Jump to content
Planeta.Ge

რუსული არმია ქართველების სახლებს წვავს


Recommended Posts

რუსული არმია ქართველების სახლებს წვავს

 

შიდა ქართლის ქართულ სოფლებში შესული რუსული არმიის ნაწილები და ადგილობრივი ბანდფორმირებები ქართველების სახლებს წვავენ. ამის შესახებ ინფორმაცია აი-ტი-ენ ექსკლუზივს სახალხო დამცველის აპარატიდან მიაწოდეს.

 

ტყვიავის ზედა სოფლები - დისევი და კოშკები დღეს მოსახლეობამ დატოვა. მათი თქმით, მათი ჩამოსვლის მიზეზი ის გახდა, რომ მათ სოფელში შევიდნენ რუსეთის არმიის ნაწილები და ადგილობრივი ბანდფორმირებები, რომლებიც ჯერ ავტომატის ჯერით ცხრილავდნენ მიტოვებულ სახლებს, ხოლო შემდეგ ცეცხლს უკიდებდნენ მათ. ისინი იძულებული გახდნენ, სოფლები მიეტოვებინათ.

 

თვითმხილველთა თქმით, შიდა ქართლის ქართული სოფლების – კარბის, მერეთის, დისევის, ქსუისის, ქიწნისის და ა.შ. – მოსახლეობა თითქმის სრულად არის გამოხიზნული. იქ დადიან შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც წვავენ და ანადგურებენ დაცარიელებულ სახლებს.

 

ანალოგიური მდგომარეობაა გორის რაიონის სოფლებში - ბელოთში, ვანათში, საცხენეთში.

 

ვანათელების თქმით, ბანდფორმირების წევრებმა სახლის წინ დახვიტეს შეუიარაღებელი 65 წლის ვლადიმერ ჯ., ასევე დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. ისინი წვავენ ქართველების სახლებს, სახლები იწვოდა ასევე სოფელ ბელოთში და საცხენეთში.

 

http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაიმე რა ეშველება ამ ხალხს

ვინც დაიცავს

ქნან რა რამე

საწყალი ქლაები

აუ აუ აუ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...