planetanews Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 პროექტის „სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების მხარდაჭერა“ ფარგლებში ახალქალაქში სახალხო დამცველის ოფისის პრეზენტაცია მოეწყო. პროექტი ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. სახალხო დამცველის ახალქალაქის ოფისი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2008 წლიდან ფუნქციონირებს, გარემონტდა და ტექნიკურად განახლდა. ოფისის პრეზენტაციაზე საქართველოს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ ამიერიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას ის უფრო ეფექტურად დაიცავს. გიორგი ტუღუში რეგიონში საგანმანათლებლო საქმიანობის გააქტიურებას და ადამიანის უფლებებთან დაკავშრებულ საკითხებზე ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას გეგმავს. ტუღუშის აზრით, ახალქალაქის ოფისის საქმიანობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში. პრეზენტაციას დაესწრნენ სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების განყოფილების უფროსი მარტინ კლაუკე, უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის წარმომადგენლები, სომხეთის რესპუბლიკის კონსული საქართველოში, ახალქალაქის სამთავრობო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების და რეგიონული მედიის წარმომადგენლები. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts