planetanews Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 “ამ გაუთავებლად გაყალბებული სოციოლოგიური გამოკითხვების უკვე აღარავის სჯერა”http://www.ambebi.ge/images/pictures/politika/opozicia/alasania_photo_by_mzia_saganelidze__3__743585927.jpgქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსზე გვესაუბრება პოლიტიკური გაერთიანება “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია.</p>- ბატონო ირაკლი, ბოლო ხანს ხშირად ლაპარაკობენ, რომ ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების წევრების რელიგიურ საფუძველზე დაპირისპირებას…- ის, რაც ჩვენში ბოლო ხანს ხდებოდა, აშკარაა, რომ მიზანმიმართულად არის პროვოცირებული. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ერთნაირად მიუღებელია უზნეო პუბლიკაციის ამგვარი პროპაგანდით საზოგადოების დიდი ნაწილის რელიგიური გრძნობების შელახვა და ის ძალადობაც, რომელიც სამწუხაროდ, ყველაფერ ამას მოჰყვა. ძალადობას გამართლება არა აქვს, არც მართლმადიდებლობის დაცვის მიზნით. ღრმად მწამს, რომ მართლმადიდებლობა არის ზნეკეთილი ადამიანებისა და სიყვარულის რელიგია, მაგრამ, სამწუხაროდ, არიან ჩვენში ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ ვითარება, რომ თითქოს საზოგადოებაში დაპირისპირებაა რელიგიურ საფუძველზე. განსაკუთრებით არ მსურს, ეს თემა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური განხილვის საგნად იქცეს. საპატრიარქომ თავისი პოზიცია უკვე გამოხატა, რაც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. ამიტომ პოლიტიკოსებს ვთხოვ, დასრულდეს ამ თემით მანიპულირება.- ბოლო ხანს ბევრს ლაპარაკობენ, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოში პოლიტიკური დასაყრდენის მოძებნას და რომ თითქოს ამ წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად პოლიტიკური ძალები პრორუსულ და პროდასავლურ ძალებად გადაჯგუფდნენ.- დღეს ჩვენს საზოგადოებას სჭირდება პოლიტიკური ძალებისგან მოისმინოს არა ის, ვინ წავიდა მოსკოვში და ვინ – ბრიუსელში, ან რომელი პოლიტიკური ძალა როგორ საგარეო ვექტორს ემხრობა, არამედ ადამიანებისთვის მთავარია, კონკრეტულად რას სთავაზობენ პოლიტიკური ძალები და როგორ აპირებენ მათი პრობლემების გადაწყვეტას. ჩვენ ამ არჩევნებზე დავისახეთ, ვუთხრათ ამომრჩეველს, რა არის ჩვენთვის უმთავრესი ღირებულებები. ეს არის მოქალაქე, რიგითი ადამიანი და მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე, მისი ჯანდაცვის უზრუნველყოფა. ბოლოს და ბოლოს, ადამიანმა ამ ქვეყანაშიც ხომ უნდა შეძლოს და შიშის გარეშე დაგეგმოს თავისი მომავალი?! აი, ამისთვის ვაპირებთ ბრძოლას არჩევნებზე. ჩვენი მთავარი გზავნილი ამომრჩევლისადმი სოციალური პრობლემების გადაჭრის გზებია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ 30 მაისს ბევრი რამ გადაწყდება. ჰოდა, თუ გვინდა, რომ ეს უსამართლობა შეიცვალოს, ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ამ ცვლილებების საწყის წერტილად ეს არჩევნები უნდა ვაქციოთ. მერწმუნეთ, მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობენ მოსკოვში, ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში, მთავარია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ის.- გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ პოლონეთის ექსპრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, რუსეთს ყოველგვარი წინა პირობის გარეშე ელაპარაკოს…- სამწუხაროა, რომ ჩვენს ხელისუფლებას – სააკაშვილსა და მის მთავრობას რესურსი არ დარჩათ საქართველოს პოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაშიც. აი, მომავალ ხელისუფლებას, რომელიც არჩევნების გზით მოვა ქვეყნის სათავეში, ექნება საშუალება და ბერკეტები, რუსეთთან დიალოგი გამართოს და პრობლემები მოაგვაროს. ნებისმიერი მოლაპარაკება კი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით უნდა წარიმართოს. ვგულისხმობ უპირველესად იმას, რომ რუსეთმა უნდა დაიწყოს საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება. რაც შეეხება ოპოზიციის ვიზიტებს მოსკოვში, მიმაჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვა ოპოზიციის საქმე არ არის, ეს ხელისუფლების საქმეა! დღეს, ფაქტია, რომ სააკაშვილს ქვეყანა მიჰყავს იზოლაციისკენ. რაც უნდა თქვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, თუნდაც პრეზიდენტის დავალებით, ვითარებას ვერ შეცვლის, თუმცა ვისურვებდი, რომ ეს შესაძლებელი იყოს დღესვე… ამის პარალელურად, ვხედავთ, რომ პრეზიდენტი სრულიად არაადეკვატურად იქცევა, ლამის თვეობით მიდის ქვეყნიდან და ამით ამჟღავნებს, რომ ამ ქვეყნის არც მართვა შეუძლია და ამის, მგონი, აღარც სურვილი აქვს. ის სირაქლემას პოზიციას ირჩევს და არ სურს, რეალობას თვალი გაუსწოროს. ამან ქვეყანას შეიძლება მეტად სავალალო შედეგი მოუტანოს. - რას იტყვით ენ-დი-აის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგზე, სადაც თბილისის მერობის კანდიდატთა შორის სახელისუფლებო კანდიდატი საკმაო უპირატესობით ლიდერობს…- საზოგადოებაში ცვლილებების მოლოდინი და მოთხოვნა უზარმაზარია. ამას ყოველდღიურად ვხედავ ჩემს ამომრჩეველთან, რიგით მოქალაქეებთან შეხვედრისას. საზოგადოებას ამ რეიტინგების, ისევე როგორც ხელისუფლების მიმართ, აქვს უნდობლობის განცდა. უკვე აღარავის სჯერა ამ გაუთავებლად გაყალბებული სოციოლოგიური გამოკითხვების. ხელისუფლების მიერ საზოგადოებაში დათესილი ტოტალური შიშის გამო, ადამიანები გულწრფელად არ პასუხობენ კითხვას – ვის უჭერთ მხარს ოპოზიციის თუ ხელისუფლების კანდიდატს? ადამიანებს აზრის საჯაროდ გამოხატვის ეშინიათ, რადგან ამით ისინი ან მათი ახლობლები სამსახურს დაკარგავენ… რეიტინგები გამოჩნდება მაშინ, როდესაც არჩევნებზე, დაცულ გარემოში, ხალხი მისცემს ხმას. რაც შეეხება ჩემს შანსს, დაველოდოთ მომავალ არჩევნებს, მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გაყალბების უამრავ გზას მიმართავს. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ არჩევნების დღეს ამომრჩევლის თითოეული ხმა იყოს კონფიდენციური. იმედი მაქვს, როგორი ზეწოლის ბერკეტებიც უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ, ხალხის შეშინებას ვერ მოახერხებს. ამიტომაც ყველას მოვუწოდებ, მოვიდეს არჩევნებზე! რაც მეტი ადამიანი მოვა, მით მეტი იქნება შანსი, რომ არჩევნები არ გაყალბდეს და ხელისუფლებამ არ გაიმარჯვოს.- ბატონო ირაკლი, ხშირად გსაყვედურობენ, რომ თქვენ მეტად რბილ, არააგრესიულ კამპანიას აწარმოებთ, რაც შესაძლოა, ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდეს. როგორ ფიქრობთ, არის კი საზოგადოება მზად თქვენი ტიპის ლიდერის მხარდასაჭერად?- მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხვედრები მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ხალხი დაიღალა ამ გაუთავებელი ურთიერთბრალდებებითა და აგრესიით, მათ სჭირდებათ მშვიდი, მიზანმიმართული და თანამიმდევრული ლიდერი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით მოვა ხელისუფლების სათავეში. ეს ქვეყანა არაკომპეტენტურობამ, მოუთმენლობამ და წინდაუხედაობამ მიიყვანა დღევანდელ სავალალო მდგომარეობამდე. არჩევნების ბოიკოტის პოზიციას კი ვერ გავიზიარებ, რადგან – როდესაც არსებობს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შანსი, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ამ უთანასწორო ბრძოლაში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ… - და თუ დამარცხდით?- კვლავ განვაგრძობთ ბრძოლას, მშვიდობიანი მეთოდებით. დღეს ძალადობაზე და ყირგიზეთის სცენარზე ფიქრი დაუშვებელია. ამით ქვეყანას კიდევ უფრო დავღუპავთ. ნათია დოლიძეყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”(გამოდის ხუთშაბათობით) ნახეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts