planetanews Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/DSC07103-300x200.jpg“ალიანსის საქართველოსთვის” ავლაბრის მაჟორიტარმა კანდიდატმა ფიქრია ჩიხრაძემ დღეს წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა. “საარჩევნო ოლქს, სადაც მაჟორიტარ კანდიდატად ვიყრი კენჭს, ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ეს არის ავარიული და ამორტიზებული საცხოვრებელი სახლები, მოუწესრიგებელი მიწისქვეშა კომუნიკაციები და გზები, დაუკანონებელი მიწეები და სახლები, რომელთაც ხელისუფლება ამომრჩეველთა ზეწოლისათვის იყენებს. გაურკვეველი წარმოშობის კომუნალური დავალიანებები და არამიზანმიმართულად დახარჯული საბიუჯეტო სახსრები, ავლაბრი გადაიქცა კონტრასტების უბნად. პრეზიდენტის ფეშენებელური რეზიდენციის, დაკიდული ბაღების, 80 მლნ-იანი შემინული ხიდის გვერდით დგას დანგრევის პირას მისული სახლები, სადაც ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ხელისუფლებამ თბილისში შექმნა სოციალური უფსკრული. “ნაცმოძრაობის” პრიორიტეტია მხოლოდ გარედან შესამჩნევი ცვლილებები, ჩვენი კი ადამიანის კეთილდღეობა”, – განაცხადა ჩიხრაძემ და პირობა დადო, რომ იმ ხარჯებით, რაც “მშვიდობის ხიდზე” 50 ათასი ნათურის განათებას სჭირდება, 50 ათასს თბილისელს დაასაქმებს”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. ფიქრია ჩიხრაძემ საარჩევნო სიების პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ”საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ყველაზე სკანდალური “ალიანსის” მიერ მოძიებული ფაქტები გახდა. “პოლენჯის #4-ში მიწერილი იყო 468 ადამიანი, ცსკ-მ განმარტა, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო და ხსენებული გვარები ამომრჩეველთა სიიდან ამოიღო. თუმცა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა როგორც იყო – 1482, დღესაც ზუსტად იგივეა. ანუ ამ 468 არარსებული ამომრჩევლის სხვა გვარებით ჩანაცვლება მოხდა”, – განაცხადა ჩიხრაძემ. ამასთან, მისივე თქმით, აუცილებელი იყო მაჟორიტარ კანდიდატებს შორის დებატები გამართულიყო, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ზაალ სამადაშვილმა უარი განაცხადა. “იგი სისულელეს უწოდებს იმ პრობლემებს, რომლებიც ავლაბრის მოსახლეობას აქვს, რ Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts