sv@mp Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 ქიმია — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნივთიერების შემადგენლობასა და აღნაგობას, ნივთიერების თვისებებს და გარდაქმნებს, ამ გარდაქმნათა ხელშემწყობ ან თავიდან აცილებისათვის აუცილებელ პირობებს. ქიმიკოსები სწავლობენ ქიმიურ ელემენტებს, მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლისათვის — ნახშირბადი. ორგანული ნივთიერებები ეწოდება ნახშირბადის შემცველ ნაერთებს, ხოლო არაორგანული — სხვა დანარჩენებს. ამის შესაბამისად გვაქვს ქიმიის ორი ძირითადი დარგი — ორგანული ქიმია და არაორგანული ქიმია. ეტიმოლოგია ძნელი სათქმელია, თუ როდის წარმოიშვა პირველად სიტყვა „ქიმია“ და რა აზრს იტევდა იგი თავდაპირველად თავის თავში. ამის შესახებ მრავალ ისტორიკოსს აქვს გამოთქმული საკუთარი ჰიპოთეზა, თუმცა დღემდე არ მოხერხდა საერთო აზრამდე მისვლა. ტერმინები — „ქიმია“, „ქიმიკოსი“ ინტენსიურად გამოიყენება სამეცნიერო ლიტერატურაში, მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებში XVII საუკუნიდან მოყოლებული. მრავალ ევროპულ ენაზე სიტყვა „ქიმიას“ იდენტური მნიშვნელობა გააჩნია: chemistry — ინგლისურად, Chemie — გერმანულად, chimie — ფრანგულად, chimica — იტალიურად, quimica — ესპანურად და პორტუგალიურად, kemi — შვედურად და დანიურად, და თურქულად — kimya. ამ ჩამონათვალში ყურადღება მისაქცევია ფუძეზე „ქემ“ ან „ქიმ“, რომელიც თითოეულ მათგანში ფიგურირებს. შესაძლოა ეს არის ის ადგილი, საიდანაც შეიძლება ტერმინ „ქიმიის“ განსამარტი გასაღების მოძებნა. ზუსტად მსგავსი გზით მიდიოდნენ ისტორიკოსები, რომლებიც ამ პრობლემაზე იმტვრევდნენ თავს, და როგორც ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავდა, სიტყვა „ქიმია“ თანაჟღერადია რამდენიმე ძვ. ბერძნული სიტყვისა. მაგალითად სიტყვა „ქიმოს“-ის, რომელიც „წვენს“ ნიშნავს. ეს სახელწოდება გვხვდება უძველეს ხელნაწერებში, რომელიც მედიცინასა და ფარმაციას ეხება. „ქიმა“ ან „ქიუმა“ ძვ. ბერძნულად „დნობას“ ნიშნავს და არ არის აზრს მოკლებული იმის ვარაუდიც, რომ „ქიმია“ თავდაპირველი მნიშვნელობით „ლითონების გამოდნობის ხელოვნებას“ ნიშნავდა. აი, „ქიმევსის“-ი კი „არევას“ ნიშნავს, რაც როგორც ყველას მოეხსენება ერთ-ერთი აუცილებელი პროცესია ქიმიაში, ასე რომ ეს ძვ. ბერძული სიტყვაც შეიძლება მოვიაზროთ ამ ტერმინის პირველწყაროდ. მრავალი მეცნიერი ცნება „ქიმიის“ სამშობლოდ ძვ. ეგვიპტეს ასახელებს. ძველი ეგვიპტელები სიტყვით „ქემა“ მდინარე ნილოსის ნაყოფიერ ნაპირებს მოიხსენიებდნენ (საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ძველ ბერძნულ ენაში სიტყვა „ნიადაგი“ წარმოითქმის როგორც „გუმუს“). ამ მოსაზრებას ემხრობოდა ფრანგი ქიმიკოსი მარსელენ ბერტლო, რომელიც თავის თანამოაზრეებთან ერთად ამტკიცებდა რომ „ქიმია“ იმ ცოდნის ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც დედამიწის წიაღის შესწავლასთან იყო დაკავშირებული. გამოთქმული იყო ასეთი „ეგზოტიკური“ მოსაზრება, თითქოს „ქიმია“ წარმოსდგება ძველი ჩინური სიტყვისაგან „კიმ“, რაც „ოქროს“ ნიშნავს. ისტორიული წყაროების თანახმად ტერმინი „ქიმია“ იმ მნიშვნელობით, რომელიც, მან დასავლურ ევროპულ ცივილიზაციაში შეიძინა, პირველად გამოიყენა ზოსიმე პანოპოლიტანელმა ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნის მეორე ნახევარში. ეს ქიმიყოსებისტვის უსაყვარლესი ცხრილი http://www.ptable.com/Images/periodic%20table.pngამ ტაბულაში ხედავთ, რომ 117 ელემენტი (უნუნსეპტიუმი) არ არის შეფერადებული. სპეციალურად მოვძებნე ასეთი ტაბულა. 5 აპრილს რუსეთი ერთ-ერთ ლაბორატორიაში შექმნეს ახალი სინთეზური ელემენტი, რომლის შექმნასაც ბევრი ცდილობდა, მაგრამ სწორ კომბინაციას ვერ პოულობდნენ. ეს კომბინაცია იყო ბერკელიუმის და კალციუმის ატომები. იმის გამო, რომ ექსპერიმენტში გამოყენებული 249Bk-ს ნახევარდაშლის პერიოდი 330 დღე არის, ექსპერიმენტი ძალიან სწრაფად უნდა ჩატარებულიყო. 7 თვის მანძილზე ბერკელიუმის ატომებს ესროდნენ კალციუმის ატომებს და ბოლოს როგორც იქნა მიაღწიეს შედეგს და შექმდენს მხოლოდ 5 ატომი უნუნსეპტიუმი. წარმოიდგინეთ 7 თვე 5 ატომისათვის. სახელი დრეისთვისაც არ სეურჩევიათ მაგრამ ცხადია, რომ ელემენტის სახელის დაბოლოება იქნება ...ium (მაგალითად Sodium ანუ ნატრიუმი) და არა ...ine (Iodine ანუ იოდი) მიუხედავად იმისა, რომ ის ჰალოგენი არის. ყველა ჰალოგენი სახელი ინგლისურ ენაზე ine-ით ბოლოვდება. ეხლა ცოტა გავიმარიაჟებ. ერთხელ ინტერნეტში ვნახე ვიღაცა ტიპის ელემენტების კოლექცია. მომეწონა ეს აზრი და გადავწყვირე მეც იგივე გამეკეთებინა. და აი შედეგიც: http://www.youtube.com/watch?v=RJWtoa8pOrI ჯერ 23 ელემენტი მაქ და ახლებს ვეძებ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 ჯერ 23 ელემენტი მაქ და ახლებს ვეძებ... ნეტავი სკოლებშიც ქონდეთ მინიმუმ მასეთი კოლექცია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცნაური Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 (edited) ნეტავი სკოლებშიც ქონდეთ მინიმუმ მასეთი კოლექცია. მაგ მხრივაც სერიოზული პრობლემაა. და არა მარტო სკოლებში.უნიშიც კი. ნუ იქ ნივთიერებები კი ჰქონდათ მარა მოძველებული აპარატები, ხელსაწყოები და არც თუ სახარბიელო პირობები მოკლედ საქართველოში არც ხიმიკობა და არც ფიზიკოსობა უნდა გინდოდეს რა Edited May 28, 2010 by უცნაური Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sv@mp Posted May 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 უცხო_პლანეტელინეტავი სკოლებშიც ქონდეთ მინიმუმ მასეთი კოლექცია.ქიმიის მასწავლებელიც მაგას მეუბნება. ეხლა მთხოვა რამე თუ გექნება ქიმიური ნივთიერება ხელსაწყო მნიშვნელობა არ აქვს რა იქნებაო მოგვიტან ჩვენო.. საერთოდ არაფერი არ აქვთ უცნაურიმაგ მხრივაც სერიოზული პრობლემაა. და არა მარტო სკოლებში.უნიშიც კი. ნუ იქ ნივთიერებები კი ჰქონდათ მარა მოძველებული აპარატები, ხელსაწყოები და არც თუ სახარბიელო პირობები მოკლედ საქართველოში არც ხიმიკობა და არც ფიზიკოსობა უნდა გინდოდეს რა ხოო მეცნიერების მხრივ სიტუაცია საშინელია... სკოლებში უმატრივეს ექსპერიმენტებს ვერ გვიტარებენ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 ქიმიის მასწავლებელიც მაგას მეუბნება. ეხლა მთხოვა რამე თუ გექნება ქიმიური ნივთიერება ხელსაწყო მნიშვნელობა არ აქვს რა იქნებაო მოგვიტან ჩვენო.. საერთოდ არაფერი არ აქვთ მასეთ რაღაცეებზე შეიძლება სხვადასხვა ფონდების მიმართვა, განსაკუთრებიტ ფარმაცეპტული ფირმების, ამისთვის რამოდენიმე სკოლის დირექციამ უნდა მოილაპარაკოს და ერთობლივი წერილი გაუგზავნოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sv@mp Posted May 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 (edited) უცხო_პლანეტელიმასეთ რაღაცეებზე შეიძლება სხვადასხვა ფონდების მიმართვა, განსაკუთრებიტ ფარმაცეპტული ფირმების, ამისთვის რამოდენიმე სკოლის დირექციამ უნდა მოილაპარაკოს და ერთობლივი წერილი გაუგზავნოსერთი კი გავახარე ქიმიის მასწავლებელი. ჭავჭავაძეში ერთი ქიმიკოსია.. ხოდა მითხრა შარშან ერთი კაბინეტი დაგვიხურეს და ყველაფერი გადაყარესო. :@ სექტემბრისთვის კაბინეტის დალაგებას ვაპირებ და შენს ქიმიის მასწავლებელს შევუთანხმდები და რის გადაყრასაც დააპირებენ შევუნახავო. კობალტის ქლორისი ძვირფასი ნაერთი არის. საფრანგეთში 50 გრამი 60 ევრო ღირს. კილოობით გვქონდა და შარშან სულ გადგვიყარესო... ესენი არ არიან ნორმალურები.. Edited May 28, 2010 by sv@mp Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 კობალტის ქლორისი ძვირფასი ნაერთი არის. საფრანგეთში 50 გრამი 60 ევრო ღირს. კილოობით გვქონდა და შარშან სულ გადგვიყარესო... ესენი არ არიან ნორმალურები.. არც ისიცან სავარაუდოდო სად და როგორ უნდა "გადაყარონ" კი არადა გადაამუშაონ, რომ ეკოლოგიური პრობლემები რომ შეგვექმნას ახლო და შორეულ მომავალში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sv@mp Posted May 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 უცხო_პლანეტელიარც ისიცან სავარაუდოდო სად და როგორ უნდა "გადაყარონ" კი არადა გადაამუშაონ, რომ ეკოლოგიური პრობლემები რომ შეგვექმნას ახლო და შორეულ მომავალში.გადაყრას 1000000000000000-ჯერ ჯობია სკოლებს დაურიგო. ჩვენ მაინც ნორმალურად ვისწავლით ქიმიას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცნაური Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 ხოო მეცნიერების მხრივ სიტუაცია საშინელია... სკოლებში უმატრივეს ექსპერიმენტებს ვერ გვიტარებენ... მე მყავდა ქიმის მასწი, ძალიან მაგარი ქალი.ყველაფერი თვითონ გააკეთა. ძალიან ბევრი ნივთიერბა ჰქონდა და ე.წ. სახალისო ქიმიის ცდებსაც გვიტარებდა მარა მერე წვიდა სხვა სკოლაში და რა თქმა უნდა ქიმიის კაბინეტიც გაქრა. კობალტის ქლორისი ძვირფასი ნაერთი არის. საფრანგეთში 50 გრამი 60 ევრო ღირს. კილოობით გვქონდა და შარშან სულ გადგვიყარესო... ესენი არ არიან ნორმალურები.. ასეთი რაღაც როგო რუნდა გადაყარო :uh: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცნაური Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 ჯერ 23 ელემენტი მაქ და ახლებს ვეძებ... ბევრ მასწავლებელს შეშურდებოდა :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sv@mp Posted May 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 უცნაურიბევრ მასწავლებელს შეშურდებოდა ჩემი ქიმიის მასწავლებელი მეუბნება სკოლაში რაც კი ელემენტებია შენ უფრო მეტი გაქო. ჩვენ გავქვს ისეთი ელემენტები რაც შენ არ გაქო და თუ რამეს მოგვიტან სკოლაში, რამე ხელსაწყოსო გაჩუქებ კოლექციისთვისო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted April 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2011 2011 წელი არის ქიმიის წელი. მინიმიმ UNESCO-მ გამოაცხადა. ეს ისე ცნობისათვის ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.