Jump to content
Planeta.Ge

ოქრუაშვილი "მაესტრო"ზე


Recommended Posts

09:49 / 28-05-2010

ირაკლი ოქრუაშვილი - არჩევნები რომ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის საშუალებას იძლეოდეს, ამ საშუალებას გამოვიყენებდი

 

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/20937-irakli-oqruashvili-archevnebi-rom-saakashvilis-rezhimis-shecvlis-sashualebas-idzleodes-am-sashualebas-gamoviyenebdi.html#ixzz0pDUGlCQf

 

 

ტელეკომპანია "მაესტროს" ეკა ბერიძის თოქ - შოუ "პირდაპირ საუბრებში" თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საფრანგეთიდან პირდაპირი ჩართვისას 30 მაისის არჩევნებსა და 7 ნოემბრისა და აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა.

 

”ეს არჩევნები არის რეპეტიცია იმისთვის, თუ როგორ მოხდება სააკაშვილის ჩანაცვლება სხვა ადამიანით, მე მხოლოდ ორი სურვილი მაქვს, საქართველოში დაბრუნება და სააკაშვილის რეჟიმის მოცილება” - განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

"იმ მედია-რესურსების კონტროლის და რეპრესიული მანქანის მუშაობის პირობებში, არსებული საარჩევნო კანონით შეუძლებელია წარმატების მიღწევა. მე არ მაქვს პოლიტიკური ამბიცია, ჩემი ერთადერთი სურვილია, საქართველოში დაბრუნება და სააკაშვილის რეჟიმის მოცილება. არჩევნები რომ იძლეოდეს ამის საშუალებას, მე ამას გამოვიყენებდი" , - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

მისივე თქმით, სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩება თავისი გავლენით, ბერკეტებითა და მისი გუნდი ქვეყნის მართვას განაგრძობს, ახალი კონსტიტუციის პროექტი კი მორგებულია იმაზე, თუ როგორ გაპრეზიდენტდეს უგულავა და როგორ შეინარჩუნონ მართვის ბერკეტები ბოკერიამ და მერაბიშვილმა.

 

"დღეს სააკაშვილის გუნდი არ არის გულხელდაკრეფილი და არ იბრძვის მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებისთვის. ეს არის რეპეტიცია, თუ როგორ მოხდება სააკაშვილის ჩანაცვლება სხვა ადამიანით. სააკაშვილი ბუნებრივია არ ფიქრობს ხელისუფლებიდან წასვლაზე. იგი დარჩება თავისი გავლენით, თავისი ბერკეტებით პროცესებს მიღმა და ყველაფერს გააკეთებს ის გუნდი, რომელიც აქამდე აკეთებდა ამას", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

რაც შეეხება აგვისტოს ომს, ოქრუაშვილის განცხადებით, იგი მიხეილ სააკაშვილს საკუთარი იმიჯის რეაბილიტაციისთვის დასჭირდა, რადგან 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ სააკაშვილის რეპუტაცია შეირყა, ის სრულიად გაკოტრებული იყო და ქვეყნის ტერიტორიების დაბრუნების მცდელობით იმიჯის აღდგენას შეეცადა.

 

"7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილის რეპუტაცია შეირყა, ამის შემდეგ მან წააგო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, ის სრულიად გაკოტრებული იყო და რჩებოდა ერთი გზა - რომელიმე ტერიტორიის დაბრუნების საშუალებით საკუთარი იმიჯის რეაბილიტაცია. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება ოლიმპიადისაკენ იყო მიპყრობილი, სააკაშვილმა ამისათვის დრო იხელთა", - განაცხადა მან.

 

თუმცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უახლოესი 20 წლის განმავლობაში შეუძლებელია, მისი თქმით, ის პოლიტიკოსი, რომელიც ხალხს დაჰპირდება, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას თუნდაც 10 წელიწადში გადაჭრის, ქვეყანას და საზოგადოებას ვნებს.

 

"სანამ მსოფლიოში არ შეიქმნება ახალი რეალობა და სანამ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ და აწონ-დაწონილი პოლიტიკით არ დავარწმუნებთ ყველას, რომ ეს ტერიტორიები ჩვენია, ამისი ილუზია არ უნდა გვქონდეს. საერთაშორისო მხარდაჭერა ყოველთვის გვექნება და ამაში ყოველთვის მოგებულები ვიქნებით რუსეთთან", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

მისივე თქმით, რუსეთის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარებით არაფერი შეიცვლება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ სეპარატისტული რეგიონების აღიარებით რუსეთი თავად აღმოჩნდა საკუთარი გადაწყვეტილების ტყვეობაში, თუმცა, მას უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა.

 

"ინტერპრესნიუსი"

 

ძალიან არ მიყვარს ეს ადამიანი, მაგრამ მაინც საინტერესოა რას ფიქრობს და საუბრობს.

თქვენ რას იტყვით, თანაფორუმელება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მან წააგო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები
თქვენ რას იტყვით, თანაფორუმელება?

სანამ ტემპერატურას არ გაიზომავს ვერაფერს ვიტყვი :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

 

 

კი სიმართლეს ამბობს,მაგრამ პოლიტიკური ამბიციები არა მაქვსო,მაგას იტყუილება.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ოქრუაშვილის პოლიტიკურ ამბიციების!

არანაირი მორალური უფლება არ აქ ამ ადამიანს ქართულ პოლიტიკაში რაიმეს წარმოადგენდეს!

მოისხა ეხლა "წამებულის" მანტია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ოქრუაშვილის პოლიტიკურ ამბიციების!

არანაირი მორალური უფლება არ აქ ამ ადამიანს ქართულ პოლიტიკაში რაიმეს წარმოადგენდეს!

მოისხა ეხლა "წამებულის" მანტია!

 

 

ყველას მეფობა უნდა საქართველოში და ეგ არის ჩვენი მთავარი პრობლემა.

 

 

სააკაშვილის გუნდის მოშორება ძალიან ძნელი იქნება,მაგას მართალს ამბობს.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

არანაირი მორალური უფლება არ აქ ამ ადამიანს ქართულ პოლიტიკაში რაიმეს წარმოადგენდეს!

მოისხა ეხლა "წამებულის" მანტია!

+1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგრეც არ არის საქმე როგორც ოქრუაშვილი უბნობს..

 

სააკაშვილის არჩევნების გზით მოშორება რომ შესაძლებელი არ არის, ეს ჩვენც ვიცით..

 

მაგრამ მე პირადად არასწორი მიმაჩნია იმის მტკიცება და ვარაუდი რომ ახალი კონსტიტუცია კონკრეტულად სააკაშვილისა და უგულავას, ან ბოკერიასა და მერაბიშვილის პერსონების ხელისუფლებაში შენარჩუნებას ემსახურება..

 

არა ბატონებო, რეჟიმის შენარჩუნებას ემსახურება ნამდვილად, მაგრამ არა ცალკეული პიროვნებების ხელისუფლებაში ყოფნას.. ვგულისხმობ კი იმას, რომ სააკაშვილი, უგულავა, მერაბიშვილი და ბოკერია წავლენ და წავლენ უახლოეს მომავალში ან მარილზე ან აქტიური პოლიტიკიდან, მაგრამ რეჟიმი არ შეიცვლება რადგან ახალი ფიგურები ისევე იქნეიან გარედან მართული, როგორც სააკაშვილია დღეს და ყველა დანარჩენი..

 

 

იტოგში თუ ოქრუაშვილი ფიქრობს რომ სააკაშვილის კიდევ დიდხანს დარჩება ან ცოცხალი და ან "ბელადის" პოზიციაში უსერიოზულესად ცდება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

სააკაშვილის გუნდის მოშორება ძალიან ძნელი იქნება,მაგას მართალს ამბობს.

ცხადია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

lasha1997

კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ოქრუაშვილის პოლიტიკურ ამბიციების!

არანაირი მორალური უფლება არ აქ ამ ადამიანს ქართულ პოლიტიკაში რაიმეს წარმოადგენდეს!

მოისხა ეხლა "წამებულის" მანტია!

ოქრუაშვილის მხარდამჭერი არ ვარ, მაგრამ თუ სიტყვაზე და მას არ აქვს მორალური უფლება იყოს ქართულ პოლიტიკაში, როგორც სააკაშვილის რეჟიმის ყოფილ მაღალჩინოსანსა და საომარი/აგრესიული რიტორიკით განთქმულ პერსონას, აქვს კი ეს მორალური უფლება ალასანიას? ნოღაიდელს? ბურჯანაძეს? ესენი არ იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის აქტიური მხარდამჭერები და საყრდენი წერტილები?

 

რესპუბლიკურ პარტიას როგორც წარსულში სააკაშვილის რეჟიმის აქტიურ მხარდამჭერსა და სულისჩამდგმელს აქვს მორალური უფლება იყოს აქტიურ პოლიტიკაში? მემარჯვენეებს? წიწიბურ მესიებს?

 

ქართული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა თავიდან ბოლომდე კორუმპირებულია და მორალური ბანკროტების ერთგვარი ხროვა და მათი სეგრეგაცია უკეთესებად და უარესებად ვგონებ რომ შეცდომაა.. ერთი ფეხებია ყველა.. ერთი ნაგავი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ვნახოთ რა მოხდება ამ კვირას და მერე ვიმსჯელოთ მართალს ამბობს თუ არა.მე ვამბობ,რომ მართალს ამბობს სააკაშვილის კამანდაზე.ეგენი ესე ადვილად არ წავლენ.ბევრი აქვთ მიქარული. Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

ოქრუაშვილის მხარდამჭერი არ ვარ, მაგრამ თუ სიტყვაზე და მას არ აქვს მორალური უფლება იყოს ქართულ პოლიტიკაში, როგორც სააკაშვილის რეჟიმის ყოფილ მაღალჩინოსანსა და საომარი/აგრესიული რიტორიკით განთქმულ პერსონას, აქვს კი ეს მორალური უფლება ალასანიას? ნღაიდელს? ბურჯანაძეს? ესენი არ იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის აქტიური მხარდამჭერები და საყრდენი წერტილები?

 

რესპუბლიკურ პარტიას როგორც წარსულში სააკაშვილის რეჟიმის აქტიურ მხარდამჭერსა და სულისჩამდგმელს აქვს მორალური უფლება იყოს აქტიურ პოლიტიკაში? მემარჯვენეებს? წიწიბურ მესიებს?

 

ქართული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა თავიდან ბოლომდე კორუმპირებულია და მორალური ბანკროტების ერთვარი ხროვა და მათი სეგრეგაცია უკეთესებად და უარესებად ბგონებ შეცდომაა.. ერთი ფეხებია ყველა.. ერთი ნაგავი..

ძალიან ბევრ დღევანდელ პოლიტიკოსს მართლა არ აქ უფლება დარჩეს პოლიტიკაში, მაგრამ ვინაიდან დღეს იმის ფუფუნება არ გვაქ რომ სრულად ჩაანაცვლოს სხვა ძალამ, მე ყველას ერთად მაინც არ "მოვხარშავდი", თუმცა ვგონებ რომ ეს ამ კონკრეტული თემის ფარგლებს ცდება.

ყველა უნდა იყოს ცალცალკე განხილული

მე ვფიქრობ, რომ შენ ნამეტანი კატეგორიული ხარ ამ კონკრეტულ შემთხვევაში - არსებობს ნაკლლები და მეტი "ცოდვები"

ვერაფრით ვერ დავაყენებ ერთ სასწორზე ნოღაიდელსა და ზურაბიშვილს ( არადა ისიც გარკვეული პერიოდი მუშაობდა ნაცების სტრუქტურაში)

არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით ყველა განსაჯო, ესე საერთოდ არავინ არ არის "უცოდველი" ამ დედამიწაზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წადი შენი დედა ... თქო!

მერაბიშვილამდე შენ არ იყავი მერაბიშვილი შე ახვარო და ზუსტად იგივე ახვრობებს არ აკეთებდი რასაც ესენი?

შენ რო აგახიეს რუსთავი 2 მერე გაგახსენდა მედიის ტოტალური კონტროლი ხო? მანამდე რო შენ აახიე სხვას ის არაფერი არა?

რამდენი 7 ნოემბერიც შენ გაქვს მოწყობილი ოჯახებში და ოფისებში კიდე იმდენი შენი დედა ვანოს დედაზე დესერტად!

გადაა...ით შენ და ვანომ ერთმანეთს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან ბევრ დღევანდელ პოლიტიკოსს მართლა არ აქ უფლება დარჩეს პოლიტიკაში, მაგრამ ვინაიდან დღეს იმის ფუფუნება არ გვაქ რომ სრულად ჩაანაცვლოს სხვა ძალამ, მე ყველას ერთად მაინც არ "მოვხარშავდი", თუმცა ვგონებ რომ ეს ამ კონკრეტული თემის ფარგლებს ცდება.

ყველა უნდა იყოს ცალცალკე განხილული

მე ვფიქრობ, რომ შენ ნამეტანი კატეგორიული ხარ ამ კონკრეტულ შემთხვევაში - არსებობს ნაკლლები და მეტი "ცოდვები"

ვერაფრით ვერ დავაყენებ ერთ სასწორზე ნოღაიდელსა და ზურაბიშვილს ( არადა ისიც გარკვეული პერიოდი მუშაობდა ნაცების სტრუქტურაში)

არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით ყველა განსაჯო, ესე საერთოდ არავინ არ არის "უცოდველი" ამ დედამიწაზე

რათქმაუნდა არ არის სწორი მიდგომა ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა, მაგრამ არც ის არის სწორი მდმვად უარესსა და უარესს შორის არჩევანის წინაშე რომ დგას საზოგადოება..

 

არსებობს პოლიტკური პასუხისმგებლობა და ცუდია რომ საზოგადოება ყველას ყველაფერს პატიობს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...