Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ეკონომიკური პასუხისმგებლობის აქტი ბრიტანეთისთვის


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg

 

იმონ ბატლერი

 

დემოკრატიის პრობლემა არა ლიდერების არჩევაში, არამედ მათ შეზღუდვაშია

 

ბოლო ორი წლის ფინანსური კატასტროფების შემდეგ, ევროპელმა პოლიტიკოსებმა ხელახლა აღმოაჩინეს, რომ  საჭიროა საზოგადოებრივი ხარჯების ეკონომია.

 

რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ნებაყოფლობით არ ხდება: საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯ პაპანდრეუმ მსგავსი რამ €9 მილიარდიანი ვალის გადაუხდელობისა და მისი ქვეყნის გარდაუვალი გაკოტრების პერსპექტივით გააკეთა. ევროკავშირის წევრების €110 მილიარდიანი დახმარების პაკეტიდან პირველი €14.5 მილიარდიანი ტრანშის სანაცვლოდ, მან ბიუჯეტის დაბალანსებისთვის ეკონომიის სასტიკი ზომები გაატარა. შემცირებული პენსიები, გაზრდილი გადასახადები და გადასახადების გადახდისას ურჩობისთვის წინააღმდეგობის ჩახშობა, ამ ქვეყნის ცხოვრების ნაციონალურ წესად იქცა.

 

საკუთარი გზის კორექტირება ირლანდიასაც მოუხდა. ძლიერმა რეცესიამ ირლანდიის ფინანსთა მინისტრი ბრაიან ლენიჰანი აიძულა საზოგადოებრივი სექტორის მიმართ მკაცრად ემოქმედა. მისი დეკემბრის ბიუჯეტი მოიცავდა €4 მილიარდიან დანაზოგს, რომელიც საჯარო სექტორში დასაქმებულთა დაფინანსების 15%-იანმა შემცირებამ, სოციალური ხარჯების, ბავშვთა დახმარებისა და საინვესტიციო პროექტების შეზღუდვამ შეადგინა, მაგრამ ამ ზომებმა ბაზრები იმაში  დაარწმუნა, რომ ირლანდიას გამოჯანმრთელების უნარი გააჩნია.

 

ეს წესი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმაც გაიზიარა და ელექტორატს დაპირდა, რომ ქვეყნის 12.6%-იან დეფიციტს ხუთ წელიწადში გაანახევრებდა. ამაში დარწმუნება არ სჭირდებოდა ამ თვის დასაწყისში არც კონსერვატიული და არც ლიბერალ-დემოკრატიული მთავრობის ახალი კოალიციასაც, რომელმაც ბრაუნი შეცვალა. ის €6 მილიარდი ევროს სასწრაფოდ შეკვეცას გეგმავს და შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში „მაქსიმალურად დაჩქარებულ შეზღუდვებს სტრუქტურულ დეფიციტში“. ხაზინაში ორი საბიუჯეტო ქორის (კონსერვატორი ჯორჯ ოსბორნი და ლიბერალ- დემოკრატი დევიდ ლუისი) პირობებში 22 ივნისს ბიუჯეტში ყველა დიდ შეკვეცებს ელის.

 

ასეთი ეკონომია შექების ღირსია, მაგრამ მსგავსი ფინანსური დიეტა არ გახდებოდა საჭირო პირველ რიგში თავად მთავრობები რომ შეზღუდულიყვნენ.

 

ახალი ზელანდიის გუბერნატორის დევიდ ბრაშის სარეზერვო ბანკის წყალობით, ინფლაციის დაგეგმვა ბევრმა ქვეყანამ გაიზიარა და ინფლაციის მონაცემებიც მსოფლიოში მკვეთრად შემცირდა (1990-იანი წლების დასაწყისის დაახლოებით 30%-დან დღევანდელ 3%-მდე). ჩვენ სამთავრობო ხარჯების კონტროლისა და სესხის აღების მსგავსი იდეა გვესაჭიროება.

 

ერთი მოდელის იდეა შავი ზღვის რესპუბლიკიდან მოდის, რომელიც ერთ დროს ისეთი კორუმპირებული იყო, რომ იქ ყველაფერს რუსეთის მაფია განაგებდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთელი პოლიცია დაითხოვა, რომელიც პრობლემების წყარო იყო და სისტემატიური საბაზრო რეფორმებით ქვეყანა მოაბრუნა. ახლა მას კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, ე.წ. თავისუფლების აქტის მიღება სურს, რომელიც ხარჯვის, დეფიციტისა და ვალების ზღვარს დაუწესებს ყველა მომავალ მთავრობას, მისი მთავრობის ჩათვლით. როგორც მან ადამ სმიტის ინსტიტუტში გამართულ ლექციაზე ახლახანს განაცხადა – „მე არც ერთ მთავრობას არ ვენდობი – საკუთარის ჩათვლით“.

 

და ჩვენ რატომ უნდა ვენდოთ? ევროკავშირის წესებით მშპ-ს 3%-ზე მაღალი დეფიციტი დაუშვებელია, მაგრამ როგორც კი პრობლემა შეიქმნა, ამ წესის იგნორირება მოხდა. ბრიტანეთში, გორდონ ბრაუნის მთავრობა შესაძლოა საკუთარ თავს „ოქროს“ წესებით ზღუდავდა კიდეც, რათა ამ ეკონომიკური ციკლის განმავლობაში ბიუჯეტი დაებალანსებინა და სესხი მხოლოდ ინვესტიციებისთვის აეღო, მაგრამ იმ თემით თაღლითობამ, თუ სად დაიწყო ციკლი და სად დასრულდა, ასევე საზოგადოებრივ საჭიროებებზე გაღებული ყველა ხარჯისთვის „ინვესტიციის“ დარქმევამ გამოიწვია ის, რომ წესებმა ვერაფერის შეკავება ვერ შესძლო.

 

არა, ჩვენ სამთავრობო ბიუჯეტებზე საკონსტიტუციო ლიმიტი,  სააკაშვილის სტილის ეკონომიკური პასუხისმგებლობის აქტი გვესაჭიროება.

 

პირველ რიგში, ასეთი ზომა საზოგადოებრივ ხარჯებს მშპ-ს ერთ მესამედამდე შეზღუდავდა. ისტორია ცხადყოფს, რომ საზოგადოებას ამაზე მეტ შეზღუდვასთან შეგუება არ შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში ან გადასახადების დამალვას ან ქვების სროლას იწყებს, ამიტომ ჩვენ ლიმიტის ფარგლებს არ უნდა გავცდეთ. ზღვარი მშპ-ს ფაქტობრივ შედეგებს უნდა ეფუძნებოდეს და არა ოპტიმისტურ სამომავლო დაგეგმარებას. როდესაც ეკონომიკურ სისტემებს პრობლემა უჩნდება, სამთავრობო პროგრამები ამას ისევე მტკივნეულად უნდა გრძნობდნენ, როგორც კერძო სექტორი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იგივეა მომაკვდავ პეციენტს ერთი ხელიდან სისხლი მეორეში გადაუსხა. ყოველი შენარჩუნებული სამუშაო ადგილისთვის, სხვა სამუშაო ადგილი იკარგება. ხარჯების ლიმიტი კი იმ პოლიტიკოსებს დაიცავდა, რომლებიც პირველ რიგში თავად იწვევენ ბუმს და დეპრესიის ციკლს.

 

მეორეც, ჩვენ უნდა შევზღუდოთ დეფიციტი მშპ-ს 3%-მდე. პოლიტიკოსები ხშირად ტრაბახობენ „დეფიციტის შემცირებით“, მაგრამ ეს ყოველწლიურად მხოლოდ ოდნავ ნაკლები ეროვნული ვალის დამატებას ნიშნავს. 3% ის ზღვარია, რომელიც თავისუფლად მოქმედების ერთგვარ სივრცესაც  ტოვებს და იმავდროულად საერთო ვალი კონტროლს ექვემდებარება.

 

მესამეც, ჩვენ უნდა დავაწესოთ ვალების ზედა ზღვარი მშპ-ს 40%-მდე. ბევრ ქვეყანას ამაზე ბევრად ნაკლები ვალი აქვს, თუმცა როგორც სჩანს, ამ ბარიერის დარღვევის შემთხვევაში ვალებზე კონტროლი იკარგება. 1997 წელს გაერთიანებული სამეფოს ვალები £350 მილიარდს შეადგენდა, დღეს ეს რიცხვი ორჯერ მეტია და £770 მილიარდს აღემატება. წინასწარი პროგნოზებით ხუთი წლის განმავლობაში ის კიდევ გაორმაგდება და £1 400 მილიარდს მიაღწევს. საერთაშორისო რეიტინგები ვალებს 40%-ის ფარგლებში ცნობენ. ეს როგორც სჩანს კიდევ ერთი გონივრული ზღვარია.

 

მეოთხეც, ჩვენ გვჭირდება მთავრობის აღურიცხავი ვალდებულებების განსაზღვრა და გათვალისწინება. მიუნჰენის უნივერსიტეტში IFO-ს მიერ 2004 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ეს ვალდებულებები ხშირად ოფიციალურ ციფრებში გამოიხატება, 13.7 დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა დაუჯდებათ მომავალ თაობებს დღევანდელი პოლიტიკოსების დაპირება. ეს მათ დაპირებების ხელაღებით გაცემისგან დაიცავდა.

 

მეხუთე, ჩვენ სესხი მართლაც მხოლოდ ინვესტიციისთვის უნდა ავიღოთ, მაგრამ თქვენ პოლიტიკოსებს არ უნდა დართოთ ნება, რომ  მათ გადაწყვიტონ რა ითვლება „ინვესტიციად“. ეს უნდა გადაწყვიტოს ეკონომისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა, როგორიცაა ბრიტანეთის ახალი საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისი.

 

უნდა არსებობდეს შეზღუდვები გადასახადების ზრდაზე, მაგალითად ისეთი ფორმით, როგორიცაა საზოგადოებრივი რეფერენდუმები ნებისმიერი ასეთი ნაბიჯის წინ. შესაძლოა აშშ-ს ზოგიერთი შტატის მოდელის მსგავსად, რეფერენდუმის მოწყობა მანამ, ვიდრე სამთავრობო ბიუჯეტები ძალაში შევა. პირადად მე კი ვისურვებდი კონტრ-პროდუქტიული გადასახადების ზრდა მარტივად კანონგარეშე გამოცხადდეს.

 

დემოკრატიის პრობლემა არა ლიდერების არჩევაში, არამედ მათ შეზღუდვაშია. ჩვენ მკაცრი წესები გვჭირდება იმისთვის, რომ განვსაზღვროთ მთავრობის მოცულობა და მასშტაბები, სხვა შემთხვევაში მთავრობა დაუსრულებლად გაიზრდება და როგორც ჩვენ ამ ბუმიდან დეპრესიის ციკლამდე ვნახეთ, ამით წაგებული ჩვენი ეკონომიკა და თავისუფლება აღმოჩნდა.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...