planetanews Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კიდევ 6 თვით აკრძალა წყლის სიღმეში ოფშორული ბურღვა. 20 აპრილიდან მოყოლებული მექსიკის ყურეში ათასობით ბარელი ნავთობი ჩაიღვარა. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა თეთრი სახლის „კრიტიკულ დამოკიდებულებას“ მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრასთან დაკავშირებით. აკრძალვა მანამდე გაგრძელდება, სანამ კომისია სრულად არ გამოიძიებს ნავთობის ჩაღვრის შეჩერების ახლანდელ მდგომარეობას. კომპანია BP ცდილობს აღკვეთოს მექსიკის ყურეში ნავთობის ჟონვა, რომელიც 20 აპრილს გაზის გადამყვანი აღჭურვილობის აფეთქებას მოჰყვა. ნავთობის ჩაღვრის პროცესის შესაჩერებლად, რომელიც ამჟამადაც მიმდინერეობს, ამერიკის შეერთებული შტატები კომპანიას ე.წ. თოფ ქილ (Top kill) პროცედურის ჩატარებას სთავაზობს. ნავთობის დენის შეჩერების BP-ს წინა მცდელობა, წარუმატებლად დამთავრდა. კომპანიისგან მკაცრად მოითხოვენ, რომ ამჯერად ოპერცია წარმატებით განახორციელოს. დაღვრილ ნავთობთან დაკავშირებით ანგარიში ჯერ არ გამოქვეყნებულა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტმანეტის ანგარიშში საუბარია იმის შესახებ, თუ რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ამ გაკვეთილიდან. პარასკევს ბარაკ ობამა მეორედ ეწვევა მექსიკის ყურეს. BP-ს წარმომადგენელმა BBC–ს განუცხადა, რომ მათი აზრით, ნავთობის გახეთქილი ჭაბურღილიდან ტალახი მოჟონავდა და არა ნავთობი, თუმცა, შესაბამისი სინჯების აღების შეუძლებლობის გამო, ტალახოვანი მასის შემადგენლობის სიზუსტეში ისინი დარწმუნებულები არ არიან. 20 აპრილიდან, როდესაც გაჟონვა დაიწყო, მექსიკის ყურეში ათასობით ბარელი ნავთობი ჩაიღვარა. კალიფორნიაში ყოფნის დროს პრეზიდეტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მთელ თავის რესურსს გამოიყენებდა ნავთობის ზღვაში ჩადინების შესაწყვეტად. ამ შემთხვევამ მექსიკის ყურეში 11 მუშის სიკვდილი და შვიდი მილიონი გალონი (26,5 მილიონი ლიტრი) ნავთობის ჩაღვრა გამოიწვია. ასევე საფრთხეშია ვარხვები – ფრინველები, რომლებიც საკვების მოსაპოვებლად ზღვაში ღრმად შედიან და ყვინთავენ. თუ მათი ფრთები ნავთობით ერთმანეთს მიეწება, შეიძლება ჩაიძირონ. ვარხვები გადაშენების საფრთხის წინაშე მდგარი სახეობიდან ექვსი თვის წინ ამოიღეს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts