Jump to content
Planeta.Ge

ალასანიას საიტი ირაკლი ალასანია დიდი ლილოს მოსახლეობას შეხვდა


Recommended Posts

“ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ დიდი ლილოს ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა და მათი პრობლემები მოისმინა.   ირაკლი ალასანია ლილოს მოსახლეობასთან ერთად ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

 

“უახლეს პერიოდში მოსახლეობასთან ერთად შეგვაქვს სარჩელი. თქვენ იცით, რომ მერიამ, აბსოლუტურად საიდუმლოდ გადაწყვიტა ნაგავსაყრელის დიდი ლილოს ტერიტორიაზე გადმოტანა; პრაქტიკულად, წაართვა ადამიანებს კერძო საკუთრება და მათ პასუხსაც არავინ სცემს“ -  განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე  თქმით, წლების განმავლობაში, ამ ადამიანებისთვის არაფერი  შეცვლილა; თითქოს თანხები დაიხარჯა წყალმომარაგების მოწესრიგებაზე,  თუმცა დიდი ლილოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა წყლის პრობლემაა; მათ წყალი დღეში,  დაახლოებით, ერთი საათი აქვთ.

 

“ამ ადამიანებს მერიის მხრიდან სჭირდებათ მზრუნველობა, რაც  6 წლის განმავლობაში არ უგრძვნიათ. ამ ხალხზე პასუხისმგებლობა, პრაქტიკულად, მოხსნილი აქვს მერიას და სწორედ ეს მიდგომა შეიცვლება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

 

 

 

ნახეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...