planetanews Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 /javascript/scribite_editors/xinha/plugins/ExtendedFileManager/demo_images/SOFIO/.resized_200x133_DSC_0134.JPG/javascript/scribite_editors/xinha/plugins/ExtendedFileManager/demo_images/SOFIO/.resized_200x133_DSC_0052.JPG დღეს, 27 მაისს, „ალიანსი საქართველოსთვის” კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი ამომრჩევლებს ქვემო ფონიჭალაში, უსინათლოთა კულტურის სახლში, ალიანსის ლიდერებთან ერთად შეხვდა. სოფიო ხორგუანი, სოზარ სუბარი, დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი კრწანისის მოსახლეობას ალიანსის მიზნებსა და გეგმებზე ესაუბრნენ. ეს იყო უშუალო შეხვედრა ხალხთან, გულახდილი და გულწრფელი დიალოგი. „ჩვენ არ გვინდა მოჩვენებითი დემოკრატია, ფასადური ცვლილებები... აღარ გვინდა, ქვეყანა ჩვენი ნების გარეშე, ხალხის გვერდის ავლით იმართებოდეს, აღარ გვინდა, არჩევანს გვართმევდნენ, ქვეყნის მომავალს საფრთხე შეექმნას... ჩვენ შევცვლით, თუ 30 მაისს სწორ არჩევანს გავაკეთებთ“, _ ასეთი იყო საერთო განწყობა. /javascript/scribite_editors/xinha/plugins/ExtendedFileManager/demo_images/SOFIO/.resized_200x133_DSC_0070.JPGდავით უსუფაშვილმა ქალაქის ბიუჯეტის სწორად განაწილებაზე, თვითმმართველობის როლსა და ფუნქციებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას, რადგან მან მეტი იცის მოსახლეობის პრობლემებზე, ვიდრე პარლამენტის დეპუტატმა ან თუნდაც პრეზიდენტმა. ქალაქის თანხების ხარჯვის გამჭვირვალობაზე ასევე ისაუბრა სოზარ სუბარმა. თინა ხიდაშელის გამოსვლა ოპტიმიზმით იყო სავსე. იგი დარწმუნებულია, რომ თუ არჩევნებზე მივალთ, გამარჯვება გარანტირებულია. ფონიჭალაში, ქართველებთან ერთად, სომხები და აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. მათი წარმომადგენლები დღეს მაჟორიტარობის კანდიდატს თბილად შეხვდნენ, სიტყვითაც მიმართეს და წარმატება უსურვეს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts