planetanews Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 “ქართული აკადემია” და არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისელებს “ალიანსის საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატის ირაკლი ალსანიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. “ქართული აკადემიის” წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს თბილისელებს დედაქალაქის საკრებულოს შენობის http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/02/27042009749.jpgმიმდებარე ტერიტორიიდან მიმართეს. “ძვირფასო თბილისელებო, არჩევნებამდე ორი დღით ადრე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მიიღოთ მონაწილეობა 30 მაისის არჩევნებში და სათავე დაუდოთ არსებული პოლიტიკური რეჟიმის შეცვლას, რის გარეშეც საქართველოს მომავალი არ ექნება. ჩვენ, ამ მიმართვის ავტორები კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თბილისის მერის არჩევნებზე ხმას გამარჯვების ყველაზე რეალური შანსის მქონე ოპოზიციონერ კანდიდატს ირაკლი ალასანიას ვუჭერთ და ამისკენ მოვუწოდებთ თითოეულ თბილისელ ამომრჩეველს. თბილისის მერი – ირაკლი ალასანია, საკრებულო – ოპოზიციური, არც ერთი ხმა “ნაციონალებსა” და მათ კანდიდატებს! მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და შევცვალოთ ანტიეროვნული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი”, – ნათქვამია “ქართული აკადემიის” მიმართვაში, რომელიც დღეს საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს ზაალ სამადაშვილსაც გადაეცა. შეგახსენებთ, რომ “ქართულმა აკადემიამ” და 24-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ თბილისის მერის არჩევნებში მხარდაჭერა ირაკლი ალასანიას ადრეც არაერთხელ გამოუცხადა. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts