planetanews Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/n109575102397802_3562-300x219.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” ირაკლი ალასანიას საგანგებო მიმართვას ავრცელებს, რომელსაც “ჯეოტოპნიუსი” უცვლელად გთავაზობთ. ძვირფასო თბილისელებო, სულ რამდენიმე დღე დარჩა სააბოლო არჩევანის გაკეთებამდე. 30 მაისს გადაწყდება ყველაფერი – ჩვენ ან ერთად გავიმარჯვებთ და მივაღწევთ ცვლილებებს, ან სათითაოდ მოგვიწევს კიდევ რამდენიმე წელიწადი უსამართლობის მოთმენა. მე ბევრი რამის მადლობელი ვარ ცხოვრებაში: ჩემი ოჯახის, იმ შესაძლებლობების, რაც მომეცა. მე ქონდა პატივი მემსახურა ჩემი ქვეყნის ინტერესებისათვის აფხაზეთში როგორც ჯარისკაცს, როგორც დიპლომატს აგვისტოს ომის დროს. დღეს მე მინდა გემსახუროთ თქვენ – თბილისელებს! დრო არ ითმენს. დღეს ვხედავთ შეუსრულებელ დაპირებებს, ხელმიუწვდომელ ჯანდაცვას, სიღარიბეს და უმუშევრობას. დღეს ძალადობამ, შიშმა და ომმა მოქალაქე დაუცველი გახადა. ჩვენ ერთად შევცვლით ამ უსამართლობას და თბილისელებს დავუბრუნებთ მთავარს – ღირსებას!მოგმართვთ მამებისა და შვილების თაობას, დევნილებს, ყველა ეროვნების თბილისელს და განსაკუთრებით იმათ ვინც პირველად მიდის არჩევნებზე. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ისეთი თბილისი, როგორიც ახსოვთ ჩვენს მამებს და უნდათ რომ იყოს ჩვენს შვილებს.ხმა, რომელიც ცვლილებებს სჭირდება ყოველი ჩვენთაგანია. მე ერთი ხმა მაქვს, ისევე როგორც თქვენ, მაგრამ ერთ მუშტად შეკრულნი ის ძალა გვაქვს, რაც გაგვამარჯვებინებს უსამართლობაზე და მოგვიტანს ცვლილებებს.მე მწამს თითოეული მოქალაქის და მჯერა, რომ 30 მაისს ჩვენ ერთად შევცვლით თბილისს და შევცვლით საქართველოს!!! ირაკლი ალასანია Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts