Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოს ლიდერი: რუსეთის იმპერია კვლავ იმუქრება


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/reuters-150x44.jpg

 

მარგარიტა ანთიძე    

 

ოთხშაბათს, საქართველოს ლიდერმა 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ სამხედრო აღლუმი პირველად ჩაიაბარა და არმიას მოუწოდა მტკიცედ დაუდგეს წინ იმას, რასაც მან დღემდე „გარე ძალებისგან“ მომავალი საფრთხე უწოდა.

 

სააკაშვილის ანტი–რუსული რიტორიკა მისი მცდელობის ნაწილია აღადგინოს საკუთარი პოპულარობა, რომელიც სერიოზულად დაზარალდა ხუთდღიანი ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა აჯანყებულ სამხრეთ ოსეთზე საქართველოს თავდასხმას დამანგრეველი ძალით უპასუხა.  

 

ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რომელთაგან ზოგიერთებს საბჭოთა ეპოქის მბრძანებელ რუსეთთან თანამშრომლობა სურთ, აღლუმის ჩატარების ფაქტი გააპროტესტეს, თუმცა დათანხმდენენ იმას, რომ აღლუმს არ დაბლოკავდნენ, როგორც ეს შარშან გააკეთეს.   

 

„იმპერია დღესაც ემუქრება ჩვენს დამოუკიდებლობას“, – განაცხადა სააკაშვილმა დაახლოებით 4 000, ახალ უნიფორმაში გამოწყობილ და M4–ი ტიპის იარაღით აღჭურვულ სამხედრო მოსამსახურისადმი მიმართვისას. „არსებობს იმ ძალთა შეთქმულება, რომლებიც არ წყვეტენ ჩვენი დამარცხების მცდელობებს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“.

 

„ჩვენ კატეგორიულ უარს ვაცხადებთ ვიმართებოდეთ გარე ძალებისგან“, – თქვა მან.

 

ათობით ახალმა ჯავშანმანქანამ, Land Rovers–ის მარკის სამხედრო ავტომობილმა და სხვა სამხედრო ტექნიკამ ჩაიარა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, თავზე კი რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავმა და ვერტმფრენმა გადაიფრინა.    

 

მოგვიანებით, დედაქალაქის ცენტრში, სააკაშვილმა 31 მეტრის სიმაღლის (100 ფუტი) მემორიალი გახსნა, რომელიც 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიეძღვნა.

 

„ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის დასაცავდ და ჩვენ გავიმარჯვებთ მშვიდობითა და ჩვენი წარმატებით… ჩვენი პატარა ერი წარმატების და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა“, – განაცხადა სააკაშვილმა.    

 

ოპონენტებს, რომლებიც 42 წლის სააკაშვილს ხელისუფლების მონოპოლიზებაში, ოპოზიციის მარგინალიზაციასა და მედიით მანიპულირებაში ადანაშაულებენ, საპროტესტო აქციის გამართვა იმავე ადგილას სურდათ, მაგრამ ბოლოს შეთანხმდნენ, რომ დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით დედაქალაქის სხვა ადგილას შეიკრიბებოდნენ.  

 

შარშან საქართველოს სამხედრო აღლუმი არ გაუმართავს, რადგან რუსთაველის გამზირი გადაკეტილი ჰქონდათ ოპოზიციის აქტივისტებს, რომლებიც სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ.

 

ქართული ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთთან კავშირები უნდა აღდგეს იმის იმედით, რომ განახლდება რეგულარული ავიარეისები და გაუქმდება რუსეთის ემბარგო საქართველოს წამყვან საექსპორტო საქონელზე – ღვინოსა და მინერალურ წყალზე.

 

გამოკითხვების თანახმად, ქართველების უმრავლესობა საავიაციო და სავაჭრო კავშირების აღდგენის მომხრეა, თუმცა ისინი არ იწონებენ ოპოზიციონერების მოლაპარაკებებს რუსეთის პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინთან, რომელმაც წინასწარი შეხვედრები გამართა ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერთან, მათ შორის სააკაშვილის ყოფილ მოკავშირე ნინო ბურჯანაძესთან.   

 

30 მაისის თვითმმართველობის და მერის არჩევნების წინ საქართველოში დაძაბულობა მაღალია. სააკაშვილის ოპონენტები იმედოვნებენ, რომ არჩევნები შეარყევს იმ მხარდაჭერას, რომლითაც მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე სარგებლობდა, 2008 წლის ომისა და შარშან ქართული ეკონომიკის 3.9%–ით შემცირების მიუხედავად.   

 

თუმცა ოპოზიცია, რომელიც სხვაობების გამო დაქსაქსულია და საერთო პლატფორმა არ გააჩნია, როგორც ჩანს, ამ მხრივ მცირე პროგრესს თუ მიაღწევს.

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...