Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოს არჩევნები პრეზიდენტის ტესტია


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/reuters-150x44.jpg

 

მარგარიტა ანთიძე, მარინა გოლოვინა     

 

კვირას, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მეზობელ რუსეთთან 2008 წლის კატასტროფული ომის შემდეგ პირველი საარჩევნო გამოცდა ელის საერთოეროვნულ ადგილობრივ და დედაქალაქის მერის არჩევნებში.

 

ოპოზიციის ლიდერებს, რომელთაგან ზოგიერთი მოსისხლე მტერ რუსეთთან თანამშრომლობისკენ მოწოდებებს აკეთებს, ამ არჩევნების გამოყენება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პოზიციონირებისთვის სურთ, როდესაც სააკაშვილი ათწლიანი მმართველობის შემდეგ გადადგება.   

 

„ეს პირველი შანსია იმის გასარკვევად, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს მთავრობას 2008 წლის ომის შემდეგ“, – განაცხადა ორგანიზაცია საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის წარმომადგენელმა ლოურენს შითსმა.

 

„ამგვარად ოპოზიცია, ან ოპოზიციის სხვადასხვა ელემენტები, რომელთა რიცხვიც დიდია, ცდილობენ ამ კენჭისყრის მთავრობის და მისი პოლიტიკის რეფერენდუმად წარმოჩენას“.  

 

ოპოზიცია იმედოვნებს, რომ მუნიციპალური არჩევნები შეარყევს იმ მხარდაჭერას, რომლითაც სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხუთდღიანი ომის და შარშანდელი მონაცემებით საქართველოს ეკონომიკის 3.9%–ით შემცირების მიუხედავად სარგებლობდა.

 

მაგრამ მათ შორის არსებული სხვაობებისა და ერთიანი პლატფორმის არარსებობის გამო, ოპოზიცია როგორც ჩანს,  სააკაშვილის მმართველობის თანმიმდევრული ალტერნატივის შეთავაზებაში მცირე პროგრესს აღწევს.

 

დედაქალაქი თბილისი, სადაც 4.5 მილიონიანი ქართული მოსახლეობის მეოთხედზე მეტი ცხოვრობს, კვირას პირდაპირი წესით აირჩევს მერს. ამ პოსტს პრეზიდენტობის გზაზე პოტენციურ ტრამპლინად აღიქვამს.

 

მმართველი პარტიის წევრი და მოქმედი მერი გიგი უგულავა მერობის ფავორიტი კანდიდატია, რომელსაც ზურგს უმაგრებს არჩევნების წინ დაწყებული გამალებული სარემონტო სამუშაოები თბილისის ქუჩებსა და სახლებში, რასაც ოპოზიციის თქმით უსამართლო თამაშის სუნი ასდის.

 

„არ მჯერა, რომ მას რეალურად ანაღვლებს რიგითი ადამიანების ბედი, მაგრამ იმავდროულად არც იმის მჯერა, რომ სხვები მასზე უკეთესები იქნებიან“, – ამბობს 44 წლის მაღაზიის გამყიდველი ლია გუნია.           

 

პოლიტიკაში გათვითცნობიერებული ადამიანები თანხმდებიან, რომ უგულავას პრეზიდენტობის ამბიციები აქვს.

 

რვა კანდიდატიდან უგულავას ყველაზე რეალური პრეტენდენტი, როგორც ჩანს მშვიდი ირაკლი ალასანიაა, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი, რომელიც ომის შემდეგ გადადგომისა და ოპოზიციაში გადაბარგებულ სხვა ფიგურებთან მიერთების მერე, სააკაშვილის პოტენცურ კონკურენტად მოინათლა.     

 

დასავლეთის მხარდამჭერა

 

ინვესტიციებით მართულმა ქართულმა ეკონომიკამ, რომელიც ლიბერალური რეფორმების წყალობით გლობალურ ფინანსურ კრიზისამდე მნიშვნელოვან ზრდას განიცდიდა, საეჭვოა იმაზე მეტ არასტაბილურობას გაუძლოს, რასაც სააკაშვილი შარშან რამდენიმეთვიანი ქუჩის საპროტესტო აქციების დროს შეეჯახა.  

 

ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დღესაც იმუქრება ქუჩაში გამოსვლით, თუკი არჩევნებს სამართლიანად არ მიიჩნევს.

 

„ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ ერთგვარი ჩოჩქოლი იქნება, მაგრამ ამას რაიმე რადიკალური ცვლილებები არ მოჰყვება“, – ამბობს ქართველი ანალიტიკოსი არჩილ გეგეშიძე.  

 

42 წლის ლიდერის დასავლური მხარდაჭერა შემცირდა დემოკრატიის მდგომარეობისა და რუსეთთან ომის გამო, როდესაც აშშ–ს მიერ მომზადებული ქართული არმია აჯანყებულ რეგიონს სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა და რასაც რუსეთის დამანგრეველი კონტრშეტევა მოჰყვა.

 

სააკაშვილი ამბობს, რომ მან სამაგალითო დემოკრატია შექმნა – იშვიათი მოვლენა იმ რეგიონში სადაც არჩევნები დიდწილად ყალბდება და სადაც ავტორიტარული ლიდერები ხელისუფლებაში ხანგრძლივად რჩებიან. ოპონენტები მას ხელისუფლების მონოპოლიზებაში, ოპოზიციის მარგინალიზაციასა და მედიით მანიპულაციაში ადანაშაულებენ.  

 

ავტორიტეტული ამერიკული ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის და სხვა დასავლური ორგანიცაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, კვირას დანიშნულ არჩევნებში მმართველი პარტია უპრობლემოდ მოიპოვებს ხმების უმრავლესობას.  

 

დასავლეთი მოწადინებულია შფოთიან სამხრეთ კავკასიაში სტაბილური მდგომარეობა შეიქმნას. ეს რეგიონი ევროპაში ნავთობისა და გაზის სატრანზიტო მარშრუტია. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია არჩევნებზე 350 დამკვირვებელს აგზავნის.

 

გასულ თვეში ჩატარებული გამოკითხვებით, ამომრჩევლთა პრობლემების ჩამონათვალში პირველი ადგილი სამუშაო ადგილებს და სიღარიბეს უკავია. მაგრამ პოლიტიკურ დღის წესრიგში ყოფილ საბჭოთა რუსეთთან ურთიერთობაც აქტუალურია.  

 

ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს ურთიერთობები უნდა აღდგეს, იმის იმედით, რომ პირდაპირი ავიარეისები განახლდება და საქართველოს მთავარ საექსპორტო პროდუქციაზე (ღვინო და მინერალური წყალი) რუსეთის ემბარგო გაუქმდება.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...