planetanews Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/thenews-150x39.jpgსაქართველო, რომელიც აღელვებულია იმის შიშით, რომ რუსეთთან ომის გასვლიდან ორი წლის შემდეგ დასავლეთმა დაივიწყა, ირანთან და თურქეთთან კავშირებს აძლიერებს, რათა კავკასიაში მოსკოვის გავლენას შეეწინააღმდეგოს, ამბობენ ანალიტიკოსები. ბოლო ათი დღის განმავლობაში საქართველოს ერთდროულად ესტუმრნენ თურქეთის პრემიერ–მინისტრი რეჯიპ ტაიპ ერდოღანი და ირანის მთავარი დიპლომატი, რადგან თბილისი შავი ზღვის და კავკასიის რეგიონის ისტორიულ სახელმწიფოებთან ურთიერთობების აღდგენისკენ მიისწრაფვის. საქართველოს პრო–დასავლურ მთავრობას აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ფართო რეკლამირებას უწევდა, როგორც პოსტ–საბჭოთა სივრცის დემოკრატიული განვითარების მისაბაძ მოდელს და ვაშინგტონი სერიოზულად უჭერდა მხარს პატარა კავკასიურ სახელმწიფოს რუსეთთან კონფლიქტში. მაგრამ ზოგიერთი ანალიტიკოსი ამჩნევს, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს, რომელიც აშშ–რუსეთის ურთიერთობების „გადატვირთვას“ ცდილობს (იმ ურთიერთობების, რომელმაც ცივი ომის შემდგომ პერიოდში, 2008 წლის მოსკოვის ომის შემდეგ საქართველოსთან, ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია) წარსულმა დაინტერესებამ იკლო. „იმ პირობებში, როდესაც შეერთებული შტატების და ევროპის ყურადღება საქართველოს მიმართ შემცირდა, თბილისს სხვა არჩევანი აღარ დარჩა, თუ არა აქტიურად ითანამშრომლოს ორ აღმოცენებულ სერიოზულ ძალასთან, თურქეთთან და ირანთან“, – ამბობს თბილისში, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარე, ანდრო ბარნოვი. „სხვა შემთხვევაში, თბილისი რისკავს პირისპირ დარჩეს რუსეთთან, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კონტროლი აღადგინოს ყოფილ საბჭოთა სივრცეზე“. შეერთებული შტატების სენატორმა და რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა (საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერმა) გასულ კვირაში ობამა იმისთვის გააკერიტიკა, რომ საქართველოს ნაკლებ ყურადღებას უთმობს. „ქართველები გრძნობენ, რომ ვაშინგტონი მათ მოსკოვზე ყიდის ჩვენი გადატვირთვის ღილაკზე ხელის დაჭერის ფასად“, – განაცხადა მაკკეინმა ნიქსონის ცენტრში გამართულ კონფერენციაზე, ნათქვამია მის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ შენიშვნებში. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts