planetanews Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 სავიზო რეჟიმის გაუქმება, თნამშრომლობა ეკონომიკურ სფეროში, მედიის თანამშრომლობა, -ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელთა შესახებ 19 მაისს საქართველოსა და ირანის საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა, ყურადღება გაამახვილეს. რას ნიშნავს ბოლო დროს საქართველო- ირანის ურთიერთობის “ახალი ეტაპზე” გადასვლა? რა პოლიტიკური თამაშებს იწყებს საქართველო და ირანი? და ვის არ აძლევს ხელს ამ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება? ამ კითხვებს ნეტგაზეთთან ინტერვიუში ექსპერტი კავკასიის საკითხებში, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პრაღის კარლოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი ემილ სულეიმანოვი პასუხობს. როგორ ფიქრობთ, რატომ დაიწყო საქართველომ ირანთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე ფიქრი? საქართველო ცდილობს, თავისი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაცია მოახდინოს . 2008 წლის შემდეგ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა მეზობლებთან მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. რას მოუტანს ასეთი თანამშრომლობა საქართველოს? ვფიქრობ, ეს ურთიერთობა ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო და მომგებიანია. დღეს ირანის მოსახლეობის საშუალო ფენა საკმაოდ შეძლებულია. ირანელებს, თურქების მსგავსად, საქართველოში ინვესტიციების განხორციელება შეუძლიათ. შესაძლოა, ტურიზმის მხრივაც იყოს თანამშრომლობა, ისევე როგორც სომხეთთან. ასევე არსებობს ბუნებრივი აირის მილსადენი ირანსა და სომხეთს შორის. არის ალბათობა, რომ იგივე მილსადენი საქართველომდე გაიყვანონ. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მომგებიანი იქნება. ირანის მოგება კი ის იქნება, რომ რეგიონში მას სერიოზულ მოთამაშედ ყოფნა შეეძლება. ირანს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მას შეუძლია რეალურად მთავარ მოთამაშედ იქცეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. საქართველო-ირანის ეს ურთიერთობა ეკონომიკური ხასიათისაა და არა სამხედრო სტრატეგიული. უნდა შეგვეძლოს სამხედრო პოლიტიკური და ეკონომუკურ ურთიერთობების გარჩევა. მე რაიმე სახის პოლიტიკურ რისკს ვერ ვხედავ. საერთოდ, მემორანდუმებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ გააჩნია. არსებობს მოსაზრება, რომ ირანთან დაახლოების სურვილი საქართველომ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, ობამას ადმინისტრაციამ საქართველოსთან ურთიერთობა პრიოტიტეტულად არ მიიჩნია. ბუშის ადმინისტრაციის დროსაც არ იყო საქართველო აშშ-ს მოკავშირე, ეს იყო გარკვეული პარტნიორული ურთიერთობები. ეს ომის დროსაც გამოჩნდა. ობამას ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტი საშინაო პოლიტიკა გახდა. საგარეო პოლიტიკაში კი -ერაყი, ავღანეთი, პალესტინა და სპარსეთის ყურე. კავკასიის რეგიონიდან კი აშშ ნელ–ნელა ინაცვლებს. სანაცვლოდ, აშშ რუსეთს ირანის ბირთვულ პროგრამაში მხარდაჭერას სთხოვს. საგარეო პოლიტიკა ბიზნესია, - ჩვენ თქვენ ამას მოგცემთ, თქვენ ჩვენ ეს მოგვეცით. ასე რომ, საქართველო-ირანის ურთიერთობის გაღრმავება, არ ნიშნავს იმას, რომ რაიმენაირად აშშ-სა და საქართველოს შორის დღეს არსებული ურთიერთობა შეიცვლება. შეიძლება თუ არა იმ აზრის დაშვება, რომ რაიმე სახით ირანი საქართველოსთვის აშშ-ს ალტერნატივად იქცეს? ირანი დასავლეთის ალტერნატივა აზერბაიჯანისთვისაც კი ვერ იქნება. საქართველოში უკვე არსებობს საგარეო პოლიტიკის განვითარების ვექტორები. ირანი ის სახელმწიფოა, რომელსაც არ შეუძლია ისეთი პოლიტიკის გატარება, როგორსაც აშშ ატარებს. ირანს არც სამხედრო -პოლიტიკური პოტენციალი გააჩნია და ის ვერაფრით შეცვლის აშშ-ს. ირანი, როგორც რუსეთის პარტნიორი და თანამოაზრე სხვადასხვა საკითხში, რამდენად მჭიდრო მოკავშირედ შეიძლება საქართველოსთვის იქცეს? ირანი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია. ის ვერასდროს ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ რაიმე სახით რუსეთის წინააღმდეგ ითამაშოს. საქართველო ირანთან ისეთ ალიანსში არასდროს შევა, რომ მათ თურქეთისა და რუსეთის წინააღმდეგ რაიმე პოლიტიკა გაატარონ. ზოგადად, რუსეთი მოხარული იქნებოდა საქართველოს იზოლირებით რაიმე მასშტაბური ხასიათის თანამშრობლობისგან ირანთან, როგორც რეგიონში ძლიერი სტრატეგიული პარტნიორთან. ჯერჯერობით, ქართულ-ირანული ურთიერთობები საფრთხის შემცველი ვერ იქნება რუსეთისთვის. მაგრამ, თუ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა ეს ყველაფერი, რაშიც მე პირადად ეჭვი მეპარება, რუსეთისთვის მიუღებელი აღმოჩნდება. კონკრეტულად რა შეიძლება რუსეთისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს ამ ურთიერთობაში? თუ ირანი სომხეთის გავლით საქართველოს ბუნებრივ აირს მიაწოდებს, ამას რუსეთი არ დაუშვებს. როდესაც მილსადენს, რომლის მეშვეობითაც ირანის ბუნებრივი აირი სომხეთში ხვდება, სომხები აშენებდნენ, რუსეთი სერიოზულად ემუქრებოდა სომხეთს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდა, როცა მილსადენის საკონტროლი პაკეტის აქციები მიიღო. თუკი ირანი სომხეთის გავლით საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას გადაწყვეტს, რუსეთს აქვს ბერკეტი, რომ ეს მიწოდება დაბლოკოს. რუსეთის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის ბირთვული პროგრამისთვის სანქციების დაწესება დასაშვებად მიიჩნია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობებში ცვლილებებია მოსალოდნელი? რუსეთი ირანით სწორედ ბირთვული პროგრამის გამოა დაინტერესებული. ის რომ მედვედევი აშშ-სთან რაღაც პარტნიორულ ნაბიჯებს დგამს ირანთან მიმართებაში, გასაკვირი არაა. ადრე თუ გვიან რუსეთს უშიშროების სფეროში უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი, რადგან არ შეიძლება მუდმივად ეწინააღმდეგებოდე უსაფრთხოების პოლიტიკას. რუსეთის მხრიდან ეს იქნება სიმბოლური სანქცია, ამის იქით რუსეთი აღარ წავა. თუკი ასეთივე პოლიტიკას შემდეგაც გააგრძლებს ირანის მიმართ, სერიოზული ცვლილებები ახლო აღმოსავლეთში გარდაუვალი იქნება. თუმცა ეს ჯერ ნაკლებ სავარაუდოა. ირანი დღეს, როგორც რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი, რატომ უჭერს აქტიურად საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს? ის რომ ირანი საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, გასაკვირი არაა. ირანი საკმაოდ მრავალეთნიკური ქვეყანაა და თავის ეთნიკურ უმცირესობებთან პრობლემები თვითონვე აქვს. ირანში ნახევარზე ნაკლებს შედგენს სპარსი მოსახლეობა. მოსახლეობის მეოთხედს აზერბაიჯანლები შეადგენენ. დაახლოებით 2 მილიონი კი, თურქმენია. ჰყავს, ასევე, არაბული დიასპორა. ასეთი პოლიტიკით კი, იმის დამტკიცება სურს, რომ ტეროტორიული მთლიანობა მისთვის უმნიშვნელოვანესია. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts