planetanews Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/wdbei.JPGძვირფასო მეგობრებო! სადავო, ალბათ, არ არის, რომ საქართველოში მოქალაქეებმა გაცილებით მეტი იციან საკუთარი სამშობლოს ავ-კარგის შესახებ, ვიდრე ჟურნალისტებმა. მაგრამ მოქალაქეები თავისთვის არიან საკუთარი ცოდნით და ჟურნალისტები კიდევ – თავისთვის. მათ შორის თითქმის ყრუ კედელია აღმართული. ამ ვითარებას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ამჯერად ჩვენთვის მნიშვნელოვანი შედეგია და არა – მიზეზი. როგორ შევცვალოთ ვითარება? როგორ დავეხმაროთ ჟურნალისტებს, რომ ნამდვილი ამბები გააშუქონ? ამ მიზნის მისაღწევად, გადავწყვიტეთ, შევქმნათ მარტივი სისტემა, რომელიც რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ჩართავს ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაში, ანუ მისცემს საშუალებას, რომ მხოლოდ აქტიური მოქალაქე კი არ იყოს, არამედ – მოქალაქე ჟურნლისტი გახდეს. ჩვენ ვქმნით შუალედურ ინტერნეტულ სივრცეს, სადაც მოქალაქე ჟურნალისტები მნიშვნელოვან ამბებს დადებენ, ხოლო პროფესიონალი ჟურნალისტები ამ ამბებიდან მათთვის საინტერესოს აიღებენ, გადაამოწმებენ და სტატიად ან სიუჟეტად აქცევენ. მოქალაქე ჟურნალისტის და პროფესიონალი ჟურნალისტის შეხვედრის ადგილი ჩვენი ორგანიზაციის – სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის – ვებგვერდი იქნება: www.cdi.org.ge როგორ უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია მოქალაქე ჟურნალისტმა? ამ კითხვაზე პასუხი ჩვენი იდეის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. სამი გზა არსებობს: 1. ყველაზე იაფი და მარტივი – მესიჯის გამოგზავნა ადვილად დასამახსოვრებელ სატელეფონო ნომერზე: 890 88 99 00. როგორც ხედავთ, ერთიდან ათამდე შკალის ბოლო სამი ციფრი – 8,9 და 0 წყვილ-წყვილად მეორდება. სულ ეს არის. 2. დარეკვა ამავე ნომერზე. 3. ელექტრონული ფოსტით წერილის გამოგზავნა მისამართზე: info@cdi.org.ge მოქალაქე ჟურნალისტების მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე განვათავსებთ ისე, რომ მასზე პასუხისმგებელი არც ჩვენ ვიქნებით და არც გამომგზავნი. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ „ნედლი“ მასალა პროფესიონალი ჟურნალისტებისთვის. მედია მიიღებს რეალურ ინფორმაციას, ხოლო მოქალაქეებს ექნებათ საშუალება – თავისი ცოდნა ჟურნალისტებს წააშველონ და, იმავდროულად, საკუთარი პრობლემები გაახმაურონ. გადაუმოწმებელი მასალა განთავსდება რუბრიკაში „ახალი ამბები საქართველოდან“, გადამოწმებული ინფორმაცია კი- რუბრიკაში „ინსტიტუტის ახალი ამბები“. სხვათა შორის, ზაზა გოროზია რომ მესტიაში ოპოზიციის კანდიდატებს პრობლემებს უქმნიდა, ეს ინფორმაცია იმ გაწამაწიის წუთებშივე მოგვაწოდა ერთ-ერთმა მოქალაქე ჟურნალისტმა. ეს ამბავი ჩვენი მეშვეობით გაიგეს ჩვენმა კოლეგებმა ფოთსა და ზუგდიდში, მათი მეშვეობით კი მთელმა საქართველომ შეიტყო. მოქალაქე ჟურნალისტების ანონიმურობა მკაცრად გარანტირებულია. ჩვენ გვაინტერესებს ამბები და არა მათი მომწოდებელი პირები. აქვე მადლობას ვეტყვით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), რომელმაც ჩვენთვის ძვირფასი იდეის განხორციელების საშუალება მოგვცა. თუ მოქალაქე ჟურნალისტების და პროფესიონალი ჟურნალისტების თანამშრომლობის სისტემა ამუშავდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ნამდვილად არსებობს სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენს ქვეყანას საფრთხე არ ემუქრება. ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და მთავარ ამბებს სწორედ არჩევნების შესახებ ველოდებით. ძვირფასო მოქალაქე ჟურნალისტებო, მე მჯერა და ვიცი, რომ თქვენ არსებობთ. ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს და, რაც მთავარია, მოგვწერეთ. დაგვეხმარეთ, რომ ნამდვილი ამბები მთელ საქართველოს გავაგებინოთ. ვითანამშრომლოთ საერთო საქმისთვის და ჩვენი საერთო სამშობლოსთვის. ია ანთაძე, ჟურნალისტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts