათობელი წერტილებისადმი, როგორიცაა ვარსკვლავი. http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/9/9d/As11-40-5886.jpg ამ სურათში ჩანს, რომ ერთ ერთი ასტრონავტი მოდულის ჩრდილის ქვეშაა, მაგრამ ის ცოტათი განათებულია. ეს გამოწვეულია მთვარის გრუნტის მზის სინათლის არეკვლის უნარით. კიდე მოვძებნი მასალას და დანარჩენს მერე დავწერ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 აქ შერგიძლია ნახოთ კარგი ანიმაციაhttp://www.welt.de/wissenschaft/article4051459/Apollo-11.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sv@mp Posted May 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 უცხო_პლანეტელიშენ რა აზრის ხარ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
woo Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 მე მჯერა რო იჯდნენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted June 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2010 (edited) იმავე დღიდან გავრცელდა ჭორები, რომ აპოლო 11-ს ასტრონავტები არ ყოფილან მთვარეზერმდენი უსაქმურიცაა ამ დედამიწაზე ყველას გონებადასუსტებულ აზრებს რომ მოუსმინო კარგი არაფერი გამოვა მაქედან... და რა მაინტერესებს მაგ მეჭორავეებს სჯერათ რომ ხალხი დღეს მიდის მთვარეზე თუ ამასაც გვატყუებენ და ადამიანი მთვარეზე ჯერ არ ყოფილა? ხოდა თუ დღეს მიფრინავენ მთვარეზე ეხლა რა სხვანაირი თვისებები აქ მთვარეს? ან ის ამერიკის დროშა არ ირხევა ან დღისით ვარსკვლავები ჩანს? და მთავრეზე რომ აფრინდნენ დააყენეს სპეციალური გადამცემი რომელიც დედამიწას უკავშირდებოდა მის მეშვეობით მეცნიერებმა გაიგეს რომ მთვარე დედამიწას წელიწადში 3 სანტიმეტრით (ნუ ზუსტად არ მახსოვს რაღაც მილიმეტრებიც იქნება მანდ) შორდებოდა ხოდა ეგ ნეტა როგორ უნდა გამოეთვალათ მეცნიერებს და მთვარეზე გადმოჯდომის გარეშე ეთქვათ რომ 3 სანტიმეტრით შორდებაო პ.ს. შენ აქ რაგინდა შემოუერთდი პლანეტას? woo Edited June 3, 2010 by fashisti Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sv@mp Posted June 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 fashistiშენ წარმოიდგინე რამდენი უსაქმური ცხოვრობს დედამიწაზე და მაგ კითხვას თავისით გაეცემა პასუხი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.