planetanews Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 ათეულობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, არჩევნებში მონაწილეობას, მობილური ჯგუფების დახმარებით მიიღებს. ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციებს გრანტის სახით თანხა გამოუყო, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მონაწილეობა არჩევნებში ხელმისაწვდომი გამხდარიყო. მოწყვლადი ჯგუფები - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თვენახევრის განმავლობაში იკრიბებოდნენ და ცესკოს საკუთარ პრობლემებს აცნობდნენ. ”კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ერთ–ერთი ასეთი ორგანიზაციაა. ორგანიზაციის წარმომადგენლის, რატი იონათამიშვილის თქმით, მათ გრანტის სახით 41 ათასი ლარი მიიღეს ცესკოდან და ეს თანხა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ინფორმირებას, საარჩევნო პროცესში მათ ჩართვას, პორტატული (მოძრავი) პანდუსების შეძენას და მობილური ჯგუფების შექმნას მოხმარდა. თანხა ეტლით მოსარგებლე, ასევე, უსინათლო და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისა და მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ საჭიროებებზე გადანაწილდა. ცესკოს გრანტმა კოალიციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველს საქართველოს ათ ქალაქში შეხვედროდნენ. რატი იონათამიშვილის თქმით, ერთ შეხვედრას დაახლოებით 30–50 ადამიანი ესწრებოდა. შეხვედრებზე მონაწილეებს, ცესკოს მიერ მიწოდებული ინსტრუქციებით, საარჩევნო პროცედურები გააცნეს. „ჩვენ მათ მოვუწოდეთ, რომ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, მისულიყვნენ უბნებზე და არ ესარგებლათ მოძრავი ყუთით“,–ამბობს იონათამიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები საქართველოს ათ ქალაქში მოეწყო, მობილური ჯგუფების შექმნა მხოლოდ ორ ქალაქში – თბილისსა და რუსთავში მოხერხდა. მობილური ჯგუფები დაქირავებული სამარშუტო ტაქსებით იმოძრავებენ, რომლებსაც პორტატული პანდუსები ექნებათ, რათა ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე გადაადგილება გაუადვილდეთ. „თავიდან მხოლოდ თბილისი იყო დაგეგმილი, თუმცა შემდეგ ზარები შემოვიდა რუსთავიდან და, რადგან რუსთავი ახლოსაა თბილისთან, გადავწყვიტეთ, რუსთავიც ჩაგვერთო“,–ამბობს იონათამიშვილი. თანხის არარსებობის გამო, საქართველოს დანარჩენ ქალაქებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არჩევნების დღეს ამ სერვისით ვერ ისარგებლებენ. პანდუსები კი ორგანიზაციამ „კოალიაცია ჯანმრთელი ცხოვრებისთვის“ მხოლოდ 5 საარჩევნო ობიექტზე გააკეთა. ამისთვის თანხები ორგანიზაცია „save the children”-მა გამოყო. „სპეციალურად ავარჩიეთ ისეთი საარჩევნო უბნები, რომლებიც სკოლებში იყო განთავსებული“. ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი შეცვლა, იონათამიშვილის თქმით, გამოყოფილი თანხების ფარგლებში ვერ მოხერხდებოდა: „მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისია და ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ შეძლებს ინფრასტრუქტურის შეცვლას, ამიტომ გადავწყვიტეთ, პორტატული პანდუსები შეგვეძინა.“ იონათამიშვილი ამბობს, რომ ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უარს ამბობდა არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მათ არ ჰქონდათ თანაბარი შესაძლებლობა საარჩევნო უბნებზე (ეტლით გადაადგილების) და მოძრავი ყუთით უნდა ესარგებლათ. დღევანდელი მონაცემებით, 39 ადამიანმა გამოთქვა სურვილი, ისარგებლოს მობილური ჯგუფებით და პორტატული პანდუსის დახმარებით მარტივად შეძლოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. რაც შეება უსინათლოებს, მათთვის სპეციალურად დაიბეჭდა 1500 ბიულეტინი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდა. „თუმცა, არიან უსინათლოები, რომლებმაც არ იციან ბრაილის შრიფტით კითხვა. ისინი მეურვესთან ერთად შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობას, თუ მეურვეც იმავე უბანზე იქნება დარეგისტრირებული, სადაც უსინათლო ამომრჩეველმა უნდა მისცეს ხმა.“ მეურვის დახმარებით შეუძლია ხმა მისცეს, ასევე ,მენტალური პრობლემების მქონე ამომრჩეველმა. . სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts