FIORENTINO Posted August 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2008 მედვედევი: კონფლიქტის ნორმალიზაციის გზა ღიაა. ახლა ყველაფერი თბლისზეა დამოკიდებული "დღეს ჩვენ მივიღეთ "მშვიდობის იძულების" ოპერაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება. თუ ქართული მხარე პირობებს შეასრულებს და ცეცხლს არ გახსნის, კონფლიქტის რეგიონში სიტუაციის ნორმალიზაციის გზა გახსნილი იქნება. ახლა ყველაფერი თბლისზეა დამოკიდებული", – აღნიშნა მედვედევმა. დიმიტრი მედვევევმა უარყო ქართული მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ფაქტი, რაზეც ქართული მხრიდან არაერთი ოფიციალური განცხადება გაკეთებულა. მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში სროლა არ შეწყვეტილა. კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი პატივს ცემს საქართველოს სუვერინიტეტს, მაგრამ აგრესია უნდა დასჯილიყო. "ჩვენ შევწყვიტეთ მშვიდობის იძულების ოპერაცია მას შემდეგ, რაც მივიღეთ შედეგი. დროებით მიღებულია ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებაც. რაც მთავარია, ჩვენ მოვახარხეთ საკუთარი მოქალაქეების დაცვა.სტატუს-კვო აღდგენილია. დავიცულია მართლწესრიგი, რაც 1992 წლის ხელშეკრულებებითა და მათგან გამომდინარე დოკუმენტებით იყო გათვალისწინებული. ბოლოსდაბოლოს, მოვახდინეთ სამშვიდობოთა მანდატის რეალიზება, ოღონდ გაფართოებულად, რაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარეობდა", - აღნიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.