planetanews Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 სჯობს მოკლე, ვიდრე არასდროს.© ბლოგერული ფოლკლორი მთელი ჩემი გონება ამოტენილია “ნიჭიერით.” ეს არის ერთადერთი გამართლება, რაც მაქვს ბლოგზე ვერ/არწერისათვის. ამიტომ წეღან თინიმ “მიჯიკა” და ვწერ ამ მოკლე პოსტს. ზოგმა ალბათ იცით, რომ “ნიჭიერისთვის” ვებ-პრომოუშენის კეთება ჩემს ხელთ მოხვდა. ეს ძალიან მიხარია რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი პროექტი, რომელსაც ამხელა ონლაინ-მხარდაჭერა აქვს, უდიდესი გამოცდილება, რომელსაც ვიღებ ინტერნეტ-მარკეტინგში, პროექტის “შიდა სამზარეულოში” სადილობის შესაძლებლობა და თვითონ პროექტის საინტერესოობა (You can’t fail here..). პარალელურად ტრენინგებიც მაქვს, მაგალითად, წინა კვირაში, ორშაბათსა და სამშაბათს “კავკასიური ინსტიტუტის” ორგანიზებით ჩავატარე ტრენინგი სოციალურ მედიაში რეგიონის ჟურნალისტებისთვის. ეს ტრენინგი გამორჩეული იმით იყო, რომ რუსულ ენაზე მიდიოდა და მაინც კარგი გამოვიდა. ყველაზე მეტად მიხარია ხოლმე, როდესაც ის ადამიანები, ვინც ტრენინგებს ესწრებიან, შემდეგ მეილს მწერენ, რომ გამოადგათ ჩემი ნასწავლი. ამით ვზომავ “სიკარგეს”. და, მოკლე პოსტის ბოლოს, “ჭოჭინა” ხომ იცით, რა არის? ყველაზე მაგარი გამოგონება დედამიწაზე! მე და ვილი უკიდურესად ბედნიერები ვართ – ის იმით, რომ შეუძლია სახლის ერთი ბოლოდან მეორეში დამოუკიდებლად გადაადგილება, უჯრებში შეძვრომა და ნაპოვნი მაუსების ღეჭვა და მე იმით, რომ ის ბედნიერია. Filed under: Just, რა Tagged: ინტერნეტ მარკეტინგი, ნიჭიერი, ჟურნალისტების ტრენინგი, სოციალური მედია, ტრენინგი, ჭოჭინა http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1706/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1706/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1706/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1706/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1706/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1706&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.