planetanews Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/200912113821-300x238.jpgპარტია “ნეიტრალური საქართველოს” ლიდერი, ბიზნესმენ ალექსანდრე ებრალიძესთან დაახლოებული ვალერი კვარაცხელია ერთკვირიანი ვიზიტით რუსეთში მიემგზავრება, სადაც როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე თავად ებრალიძეს შეხვდება. “პირWელი” კვარაცხელიას ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც ებრალიძის მომავალ გეგმებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოს ხელისუფლების შეცვლისათვის დაგეგმილი აქტივობების შესაძლო ფინანსურ წყაროებზე საუბრობს. - ბატონო ვალერი, ვისთან აპირებთ რუსეთში შეხვედრას და რა იქნება ამ შეხვედრების მთავარი მიზანი?- პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არ იქნება სატელევიზიო შოუ, ამდენად შეხვედრები დახურულია. შევხვდები როგორც სახელისუფლებო, ასევე არასახელისუფლებო პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს. მათთან საუბარი, როგორც ყოველთვის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებას შეეხება. ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით უუნაროა და პერსპექტივა არ აქვს, ამიტომაც ვინც ამ მიმართულებით აქტიურობს, კარგ საქმეს აკეთებს, თუ, რაღა თქმა უნდა, პირადი კეთილდღეობისთვის არ იყენებს ამას და ქვეყნის ბედი რეალურად ადარდებს. არ შეიძლება რუსეთთან მტრობა, აუცილებელია ურთიერთობების აღდგენა და ამის რესურსები გაგვაჩნია. სხვა შემთხვევაში, ანუ თუ დაპირისპირებას ვეძებთ, მივიღებთ იმას, რაც აქამდე მივიღეთ და ამაში რუსეთი ყველაზე ნაკლებად დაზარალდება, მხოლოდ იმმხრივ, რომ მისთვის საკუთარ საზღვრებთან პარტნიორული და მეზობლური სახელმწიფოს ყოლაა სასურველი, აი, ჩვენ კი ძალიან ბევრი დაგვაკლდება.- რამდენადაც ვიცი, ვიზიტის ფარგლებში ებრალიძესთანაც გეგმავთ შეხვედრას… - დიახ, მოსკოვიდან პეტერბურგში ჩავალ, სადაც სწორედ ბატონ ალექსანდრეს შევხვდები. ჩვენ მოვილაპარაკებთ იმაზე, ვინ შეიძლება, გაერთიანდეს გასულ თვეში შექმნილ “პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საკოორდინაციო საბჭოში”, ვინ ფიქრობს ქვეყნის გადარჩენაზე და ვინ ცდილობს გარკვეული სკამის და ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნებას, რომელიც დანაშაულებრივი გზით მოიპოვა. ჩვენ ვმუშაობთ და მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ, რათა დავასრულოთ იმ პოლიტიკური ორგანიზაციების მოღვაწეობა, რომლებიც მირაჟით და ინერციით ცხოვრობენ და ასე მიისწრაფვიან ნატო-სკენ. ნატო-ს პოლიტიკა არათუ ჩვენთან, არამედ შტატებშიც კი დამთავრდა და ახლა უბრალოდ დრო გვჭირდება, რომ გონს მოვიდეთ და ეს გავაცნობიეროთ, ხოლო ისინი, ვინც უკვე გამოვფხიზლდით, ვიმუშავებთ იმაზე, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა იმ გეოპოლიტიკური ვითარების ფარგლებში განვახორციელოთ, რომელიც რეალურად გვაქვს. - ხომ არ გქონიათ მოლაპარაკებები საქართველოში მოქმედ ოპოზიციურ პარტიებთან ამ მოძრაობაში გაერთიანების თაობაზე?- არა, კონკრეტულად არავისთან, თუმცა თქვენთვის ცნობილია, რომ აპრილში პეტერბურგში გამართულ ფორუმზე “ეროვნული საბჭოს” ლიდერები კახა კუკავა და კობა დავითაშვილი იყვნენ ჩამოსულები, რომლებიც საბჭოში გაერთიანდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ახალ რეალიებს და საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელების გზებს ეძებენ, ამიტომ მათთან ამის თაობაზე რეალურად შეიძლება საუბარი, თუმცა არიან სხვა პარტიებიც. - ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ იმ პოზიციაში, რომელშიც ისინი იმყოფებიან, რუსეთში სიარულს და კრემლთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს. თქვენი აზრით, რა შედეგის მომტანი შეიძლება, იყოს როგორც თქვენი, ასევე სხვა ოპოზიციონერი ლიდერების მოსკოვური ვოიაჟები იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის მართვის არანაირი სადავე არ გაქვთ? - უკეთესი იქნებოდა, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების რესურსი თავად ხელისუფლებას გააჩნდეს, თუმცა მან მოსკოვთან დიალოგის, დიპლომატიური ურთიურთობების და ზოგადად საუბრის ყველა გზა მოიჭრა, რუსეთის ხელისუფლებას კი რეალურად აქვს საბაბი, უარი თქვას მასთან საუბარზე, თუნდაც იმიტომ, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო და ამას მხოლოდ მე არ ვამბობ, ასე წერია “რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების დამდგენი საერთაშორისო კომისიის” დასკვნაშიც. რა თქმა უნდა, ოპოზიციურ შეხვედრებს ისეთი ეფექტი ვერ ექნება, როგორიც ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა ველაპარაკოთ და ფარ-ხმალი დავყაროთ. ამის შედეგი ის იქნება, რომ ხალხი გამოფხიზლდება, კონსტრუქციულ და კონსტიტუციურ ფარგლებში გააცილებს სააკაშვილს ხელისუფლებიდან და აირჩევს იმ ძალას, რომელსაც როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობების დალაგების, ასევე შიდა საკითხების მოგვარების უნარი ექნება. - როგორ შეაფასებთ სხვა ოპოზიციონერი ლიდერების ვიზიტებს მოსკოვში, მათ შორის – ნინო ბურჯანაძის და ზურაბ ნოღაიდელის? თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება ვიზიტები ამ კონკრეტული პოლიტიკოსების შემთხვევაში? - ვერ გეტყვით, მათთან პარტნიორული ურთიერთობები არ მქონია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველა შეხვედრა იქნება სასარგებლო. ეს ხალხი მიხვდა, რომ რუსეთთან ამ ვითარებაში ყოფნა საქართველოს ანგრევს. მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ერთმანეთს მიემატება და შედეგს გამოიღებს – რუსეთი დაინახავს, რომ მას ოკუპანტად არ თვლიან და საქართველოში სხვანაირად მოაზროვნე ადამიანებიც არიან. - რამდენად შესაძლებელია ებრალიძის მიერ შექმნილ საბჭოში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის გაერთიანება? - ვერ გეტყვით… გზა და პოლიტიკური კურსი, რომელიც ალექსანდრე ებრალიძემ და მე ავირჩიეთ, ერთადერთი სწორი მიმართულებაა. თუ ნინო ბურჯანაძე ამ მიმართულებას შემოუერთდება და მაინცდამაინც საპრეზიდენტო ამბიციით არაა შეპყრობილი, ძალიან კარგი, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად რაიმეს თქმა არ შემიძლია. - თუ არც ხელისუფლება ვარგა და არც ოპოზიციის დიდი ნაწილი, როგორც თქვენ ამბობთ, ამასთან, არც თქვენი პარტნიორი ებრალიძეა შეპყრობილი საპრეზიდენტო ამბიციით, ვის მოიაზრებთ საქართველოს მომავალ პრეზიდენტად? - იმას, ვინც გამოკვეთილი ლიდერი და ყველა იმ ღირსების მატარებელი იქნება, რომელიც პრეზიდენტობას სჭირდება. მერწმუნეთ, ასეთები არიან ჩვენში! - ისეთ გამოკვეთილ ლიდერად საზოგაოდების და თავად ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ირაკლი ალასანიას მოიაზრებს… - პირადად მე ალასანიას ჯერჯერობით არათუ პრეზიდენტად, პოლიტიკოსადაც კი ვერ მოვიაზრებ. გუშინ მან არაადექვარტური განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ებრალიძეს პოლიტიკოსად ვერ მოიაზრებს. მე გაცილებით დიდ პოლიტიკოსს, ვაჟკაცს და პატრიოტს ვხედავ ებრალიძეში, ვიდრე ალასანიაა. - თუმცა თავად ქართულ საზოგადოებაში ებრალიძის ფიგურა პოპულარობით მაინცდამაინც ვერ სარგებლობს, ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით. როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებულად იმუშავებს ებრალიძის საბჭო საქართველოში? - არჩევნების შემდეგ ქართული საზოგადოების ცნობიერებაში დიდი და რადიკალური ცვლილება მოხდება: ის შეეჯახება კედელს, რომლის დანგრევა არ შეუძლია. დიახ, ჯერ დიდი გამოხმაურება არ ყოფილა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 40% ქვეყნიდან გასულია, საქართველოში დარჩენილები კი გასულების სარჩენი არიან, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საბჭო დიასპორებთან მუშაობით შედეგს აუცილებლად მიაღწევს. ისე კი, გამოხმაურება სად უნდა ისმოდეს, როცა ტელევიზიები მთლიანად ხელისუფლების ხელშია, მათ შორის – აქუბარდიას “ჯიხურიც”, რომელიც ამერიკიდან იმართება?! საბჭო თუნდაც იმიტომ იმუშავებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ძალა, რომელიც მოვა საქართველოს ხელისუფლებაში და მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებებს, რომ აღარ განმეორდეს ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა. - თქვენს პარტიას ებრალიძე აფინანსებს? - დაფინანსებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ადამიანმა უნდა დააფინანსოს ის, რაც აქტიურია და ფართომასშტაბიანი, ჩვენთან კი ჯერ დასაფინანსებელი არაფერია. თუ გაჩნდება მოქმედების არეალი და უფრო გავაქტიურდებით, ტყუილად აქვს იმედი ამ ხელისუფლებას, რომ რადგან ებრალიძე რუსეთში ცხოვრობს და რუსული კაპიტალი გააჩნია, ვერ დაგვაფინანსებს. თუ პირდაპირ ვერა, შემოვლითი გზებით მოხდება დაფინანსება იმ მოძრაობის, რომელიც გაჩაღდება. ისე კი, მერწმუნეთ, აქაც მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გააცნობიერებენ, რომ ეს ერთადერთი ძალაა, რომელიც ხელისუფლებაში მოვა და უშურველად დააფინანსებენ მას. - ებრალიძის მიერ ნოღაიდელის დაფინანსებაზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია. თქვენ თუ გსმენიათ ამის შესახებ? - არ ვიცი, არ მგონია. ნოღაიდელს სხვისი დასაფინანსებელი არაფერი სჭირს, თუმცა თუ იქნება საჭირო, არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბატონი ალექსანდრე. მე უფრო ახლოს ვარ მასთან იდეალებით, ვიდრე ნოღაიდელი, თუმცა დაფინანსებაზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა. ლევან სულაშვილისაინფორმაციო სააგენტო “პირWელი” Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts