planetanews Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/der_standard_logo1-150x40.png მარკუს ბერნატი „მიშა“ ბრუნდება: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველ პოლიტიკურ არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გარანტირებული გამარჯვება ელის არამდგრადი ადამიანები ხშირად უცნაური ჭორების წყაროს წარმოადგნენ. საქართველოს მეთაურზე მიხეილ სააკაშვილზე ახლა იმასაც ამბობენ, რომ თავის საპრეზიდენტო ავტომობილში ჯეიმს ბონდივით სავარძელს კატაპულტირების ღილაკი დაუყენა, რადგან მისი ახლო მოკავშირის პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ტრაგიკული კატასტროფის შემდეგ, პილოტის შეცდომის ეშინიაო. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული აღლუმზეც, რომლის ჩატარებაზეც შარშან სააკაშვილმა უარი სთქვა, უამრავი მითქმა-მოთქმა არსებობს: თითქოს სააკაშვილს, ეგვიპტელი ლიდერის ანვარ ელ-სადატის მსგავსად სურდა ტრიბუნაზე საკუთარი ჯარისკაცების მხრიდან ჩაცხრილვის საფრთხის თავიდან აცილება. წელს ყველაფერი სხვაგვარადაა. 2009 წლის მაისის მუხროვანის ამბოხი, როდესაც რუსეთთან კაპიტულაციითა და ორი რეგიონის დაკარგვით იმედგაცრუებულმა სატანკო ბატალიონმა სახელმწიფოს მეთაურს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, სამართლებრივად დასრულდა. მეთაურებს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. ადგილობრივ არჩევნებამდე სულ რაღაც ოთხი დღით ადრე კი, წაგებული ომის შემდეგ პირველი პოლიტიკური გამოცდის დროს, სააკაშვილს თბილისში კვლავ ტანკები გამოყავს და ქართულ ხუთჯვრიან დროშებს აფრიალებს. გზავნილი ასეთია: პრეზიდენტი კვლავაც მყარად ზის უნაგირზე. კავკასიის რესპუბლიკაში დანიშული ვადამდელი მუნიციპალური არჩევნებით, კერძოდ კი დედაქალაქ თბილისში დაგეგმილი კენჭისყრით, სადაც მილიონი ამომრჩეველია და უდაოდ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენს, სააკაშვილი ქვეყანას 2008 წლის ომის მარცხის შემდეგ ახალ წესრიგს სთავაზობს. პრეზიდენტი რომლის ქმედებებიც ხშირად გაუთვლელია, უკან დახევაზე უარს ამბობს. იმის მიუხედავადაც, რომ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ შვეიცარელი დიპლომატის ჰეიდი ტალიავინის მეთაურობით ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა უშუალოდ მას დააკისრა. 2008 წლის 8 აგვისტოს ღამით სამხრეთ-ოსეთის ქალაქ ცხინვალზე საარტილერიო შეტევა დაიწყო, რასაც რუსეთის არმიის მხრიდან წინასწარ დაგეგმილი და კარგად მომზადებული კონტრშეტევა მოჰყვა. ომში მარცხი, დევნილების დრამა და სამხედრო დაუდევრობა საქართველოს დღემდე მძიმე ტვირთად აწევს, თუმცა სააკაშვილმა როგორც სჩანს მის პოლიტიკურ ოპონენტებს შანსი მაინც არ დაუტოვა, პირველ რიგში კი ვაშინგტონსა და ბრიუსელში დიდად პატივცემულ საქართველოს ყოფილ ელჩს გაერო-ში ირაკლი ალასანიას. კვირას დანიშნული არჩევნების წინ კვლევები სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აშკარა გამარჯვებას წინასწარმეტყველებს. თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებშიც, თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავა 30%-იანი ბარიერის გადალახვას მარტივად ახერხებს, რის გარეშეც მას განმეორებით კენჭისყრაში მოუწევდა მონაწილეობა. ალასანიას შანსები კი გამოკითხვის თანახმად 7%-ს აღწევს. მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირება თბილისში ოპოზიციაც არაერთსულოვანია, რომელიც შარშან რამდენიმე თვის განმავლობაში ქუჩის საპროტესტო აქციებით ცდილობდა სააკაშვილის იძულებას გადამდგარიყო. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს საარჩევნო რბოლაში თავისი კანდიდატი მემარჯვენე ნაციონალისტი ზვიად ძიძიგური ჰყავს. საარჩევნო მარათონშია ჩართული ლუდის მაგნატი გოგი თოფაძე, რომელიც ავსტრიის თვისუფლების პარტიის ლიდერის ქრისტიან შტრახეს მეგობარია. ყველა მათგანი სააკაშვილის შემდგომ პერიოდზე ფიქრობს, რომლის მანდატიც 2013 წელს სრულდება და მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირების გზევს ეძებს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts