planetanews Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/inga.jpg“ქრისტიან–დემოკრატების” საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ინგა გრიგოლიას კახა კუკავას მიერ დავით საგანელიძის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნა ხელოვნურად ეჩვენება. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> ამის შესახებ გრიგოლიამ “პრაიმთაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ხელოვნურია, რადგან კანდიდატურის მოხსნის ბოლო ვადა 20 მაისი იყო. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “თუ კუკავას დავით საგანელიძის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნა სურდა, ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინა, რადგან ბიულეტენში მაინც ორივეს გვარი იქნება. ამომრჩეველს კი, იმის გარჩევა, ვინ ვის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა, გაუჭირდება. შესაბამისად, ვიღაცის სასარგებლოდ, ვიღაცის კანდიდატურის მოხსნა აბსურდია”, – განაცხადა გრიგოლიამ. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> მისი განცხადებით, კანდიდატებმა ამომრჩევლებს განსხვავებული, კონკურენტუნარიანი პროგრამები უნდა შესთავაზონ, ხოლო გაერთიანებაზე არჩევნების შემდგომ ისაუბრონ. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “თუ ოპოზიცია გაერთიანებას მოინდომებს, ამაზე არჩევნების შემდეგ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ განსხვავებული პროგრამები უნდა წარმოვადგინოთ და შემდგომ გავერთიანდეთ საკრებულოში, რათა საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციური კანდიდატი გახდეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, როგორ გახდა მიხეილ სააკშვილი საკრებულოს თავმჯდომარე. მას ამისთვის მხოლოდ თავისი გუნდის ხმები არ ეყოფოდა”, – აღნიშნა გრიგოლიამ. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts