planetanews Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/10/zviadi.jpg“ეროვნული საბჭოს” თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური “ალიანსის საქართველოსთვის” დედაქალაქის მერობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. როგორც “პირWელს” “კონსერვატიული პარტიის” პრეს-სამსახურში განუცხადეს, ძიძიგური გუშინ გავრცელებულ შესაბამის ინფორმაციას ჭორად მიიჩნევს და კატეგორიულად უარყოფს. ამასთან, ძიძიგურის მიერ კანდიდატურის შესაძლო მოსხნას გამორიცხავს “კონსერვატორი” ბიძინა გუჯაბიძეც. “ძიძიგური ალასანიას სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს, თუმცა თუ ამას ალასანია დააპირებს, “კონსერვატორები” მის გადაწყვეტილებას მხოლოდ მიესალმებიან” – აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზვიად ძიძიგური თბილისის მერის არჩევნებში ალასანიას სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნას აპირებს, ინტერნეტ-ფორუმებზე მას შემდეგ გავრცელდა, რაც “კონსერვატიული პარტიის” ვაკის მაჟორიტარობის კანიდატმა კახა კუკავამ კანდიდატურა ალიანსის წარმომადგენლის დავით საგანელიძის სასარგებლოდ მოხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიებს შორის ჩატარებული შიდა პრაიმერის შედეგად იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ კანონით განსაზღვრული ვადების მიხედვით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები საკუთარ კანდიდატურებს იურიდიულად ვეღარ მოხსნიან. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts