FIORENTINO Posted August 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2008 პატრიარქმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის დაღუპულთათვის პარაკლისს აღავლენს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის დაღუპულთათვის პარაკლისი აღავლინა. პატრიარქმა საზოგადოებასაც მიმართა. მისი თქმით, ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, როგორც არასდროს, მართლმადიდებელი რუსეთი მართლმადიდებელი საქართველოს წინააღმდეგ იბრძვის. "მინდა ვთქვა, რომ ქართველებს არ სძულთ რუსები და დიდი იმედი მაქვს, რომ რუსებსაც არ სძულთ ქართველები",- განაცხადა პატრიარქმა. "ჩვენ შევთხოვთ უფალს, რათა დათრგუნოს ბოროტი ჩვენ შორის და მოგვცეს სიბრძნე", - განაცხადა ილია II. შეგახსენებთ, რომ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეებიც შეუერთდნენ. პარაკლისს ესწრებიან ასევე საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.