Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) კუიტი: “ჩვენ გვაქვს შანსი!”


Recommended Posts

http://www.arenabola.com/data/2_7438_Dirk_Kuyt.jpg

 

ლივერპულის მე–18 ნომერმა და ჰოლანდიის ნაკრების ერთ–ერთმა გამორრჩეულმა ფიგურამ, დირკ კუიტმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, თავისი ქვეყნის შანსებზე ისაუბრა…

 

“საუცხოო გრძნობაა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე გიწევს თამაში. და შენი ქვეყანა მაქსიმალურად გიდგას მხარში. ყველგან ნარინჯისფერი ფიგურირებს.”

 

“კარგად მახსოვს 1988 წლის ჰოლანდიის ნაკრები და ევროპის ჩემპიონატი, სადაც ჩვენმა ქვეყანამ დამსახურებულად მოიპოვა გამარჯვება. მაშინ მხოლოდ 8 წლის ვიყავი. ჰოლანდიაში დიდი თუ პატარა, ყველა ზეიმობდა მათ გამარჯვებას და ყველგან ნარინჯისფერი უცვლელი ფერი იყო.”

 

“მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ჩემი ოცნება იყო და ახლა ვხვდები რომ ოცნება მიხდება.”

 

“ყველას სურს, ითამაშოს მსოფლიო ჩემპიონატზე. ვან პერსის გვერდით თამაში კი უდიდესი სიამოვნებაა.”

 

“რთულია ვთქვა, რომ ჩვენ მოვიგებთ დამდეგ მუნდიალს. პირადად ჩემთვის ესპანეთი, ინგლისი და ბრაზილია არიან ჩემპიონატის ფავორიტები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი ნაკრებები, როგორებიც არგენტინა, გერმანია და იტალია არიან.”

 

ჰოლანდია  ნელ–ნელა ცდილობს დაიბრუნოს სიძლიერე და ეს დასაფასებელია.

 

წელს ჩვენ გვაქვს შანსი, მაგრამ მოვა დრო, როცა ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები ნებისმიერი ქვეყნის გუნდს უპრობლემოდ დაამარცხებს…”

 

წყარო: Liverpoolfc.Tv

 

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...