FIORENTINO Posted August 13, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2008 მეთიუ ბრაიზა: "რუსეთი უნდა შეეჩვიოს იმ აზრს, რომ რუს სამშვიდობოებს საერთაშორისო ძალები ჩაანაცვლებენ" აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მეთიუ ბრაიზას განცხადებით, "რუსეთი უნდა შეეჩვიოს იმ გარემოებას, რომ კონფლიქტში ღია ჩარევის შემდეგ საქართველოს კონფლიქტის ზონაში რუს სამშვიდობოებს საერთაშორისო შერეული სამშვიდობო ძალები ჩაანაცვლებენ". "ის, რასაც რუსეთი საქართველოს მიმართ ახორციელებს, შეიძლება, შეფასდეს სამხედრო აგრესიად, რაც ოცდამეერთე საუკუნეში მიუღებელია. ამასთან, მას შემდეგ, რაც კონფლიქტში რუსული მხარე უკვე ღიად ჩერთო და კონფლიქტის მხარეს წამოადგენს, მან უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოში არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში რუსულ სამშვიდობოებს საერთაშორისო შერეული ჯარები ჩაანაცვლებენ", - განაცხადა გუშინდელ პრესკონფერენციაზე მეთიუ ბრაიზამ. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, საქართველოს ფინანსურადაც დაეხმაროს. "საქართველოსთვის დახმარების გეგმის მონახაზი უკვე შევადგინეთ, ჩვენ ქართველ ერს როგორც ჰუმანიტარულ, ასევე ფინანსურ დახმარებას გავუწევთ", - აღნიშნა ბრაიზამ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.