Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- საია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების ზურაბ გაჩეჩილაძისა და ზაზა გაბუნიას კანდიდატურების მოხსნას ითხოვს


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/12/n1773837353_15549_5392814-257x300.jpgსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქრისტიან-დემოკრატების” საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების ზურაბ გაჩეჩილაძისა და ზაზა გაბუნიას კანდიდატურების მოხსნას ითხოვს. როგორც საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანიების “იმედისა” და “რუსთავი 2″ – ის 9 მაისის საინფორმაციო გამოშვებების თანახმად, “ნაციონალური მოძრაობის” ვაზისუბნის მე-8 პოლკის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის კანდიდატი ზურაბ გაჩეჩილაძე 9 მაისს თბილისის წულუკიძის ქუჩაზე გამართული მინი-ფეხბურთის ტურნირის ფინალს ესწრებოდა. სიუჟეტის თანახმად, იგი თავად იყო ტურნირის ორგანიზატორი. ასევე, ამავე ტურნირზე გამარჯვებულ პირებს პრიზის სახით 500 ლარი გადაეცათ. გარდა ამისა, ორგანიზაციის განცხადებით, ამავე ტელეკომპანიების 23 მაისის საინფორმაციო გამოშვებების თანახმად, საბურთალოს რაიონში “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ ბუკიას ბაღში ეკრანი დაამონტაჟა და ფეხბურთის მოყვარულებს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ტრანსლაცია შესთავაზა. “საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდატებსა და მათ წარმომადგენლებს ეკრძალებათ როგორც ნებისმიერი ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათ გადაცემა, მიუხედავად ღირებულებისა, ასევე ამგვარი ქმედების განხორციელება სხვა პირების მეშვეობით. საქართველოს მოქალაქისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს და იგი საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია, მიუხედავად იმისა, რომ სუბიექტი ამ ქმედებას უშუალოდ თუ თავისი წარმომადგენლის, ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ახორციელებდა, ასევე იმისდა მიუხედავად, რამდენად მაღალი იყო გადაცემული ნივთების ღირებულება”, – ნათქვამია საიას განცხადებაში. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მაჟორიტარული კანდიდატების ზემოაღნიშნული ქმედებები წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევას წარმოადგენს, რაც მათი რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით უკვე მიმართა და აღნიშნული ფაქტების შესწავლა მოითხოვა.

 

პირWელი

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...