sv@mp Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 ეს არის ის , რაც მე არასდროს არ მომბეზრდება. აქ დავწეროთ ის ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური ცდები, რომლის სახლში ჩატარებაც შეიძლება სპეციალური დანადგარების გარეშე მე დავიწყებ... ჯერ დავიწყოთ ფიზიკით... ალბათ ყველას თუ არა ვინმეც მაინც გაქვთ ნანახი "ნიუტონის აკვანი", რომელიც იმპულსის და ენერგიის მუდმივობის კანონის მარტივი დემონსტრაციაა. http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e8/Newtons_cradle_animation_book.gif/350px-Newtons_cradle_animation_book.gifამ სურათზე ხედავთ, რომ ერთი ბუთის ენერგია გადაეცემა მეორეს რამდენიმე ფურთის გავლით (ნორმალურ ნიუტონის აკვანში 5 ბურთი არის დაკიდებული). ახლა ჩვენ ისეთ რაღაცას ავაწყობთ, რომ ერთი ბურთის ენერგია ისე გადადის მეორეზე, რომ ისინი ერთმანეთს არ ეხება ამისთვის დაგვჭირდება:1. ძაფი ან წვრილი თოკი ან რამე ეგეთი საკიდელი. მთავარია დრეკადი იყოს.2. ორი ერთნაირი სიმძიმე (კარგი იქნება თუ ბირთულები იქნება)3. 2 გრძელი ჯოხი მოჭერით ერთნაირი სიგრძის საკიდელი. ერთი ბოლო ჯოხიზე მოვაბათ მეორე ბოლო სიმძიმეს. იგივე გააკეტეთ მეორე ბურთზეც. კარგი იქნება, რომ ბურთებს შორის მანძილი, იმ ძაფის მანძილის ტოლი იყო, რომელზეც დაკიდებულია ბურთი. ხო და ბურთები ხის ჯოხიდან ერთნაირი მანძილით უდნა იყოს დაცილებული. მოკლე ძაფები არ მოჭრათ. მოკლედ მოვაბით ბურთებს ძაფების ერთი ბოლო ხოლო მეორე ბოლო იმ ხის ჯოხს. ახლა მოჭერით კიდევ 2 ერთნაირი სიგრძის ძაფი და ერთი ბოლო მოაბით იმ ჯოხს, რომელზეც მობმულია ბურთები ხოლო მეორე ბოლო კი მეორე ჯოხს მოაბით. ეს ორი ჯოხი ერთმანეთის პარალელური უნდა იყოს... ახლა ეს მეორე ჯოხი რამეზე დაამაგრეთ, ისე, რომ ჰორიზონტალურად იყოს. მეორე ჯოხმა თავისუფლად უნდა შეძლოს მოძრაობა. ახლა ხელი მოკიდეთ ერთ-ერთ ფურთულას და გადახარეთ მეორე ბურთის მხარეს, ან საწინააღმდეგო მხარეს და დააკვირდით რა მოხდება. ვინ ვერ გააკეტებს დავწერ რაც ხდება... როდესაც ეს ბურთი დაიწყებს ქანაობას, ეს რხევა გადაეცემა მის ზევით მყოფ ჯოხს (რომელზეც თვითონაა დაკიდებული), ჯოხი კი პირველი ბურთის რხევას მთლიანად გადასცემს მეორე ბურთულას. ამის გამო პირველუ ბურთულა შეწყვეტს რხევას, მაგრამ მეორე დაიწყებს. შემდეგ ეს პირიქით მოხდება. მეორე ბურთი ჯოხს გადასცებს რხევას, ჯოხი კი პირველ ბურთს. მეორე ბურთუ გაჩერდება და პირველი დაიწყებს რხევას. და ა.შ სანამ ბურთებს ხახუნი არ გააჩერებს. ვიდეოც მინდოდა დამედო მაგრამ ვერ ვიპოვნე იუთუბზე. ახლა ქიმიის ექსპერიმენტი.. დავიწყოთ ყველაზე მარტივით. ვინ ქიმიას სწავლობთ ან სწავლობდით გაგიგიათ ალბათ პირველი ჯგუფის მეტალები, ან ტუტე მეტალები. მათ ბოლო შრეზე აქვთ 1 ელექტრონი, რაც მათ ძალიან აქტიურებს ხდიან. ამ მეტალების მთავარი მიზანია ეს 1 ელექტრონი მოიცილონ და შრე დაისრულონ, რის შედეგადაც ისინი დადებითად იმუხტებიან. რაც უფრო დიდია ატომის რადიუსი, მით უფრო ადვილად გასცემს ელექტრონს, ანუ უფრო აქტიური ხდება მეტალი. მაგალითად ლითიუმსაც და ნატრიუმსაც 1 ელექტრონი აქვთ ბოლო შრეზე. მაგრამ ნატრიუმი უფრო აქტიური მეტალია, რადგან იგი #11 არის, ლითიუმი კი #3 შესაბამისად ნატრიუმის ატომის რადიუსი უფრო დიდია ვიდრე ლითიუმის. ამ რადიუსის სიდიდის გამო ატომბირთვი კარგად ვერარ იზიდავ ამ 1 ელექტრონს. საინტერესო ისიცაა, რომ ამ მეტალებში დნობის ტემპერატურა კლებულობს, როდესაც ატომის რადიუსი იზრდება. ახლა დავახასიათოთ მათი რეაქციები წყალთან. ყველა ეს მეტალი ურთიერთქმედებს წყალთან (H2O), საიდანაც აძევებს 1 წყალბადის ატომს და ქმნის ჰიდროქსიდს (XOH, სადაც X ნებისმიერი აქტიური ტუტე მეტალი). როდესაც ლითიუმს ვაგდებთ წყალში იგი ქმნის LiOH ანუ ლითიუმის ჰიდროქსიდს და ორატომიან წყალბადს H2, რომელიც შეგვიძლია სინჯარაში შევაგროვოთ და ავაფექოთ ,ან იქვე დავწვათ. ამის შედეგად დავინახავთ წითელ ფერს, რომელიც ლითიუმის წვის ფერია. რეაქცია ეგზოთერმულია, ანუ გამოიყოფა სითბო. ნატრიუმის და წყლის რეაქცია იმდენად ეგზოთერმულია, რომ მეტალი დნება (მისი დნობის ტემპერატურა 98 გრადუსია მგონი). შესაბამისად ვიღებთ NaOH და ორატომიან წყალბადს, რომელიც შეიძლება დაიწვას, თუ მეტალი გადახურდება. თუ მეტალს ცეცხლი მოეკიდება ცეცხლს ყვითელი ფერი ექნება. შესაძლებელია ეს მეტალი საერთოდ აფეთქდეს. შემდეგი მეტალი კალიუმია, რომელიც წინა 2 მეტალზე ბევრად აქტიურია. კალიუმის წყალსი ჩაგდებისას მივირებთ KOH და H2, რომელიც რეაქციისას აუცილებლად დაიწვება და დავინახავთ კალიუმის იასამნისფერ ცეცხლს. რეაქციის ბოლოსკენ მეტალი სკდება. სპეციალურად planeta.ge-სთვის გავაკეთე ვიდეო ამ მეტალების წყალთან რეაქციაზე. http://www.youtube.com/watch?v=e3lypRQ4uro შემიფასეთ ეს ექსპერიმენტი არ ვიცი რამდენად "ბიოლოგიურია" მაგრამ ბევრჯერ ჩამიატარებია და ძალიან საინტერესოა ძა დაგჭირდებათ დიეთილ ეთერი (ან უბრალოდ ეთერი), რომელსაც ადრე ნარკოზად იყენებდნენ. ეს სითხე ძალიან სწრაფათ ორთქლდება (35 გრადუსი) და ძალიან ადვილად აალებადია - ანუ სიფრთხილეა საჭირო. დაგჭირდებათ პიპეტი ან შპრიცი ჭურჭელი (კარგი იქნება კოლბა) და ბუზი, ტარაკანა, კოღო რაც გინდათ თაგვი ჩიტი და ა.შ. ჩასვით ეს ცოცხალი არსება წირჭელში. ჭურჭელს თავი დაუხურეთ რომ არ გამოძვრეს/ამოფრინდეს ჭურწლიდან და შიგნით 3-4 წვეთი ეთერი ჩაასხით.. მე წეღან დავწერე, რომ ეთერს ადრე ნარკოზად იყენებდნენ. ამის გამო ტქვენს მიერ დაჭერილი საექსპერიმენტო არსება დაიძინებს ნუ გესინიათ არ მოკვდება, რამდენიმე ხნის შემდეგ გაიღვიძებს. დღეს 2 ბუზი დავაძინე და ორივემ გაიღვიძა და გაფრინდა. აბა წარმატებები.. ხო დამავიწყდა მეთქვა არ დაყნოსოთ თორე თქვენც დაიძინებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sv@mp Posted May 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 რადგანაც თქვენ არ გინდათ წეროთ ექსპერიმენტები მე დავწერ კიდევ ორ ექსპერიმენტს 1. ამისთვის დაგჭირდებათ მეტალური ნატრიუმი და კალიუმი. დაგჭირდებათ დაახლოებით 70% კალიუმი და 30% ნატრიუმი. აიღეთ სინჯარა და დაყარეთ ეს ორი მეტალი. გაზქურასთან მიიატანეთ სინჯარა და დაადნეთ ეს ორი მეტალი. ძალიან არ გადაახუროთ. ნატრიუმი 98 ზე ხოლო კალიუმი სადღაც 70 გრადუსზე დნება მგონი. მოკლედ ეს ორი მეტალი რომ დადნება შეერთდებიან და შექმნით შედანდნობ NaK-ს (Na ნატრიუმი და K კალიუმი). მიღებული შენადნობი ცხადია აქტიური იქნება, რადგან შეიცავს ორ აქტიურ მეტალს. ეს შენადნობი უფრო აქტიური და ფეთქებადია, ვიდრე ცალკე ეს ორი მეტალი. უცნაური ისაა, რომ შენადნობი თხევადია ოთახის ტემპერატურაზე. თუ შენადნობს დიდი სიიზუსტით გააკეთებთ კერძოდ, 78% კალიუმი და 22% ნატრიუმი, მისი დნობის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. თუ ერთ წვეთ NaK-ს ავიღებთ პიპეტით და 2-3 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვაგდებთ მას ჰაერში მოეკიდება ცეცხლი. წყალში თუ ჩააგდებთ ერთ წვეთს, იგი წყალთან შევა რეაქციაში, დაწვავს გამოძევებულ წყალბადს და დაინახავთ შენადნობის მოყვითალო ფერს... 2. ამ ექსპერიმენტისთვის, რომელსაც ხან ქამელეონს და ხან შუქნიშანს ეძახიან, დაგვჭირდება კაუსტიკური სოდა (NaOH, რომელიც ნატრიუმის წყალში ჩაგდებისას მიიღება), კალიუმის პერმანგანატი (KMno4 ანუ "მარგანცოვკა"), შაქარი წყალი და 2 ჭურჭელი, ერთ-ერთი გამჭვირვალე უნდა იყოს აუცილებლად. დავიწყეთ: გამჭვირვალე ჭურჭელში ჩაასხით წყალი. ერთნაირი რაოდენობის შაქარი და კაუსტიკური სოდა კარგად გახსენით წყალში. აიღეთ მეორე ჭურჭელი, ჩაასხით წყალი და გახსენით იმდენი კალიუმის პერმანგანატი, რომ წყალხსნარი იყოს მუქი ფერის, ძალიან ბევრსაც ნუ გახსნით, აი სადღაც საშუალოდ რომ იყოს. ბევრი არ ჩაყაროთ. კარაგდ გახსენით. ახლა აიღეთ გამჭვირვალე კოლბა, სადაც ჩვენ უკვე გავხსენით NaOH და შაქარი, დადგით სინათლესთან და ზედ კალიუმის პერმანგანატის წყალხსნარი დაასხით. და აი შედეგი კიდე გავიხსენებ სხვებსაც და დავწერ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sv@mp Posted May 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2010 კიდე დავწერ თუ თქვენ არ წერთ გალვანიზაცია. მდუღარე წყალში გახსენით ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბლომად თუთია ჩაყარეთ, ჩააგდეთ 1 ცენტიანი (სპილენძის).. გააჩერეთ 5 წუთით... როდესაც 1 ცენტიან ამოიღებთ სითხიდან ნახავთ, რომ იგი თუთიით იქნება დაფარული. !!! ნატრიუმის ჰიფროქსიდის წყალხსნარი არ დაგესხათ ხელებზე, თორე დაგიწვავთ !!! მიღებული ვერცხლისფერი მონეტა შეგიძლიათ გაზქურაზე გააცხელო, რის შედეგადაც მონეტა ოქროსფერ ფერს მიირებს, ბრინჯაოთი დაიფარება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2010 კიდე დავწერ თუ თქვენ არ წერთ მოთმინებითა შენითაო, ხომ გაგიგია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sv@mp Posted June 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 უცხო_პლანეტელიმოთმინებითა შენითაო, ხომ გაგიგია კიდე დავწერ..................... ორს დაგჭირდებათ კონცენტრირებული გოგირდმჟავა და სუფრის მარილი. როდესაც მარილს დაასხავთ გოგირდმჟავას, მიიღებთ ნატრიუმის სულფატს და ქლორწყალბადს გაზის სახით. შეგიძლიათ ეს ქლორწყალბადი რამენაირად გახსნათ წყალში (კი იხსნება, რაც უფრო ცივია წყალი უკეთესად) და მიიღებთ მარილმჟავას 2H2SO4 + NaCl ==> Na2SO4 + 2HCl შეგიძლიათ იგივე რეაქცია ჩაატაროთ ოღონდ NaCl და MnO2-ს დაასხათ გოგირდმჟავა და მიიღებთ ქლორს... 2H2SO4 + NaCl + MnO2==>MnSO4 + Na2SO4 + Cl2 + 2H2O Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 (კი იხსნება, რაც უფრო ცივია წყალი უკეთესად)ეს რატომ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sv@mp Posted June 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 2, 2010 უცხო_პლანეტელირავი აბა.. ეგეთია და რა ვქნა მე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted June 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2010 sv@mpსაღოლ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted September 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 9, 2010 მეც ვიცი ერტი ექსპერიმენტი ავიღოთ ჭიქა ჩავყაროთ მასში 1 კოვზი შაქარი(c12h22o11-ა მემგონი) ნახევარ კოვზ ლიმონმჟავას(ამის ფორმულა ნამდვილადა არ ვიცი) და მეოთხედ კოვზ სოდას(NaCl) დავასხამთ წყალს და მივიღებთ მოტკბო მომჟავო გემოს მქონე გაზირებულ სასმელს შეგვიძლა დავლიოთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted September 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 9, 2010 sv@mpნატრიუმის ჰიდროქსიდი და თუთია სად შეიძლება ვიშოვნო, ხომ არ იცი? gendolf sv@mpძალიან საინტერესო და სახალისო თემაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 შემეშალა და სოდა Na2CO3-ის ნაცვლად მარილის ფორმულა დავწერე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.