FIORENTINO Posted August 13, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2008 ზუგდიდში ჯერჯერობით სიმშვიდეა ზუგდიდში ამ დროისთვის სიმშვიდეა და რაიმე ექსესებს ადგილი არ ჰქონია. რუსი სამხდროები იგივე პოზიციებს ინარჩუნებენ. ამის შესახებ ინფორნაცია აი-ტი-ენ ექსკლუზივს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ალეკო ახვლედიანმა მიაწოდა. ახვლედიანის თქმით, შექმნილი სიტუაციის გამო ბანკები არ მუშაობენ ხოლო სავაჭრო ობიექტები, აფთიაქები და მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. "სამხდროები ადგილობრივ მოასხლეობას არ ერჩიან, ასევე ჩვენც ვაფრხილებთ ადგილობრივებს, რომ რაიმე პროვოკაციას არ აყვნენ. რაც შეეხება მძიმე ტექნიკას, რომელიც გუშინ დაიძრა ზუგდიდიდან გაირკვა, რომ წავიდნენ კოდორის მიმართულებით. ჩვენთვის ამ დროისთვის უცნობია რა მდგომარეობაა კოდორში", - განაცხადა ალეკო ახვლედიანმა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას. ცნობისათვის: რუსმა სამხდროებმა ზუგდიდში პოლიციის შენობა, ქართველი სამშვიდობოების შტაბი და სამთავრობო სახლი დაიკავეს. 30 რუსული მძიმე ტექნიკა ზუგდიდიდან კოდორის მიმართულებით დაიძრა. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.