planetanews Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 არდიfest 2010 საზეიმოდ დაიხურა. თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით, ჟიურიმ პრიზები შემდეგნაირად გაანაწილა: საუკეთესო რეჟისორი – მაკა ნაცვლიშვილი („მედეა: დაბრუნება“) საუკეთესო მსახიობი ქალი – ნატუკა კახიძე („მედეა: დაბრუნება“) საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – შაკო მირიანაშვილი („კევინი“) საუკეთესო მხატვარი – ნინო თათარაშვილი („ფიქრობ, გვცემენ?“) საუკეთესო კომპოზიტორი – კოკა ნიკოლაძე („ზღვის დედოფალი“) ერთადერთი პრიზი, რომელიც არ გაიცა, არის პრიზი საუკეთესო დრამატურგისთვის. ამასთან დაკავშირებით თემურ ჩხეიძე ამბობს: „ბევრი ჩვენი მცდელობის მიუხედავად, მაინც ამ ეტპაზე დრამატურგიის პრიზი არ გავეცით. თითოეულ ორიგინალურ ნაწარმოებში, რომელიც აქ ვნახეთ, გულდასაწყვეტი არის ის, რომ ყველგან იყო ძალიან კარგი ჩანასახი, მაგრამ ცოტა გაზვიადებულად რომ ვთქვა, შთაბეჭდილება მაქვს ისეთი, თითქოს ბოლო ფურცლები აკლია, დაკარგულია. დღეს სიტყვას არ ვამბობ გუნების გამოსასწორებლად. რომ თავი მოვუქონო ვინმეს. ავტორები, რომლებიც აქ იყვნენ წარმოდგენილი, მგონი პიესის დამწერები არიან. ოღონდ თუ ჩათვლიან, რომ ტექნოლოგია უნდა ისწავლონ. დიალოგის აგება თითოეულ მათგანს შეუძლია. სიუჟეტის გამართვა და სქემის აგება, ჯერ–ჯერობით არა“. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts