planetanews Posted May 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/dapataravebuli.png ეს ნაბიჯი ობამას მიერ რესპუბლიკის მხარდაჭერაზე უარს მოჰყვა ობამას ადმინისტრაციამ, როგორც სჩანს შეასუსტა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საქართველოს მხარდაჭერა, რაც რუსეთმა ალბათ მწვანე შუქად მიიჩნია და ოპოზიციის ცნობილი წევრების მომზადება დაიწყო, რათა მათ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება შეცვალონ, თუ საჭირო გახდა ძალის გამოყენებითაც – იტყობინება Joseph Farah’s G2 Bulletin-ი. ინფორმირებული წყაროები საქართველოდან და აშშ-დან, რომელთაც ანონიმურად დარჩენა მოინდომეს, შეშფოთებულები არიან იმით, რომ შეერთებული შტატები წინ აღარ დაუდგება რუსეთის გაზრდილ კონტროლს მეზობელ საქართველოზე მას შემდეგ, რაც კრემლმა წარმატებას მიაღწია უკრაინაში, სადაც პრო-რუსი პრეზიდენტი აირჩიეს და ყირგიზეთშიც, ცენტრალური აზიის ქვეყანაში პრო-მოსკოვური სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობისას, მოსკოვმა განამტკიცა თავისი გავლენა ცენტრალურ აზიასა და კავკასიის დიდ ნაწილში საქართველოს გარდა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეუპოვრად იყურება დასავლეთისკენ. ამ ძალისხმევამ საქართველოს მთავრობას რუსეთის გავლენაზე უარი ათქმევინა და საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, ანუ ნატო-ში გაწევრიანებას ცდილობს, მაგრამ ნატო-მ უმთავრესად კი გერმანიამ და საფრანგეთმა უღალატეს ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ვალდებულებას საქართველო ნატო-ში მიეღო. ახლა ნატო-ს სხვა წევრებივით, ობამას ადმინისტრაცია არ უწყობს ხელს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, რათა მოსკოვი არ გაანაწყენოს და წყაროების აზრით, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა სააკაშვილის მთავრობის დასამხობად საფუძველს იქმნის. მოსკოვი საქართველოს მთავრობას „ტერორისტულ რეჟიმად“ აცხადებს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts