Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- მიცვალებულს არ ცივა, რომ რაიმე სამოსი გაატანოთ...


Recommended Posts

გაზიარება

 

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_w7RhMVv2I/AAAAAAAADsY/BLO24lO7Ux4/s200/cminda+sameba.gifგთავაზობთ პასუხებს ყველა ქრისტიანისთვის საინტერესო კითხვებზე, რომლებიც ამოკრებილია სასულიერო პირთა ქადაგებებიდან და მართლმადიდებლური სახელმძღვანელოებიდან.

-როგორ უნდა მივესალმოთ მოძღვარს?-მოძღვართან შეხვედრისას მას ამგვარად უნდა მივმართოთ; “დამლოცე მამაო” ან “მაკურთხე მამაო”.

-რატომ გამოხატავენ ხატებზე ღვთისმშობელს სამი ვარსკვლავით?-ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისმშობელი ქალწულია ქრისტეს შობამდე, შობისა და შობის შემდეგ.

-უნდა მოიხსნან თუ არა ცოლ-ქმარმა გულზე დაკიდებული ჯვარი სარეცლის გაყოფის დროს?-თუ მათი ქორწინება Gღვთისგან კურთხეულია, ესე იგი, ისინი ჯვარდაწერილნი არიან და ეკლესიურად ცხოვრობენ, ჯვრის მოხსნა არ არის საჭირო.

-ადამიანის რომელ ნაწილშია სული?-სული მთელ ორგანიზმშია, მაგრამ ის თავს გულითა და გონებით ავლენს. ადამიანის სულს სხეულის მსგავსი იერსახე აქვს, ამის გამო იმქვეყნად სულები ერთმანეთს იცნობენ.

-რამდენ ხანს უნდა ეცვას ჭირისუფალს შავი სამოსი და ებუროს შავი თავსაბურავი?-გარდაცვლილის გლოვა 40 დღის განმავლობაში ხდება. ამის შემდეგ მორწმუნე ქრისტიანები აღარ გლოვობენ.

-საიდან მომდინარეობს ქრისტეშობის დღესასწაულზე ღორის დაკვლის ტრადიცია?-ეს საეკლესიო ტრადიცია არ არის. შობის დღესასწაულზე ღორის დაკვლის ტრადიცია ხალხში გავრცელებული ჩვეულებაა, რადგან ჩვენი წინაპრები ამ დღისათვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ, პირუტყვს ზრდიდნენ და სუფრაზე ყველაფერი საუკეთესო მიჰქონდათ. შობის დღეს ხომ მარხვა ხსნილია.

-ცოდვად გვეთვლება ბიბლიურ თემაზე გადაღებული ფილმების ხილვა?-ფილმების ყურებას აჯობებს თავად ბიბლია იკითხოთ და მის განმარტებებს ჩასწვდეთ.

-თუ ღმერთს ვუყვარვარ რატომ მსჯის?-გაიაზრე რა არის მარადისობა და წარმოიდგინე რამხელა საშინელება იქნება, თუ მარადიულ სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებ და მოხვდები ჯოჯოხეთში, რომელიც დემონებსაც კი აძრწუნებს. გიჯობს აქ მოითმინო ყოველგვარი განსაცდელი, ტანჯვა და მიიღო მოწყალე ღმერთისაგან მამობრივი სასჯელი, ვიდრე მარადიულ ცეცხლში ჩავარდე.

-მინდა ეკლესიურად ვიცხოვრო, მაგრამ სიგარეტის წევას თავს ვერ ვანებებ, როგორ ვძლიო ამ მავნე ჩვევას?-ბუნებრივია მწეველებიც არიან მრევლში. საბედნიეროდ უმეტესობას სიგარეტისთვის თავის დანებება სურს. გასაგებია, რომ ამას ერთბაშად ვერ შეძლებენ, ამიტომ ვცდილობთ თანდათან გადავაჩვიოთ. როცა მწეველი ეკლესიაში იწყებს სიარულს, ვთხოვთ, ნაკლები მოსწიონ. ჯერ კვირა დღეს იკავებენ თავს მოწევისაგან, მერე ოთხშაბათს და პარასკევს, მერე მარხვის პირველ და ბოლო კვირას და ასე ნელ-ნელა ანებებენ თავს მოწევას.

-აღსარებაზე ნათქვამი ცოდვები განკითხვის დროს აღარ მოგვეკითხება?-განკითხვის ჟამს ადამიანს არ მოეკითხება ის ცოდვები, რომლებიც აღსარებისას გულწრფელად მოინანია, ანუ ცოდვების მიტევება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადგანიცდის ადამიანი ჩადენილს და სურს თუ არა მას ამ ცოდვისაგან თავის დახსნა. უფალი ხედავს რამდენად გულწრფელია მოძღვართან ნათქვამი თქვენი ყოველი აღსარება.

-როგორ უყურებს ეკლესია მიცვალებულის ერთი საფლავიდან მეორეში გადასვენებას?-ქრისტიანობა მიცვალებულის გადასვენებას არ ეწინააღმდეგება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია.

-როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც მისი ახლობელი ადამიანი იეღოველი ხდება?-ასეთ დროს მოთმინებით და მშვიდად უნდა აუხსნათ ახლობელს მისი შეცდომა, მოერიდეთ ყვირილსა და ჩხუბს, რათა ამით ცოდვაში არ ჩაიგდოთ თავი. ამასთან, ილოცეთ მისთვის და შეევედრეთ ღმერთს, თვალი აუხილოს და გონება გაუნათოს შეცდენილს.

-რა დანიშნულება აქვს მიცვალებულის სახელზე "საკურთხის" მომზადებას?-არანაირი დანიშნულება არა აქვს. მსგავსი დანიშნულების ჩვევები მაშინ დაინერგა, როცა სამწუხაროდ, არც ეკლესია არსებობდა და არც მოძღვრები იყვნენ. ხალხი კი თავისებურად ცდილობდა მიცვალებულისათვის რაიმე გაეკეთებინა. უნდა გითხრათ, რომ არანაირი რიტუალით მომზადებული კერძი მიცვალებულის სულის საოხი არ იქნება, თუ მის სახელზე მშიერსა და გაჭირვებულს არ დააპურებთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ "საკურთხის" მომზადებისას ქალი ცდილობს რაღაცნაირად შეასრულოს მოძღვრის ფუნქცია: აკურთხოს სუფრა, აკმიოს საკმეველი და მერწმუნეთ, დაუშვებელია, რომ ქალბა ეს გააკეთოს, წარმოთქვას მიცვალებულთა მოსახსენებელი ლოცვა, ლოცვა და საკმეველის კმევა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ოღონდ არა ასე, რომ საეკლესიო ფუნქცია შესრულდეს... მიცვალებულთა სახელზე პანაშვიდის გადახდა მხოლოდ მოძღვარს შეუძლია. თქვენ კი მათ სახელზე შეგიძლიათ მოწყალება გაიღოთ ნებისმიერი სახით.

-დასავლეთ საქართველოში ხშირად მიცვალებულს დაკრძალვისას თან აყოლებენ ტანსაცმელს. არის თუ არა ეს საეკლესიო რწმენა?-რასაკვირველია ამას არანაირი კავშირი არა აქვს ეკლესიასთან. მიცვალებულს არ ცივა, რომ რაიმე სამოსი გაატანოთ. ცოცხალი მხოლოდ მისი სულია და სწორედ მისთვის უნდა ილოცოთ და წირვაც შეუკვეთოთ, რომ მან იმქვეყნად სიმშვიდე მოიპოვოს. სამწუხაროდ ეს მავნე ჩვევა იმდენად არის გამჯდარი, რომ ხალხი მოძღვრის რჩევას არ უსმენს და მსგავსი რიტუალებით არა მხოლოდ მიცვალებულის სულს ამძიმებს, არამედ თავიანთ სულსაც.

-განსაცდელის ჟამს რომელი ლოცვის კითხვაა უკეთესი?-“მამაო ჩვენო” ყოველი განსაცდელისას, განსაკუთრებით სიცოცხლის საფრთხის დროს და აღსასრულისას.

[მოამზადა მერაბ ჩაჩიბაიამ. "ღია ბოქლომი" 11 (15)]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-539409281321975562?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...