planetanews Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 გაზიარება[ილია ჩაჩიბაია. 23:20 27.05.2010]http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_7F6UO_YGI/AAAAAAAADs4/nA6u99bkme8/s200/zaza+gorozia+(boqlomi.blogspot.com).gif3 მაისს მესტიაში სხვა მაღალჩინოსნებთან და შეიარაღებულ პოლიციელებთან ერთად ჩასული სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ზაზა გოროზია, ოპოზიციონერ კანდიდატებს მუქარითა და ძალადობით კანდიდატურის მოხსნას აიძულებდა. გუბერნატორს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შვებულებაში გასვლა და საარჩევნო პროცესებიდან ჩამოცილება მესტიის ინციდენტიდან მეორე დღესვე ურჩიეს. ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, გურამ ჩახვაძემ კი, მესტიაში განხორციელებული „საარჩევნო სპეცოპერაციის“ პირად კონტროლზე აყვანა მთავარ პროკურორს სთხოვა.ზუგდიდის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები არაოფიციალურ საუბრებში უკვე საუბრობენ, რომ ზაზა გოროზია საკუთარ პოსტს აღარ დაუბრუნდება და იგი მხოლოდ არჩევნების დასრულებას ელოდება, რის შემდეგაც გადადგომის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.სამეგრელოში ახალ გუბერნატორად ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელ პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას მოიაზრებენ. სიჭინავას პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნვის შესახებ ინფორმაციას ქართული საინფორმაციო საშუალებები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ავრცელებდნენ, მაშინ სიჭინავამ ჟურნალისტებს ასე გვიპასუხა:„ეს არის ავადმყოფი ადამიანის მოფიქრებული ჭორი. მე ვარ რუსეთის მოქალაქე და არასოდეს მქონია სურვილი მოვსულიყავი ქართულ პოლიტიკაში. რატომ გავრცელდა მსგავსი იმნფორმაცია ჩემთვის წარმოუდგენელია, შესაძლოა, ვიღაცას საქართველოში ჩემი რეპუტაციის გაფუჭება უნდოდეს. სააკაშვილთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და, შესაბამისად, მას, ან მთავრობის რომელიმე წევრს ჩემთვის არ შემოუთავაზებია გუბერნატორის პოსტის დაკავება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ჭორი, არის ბაზრის დონის, უსაქმურების მოფიქრებული“.დღეს კი პრეზიდენტთან უკვე „დაძმაკაცებული“ სიჭინავა კატეგორიულად აღარ უარყოფს ინფორმაციას სამეგრელოს თავკაცად დანიშნვის შესახებ.ზაზა გოროზიას სამეგრელო–ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნულ იქნა 2007 წლის 27 ივნისს. სწორედ რეგიონში მისი მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება ჟურნალისტების გატაცების, ცემის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტები, ოპონენტების თუ მოქალაქეების უფლების დარღვევის შემთხვევები:2007 წლის 4 დეკემბერს, გუბერნატორ ზაზა გოროზიას კაბინეტში, მისივე ბრძანებით დატყვევებულ ჟურნალ „ღია ბოქლომის“ რედაქტორს სახელმწიფო მოხელის დაცვის უფროსმა, დიმიტრი მარკოიძემ და პრესსამსახურის უფროსმა, ლალი გელენავამ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გოროზიას წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის წყაროს დასახელება მოსთხოვეს. რამოდენიმე დღეში ჟურნალისტი გაიტაცეს და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს.გოროზიას 2009 წლის თებერვალში პროფესორები დაუპირისპირდნენ, ისინი რწმუნებულს უნივერსიტეტის შიდა საქმეებში ჩარევას აპროტესტებდნენ და რწმუნებულის გადადგომას ითხოვდნენ...2008 წლის ივნისში რადიო ”იმედის” კორესპონდენტი ნანა ფაჟავა ხელმძღვანელობას სამსახურიდან უკანონო დათხოვნაში ადანაშაულებდა. ჟურნალიტის მტკიცებით ”იმედიდან” სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, ზაზა გოროზიას, უშუალო მითითებით გაუშვეს და მის ნაცვლად ლაშა ბერულავა გოროზიას რეკომენდაციითვე დანიშნეს.2008 წლის 7 აპრილს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა “თავისუფალი გაზეთის” წინააღმდეგ. სარჩელის მიხედვით გუბერნატორი მოითხოვდა პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფას გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის გამო, რომლის მიხედვითაც “სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ჟურნალისტს დუმილის სანაცვლოდ 10 000 ლარს სთავაზობდა”.პირველივე სასამართლოზე, რომელსაც გოროზიას ადვოკატიც ესწრებოდა, მოსამართლემ სარჩელი დაუშვებლად ცნო. გუბერნატორმა კი მოსამართლის გადაწყვეტილება იმ მოტივით გაასაჩივრა, რომ მისი ადვოკატი ზუგდიდში არ იმყოფებოდა.გადაცემა „ახალი დროების“ ჟურნალისტმა სოსო ბარნაბიშვილმა ამ თემაზე სიუჟეტი მოამზადა. ამას მოჰყვა გუბერნატორის სატელეფონო ზარი სტუდიაში. იგი სიუჟეტის გადადებას ითხოვდა. გოროზიამ სტუდიის ხელმძღვანელისგან დაჩი გრძელიშვილისგან უარი მიიღო. ამ საუბრიდან ორ დღეში გადაცემა დაიხურა...2009 წლის დეკემბერში ზაზა გოროზია წინააღმეგ საპროტესტო აქციები დაიწყო წალენჯიხის რაიონში. სოფელ მაზანდარაში მცოვრები გლეხები გუბერნატორს ბრალს მიწების უკანონოდ გასხვისებაში სდებდნენ, მათი თქმით, სოფელში თითოეული მტკაველი მიწა იტალიურ კომპანია „ფერეროზე“ გასხვისდა და ადგილობრივებს დასამუშავებელი მიწები ჩამოერთვათ. ზაზა გოროზია შეიმჩნეოდა სეპარატისტულად მოაზროვნე ჯგუფებთან კავშირში. სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი აფინანსებდა განათლების ცენტრ „კოლხიდას“, რომლის მთავარი მიზანიც სამეგრელოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება იყო და არის. "ახალი 7 დღე"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts