vakho82 Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის დიდუბის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ლევან ჯაფარიძემ გამართა ბრიფინგი და დიდუბის რაიონში რეგისტრირებულ ყველა ოპოზიციონერ მაჟორიტარ კანდიდატს ერთ საერთო კანდიდატზე შეთანხმება შესთავაზა. გუშინ, ტელეკომპანია კავკასიაზე, "სტუდია სპექტრში" მიწვეულები იყვნენ ეროვნული საბჭოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი კობა დავითაშვილი და ლევან ჯაფარიძე. დავითაშვილმა განაცხადა რომ თუ გამოკითხვის შედეგად ლევან ჯაფარიძეზე ნაკლები მხარდამჭერი აღმოაჩნდებოდა იგი თავის კანდიდატურას ჯაფარიძის სასარგებლოდ მოხსნიდა თუმცა დღეს მან გამოკითხვაში მონაწილეობაზე მტკიცე უარი განაცხადა. ”ბატონ კობას კიდევ ერთხელ მივმართავ თხოვნით, ჩავატაროთ გამოკითხვა, მას ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს, რაც ძალიან დაგვეხმარება. მე, ლევან ჯაფარიძე, ვდებ პირობას, რომ გამოკითხვის ობიექტურად ჩატარების შემთხვევაში, მოვხსნი ჩემს კანდიდატურას, რათა შევძლოთ და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, დიდუბის რაიონში დავამარცხოთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა." – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ. Print Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pompiero Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 ვერ გავიგე, მოხსნა თუ არ მოხსნა ბოლო-ბოლო. მე წინააღმდეგი ვარ. ვინაა ლევან ჯაფარიძე და მაგის გულისთვის ვითომ რატომ უნდა მოხსნას კობამ? კობას გამო ალიანსმა მაგ უბანში კანდიდატურა არ წარადგინა და ახლა ვიღაც ლევან ჯაფარიძის დასკუპებას აპირებენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vakho82 Posted May 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 არც მე არ ვიცი მოხსნა თუ არა მაგრამ ფაქტია რომ გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ტელევიზორშიც იყო დღეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 თემის სათაური და მისი შინაარსი აშკარად რადიკალურად განსხვავებულია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.