planetanews Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 http://s59.radikal.ru/i163/1005/c1/937695414563.jpg “ლივერპულის” თავდამსხმელი უკვე სრულიად გამოჯანმრთელდა. ის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს. იყო ვარაუდი, რომ ტორესი გამოტოვებდა შვეიცარიასთან მატჩს, მაგრამ ამის საშიშროება აღარაა. წელს ფერნანდომ მუხლზე ოპერაცია ორჯერ გაიკეთა. მიუხედავად ამისა მან 22 თამაშში 18 გოლის გატანა მაინც მოახერხა, როცა მთელი წლის განმავლობაში ტრამვები უფრო ხშირად ჰქონდა.ყოფილმა “ატლეტიკოელმა” ესპამეთის ნაკრების მაისურით 71 მატჩში 23 შეაგდო. ტორესი არცერთ ვარიანტში არ გამოტოვებს მუნდიალის პირველ თამაშს შვეიცარიის წინააღმდეგ 16 ივნისს.“ეს არის დიდი სიახლე ჩვენთვის, ფერნანდო უბრალოდ ესპანეთის ნაკრების სიამაყეა. ის არის ფანტასტიური და უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ჩვენთვის”. – განაცხადა პიკემ.“ეს არის ძალიან კარგი სიახლე. ფაქტიურად ტორესის დაბრუნებით მოგების შანსი მნიშვნელოვნად მოგვემატა.” -დაამატა “ვალენსიას” გარემარბმა ხუამ მატამ.ესპანეთის ნაკრების 23-ვე კაცი უკვე შეირჩა. ისინი ახლა ავსტრიში იმყოფებიან. რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი გადაფრინდებიამ სამხრეთ აფრიკაში.შაბათს ესპანელები ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ საუდის არაბეთთან. იმედი ვიქონიოთ, რომ ფერნანდო ტორესი შესძლებს ამ მატჩში მონაწილეობის მიღებას.ესპანეთის ნაკრები H ჯგუფში შვეიცარიასთან, ჩილესთან და ჰონდურასთან ერთად მოხვდა. ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts