Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ნიჭიერის შესახებ ბევრი რამის მოყოლა მინდოდა ხოლმე ბლოგზე და ვერ ვყვებოდი.

 

კარგი რომ დამეწერა, იფიქრებდით, რომ გულწრფელი არ ვარ, რადგან იქ ვმუშაობდი, ცუდი რომ დამეწერა… ნუ, სამსახურზე, რომლიდანაც საკუთარი ნებით წამოსვლას არ აპირებ, ცუდი არ უნდა დაწერო.

 

გუშინ “ნიჭიერის” ფინალი იყო, კონტრაქტი ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ შეწყდა, ასე რომ ახლა თამამად შემიძლია დავწერო პოსტი პროექტის შესახებ, რომელმაც უზარმაზარი გამოცდილება მომცა და რომელსაც, მე მგონი, მეც მივეცი რაღაც ჩემი, არც ისე პატარა ნაწილი.

 

 

დასაწყისი

სულ პირველად რუსთავი2-ში რომ დაგვიბარეს, ისე მივედი, საკმაოდ უემოციოდ, მორიგი რაღაც-გვინდა-ვქნათ-და-არ-ვიცით მეგონა, რომლითაც უკვე საკმაოდ მქონდა გამოჭედილი ყურები. იმ პერიოდში პარალელურად სულ მიდიოდა მსგავსი სახის შეხვედრები, მათ შორის, ორი სხვა ტელევიზიის წარმომადგენლებთანაც. არ ვიცი, როგორ დაემთხვა ასე, რომ ყველა ერთი და იგივე პერიოდში დამიკავშირდა. თუმცა ამ შეხვედრებიდან ერთადერთი, ვინც იცოდა, რა უნდოდა და რაში შეიძლებოდა ჩვენი გამოყენება, იყო ის ტიპი, ვინც რუსთავი2-ში დაგვხვდა, რომლის სახელი და გვარი ვერც კი დავიმახსოვრე მაშინ.

 

დაახლოებით 2 თვის შემდეგ “ის ტიპი” (რომელსაც გიორგი ხაბურზანია ჰქვია და “ნიჭიერის” აღმასრულებელი პროდიუსერია) ჩემი უფროსი გახდა, მე – “ნიჭიერის” ინტერნეტ-მარკეტინგი ჩამბარდა და მივიღე  კასტინგებზე დასწრებისა და ყველგან ცხვირის შეყოფის უფლება. ჰო, აპრილში წამომეწია პროდიუსერთა საერთაშორისო გილდიის მიერ მიღებული ‘ტიტული’ – ტრანსმედია პროდიუსერი, რომელიც მაშინვე ამაყად ჩავწერე სივისმაგვარ გვერდზე.

 

 

 

შენ მანდ რას აკეთებ?

http://dodka.files.wordpress.com/2010/05/12415_333429753368_688128368_3483141_5447250_n.jpg?w=300&h=225 ყველგან online ჩემს მოვალეობებში შედიოდა ყველაფერი, რაც ინტერნეტს ეხება – პროექტის დაწყებამდე ცნობადობის გაზრდა (რასაც pre-buzz დავარქვი), ბლოგის მართვა, ბლოგისთვის კონტენტის შექმნა, სხვების (ამ შემთხვევაში – 3 ბლოგერის) პოსტების რედაქტირება, ვიდეოების დადება, ფეისბუქის ფეიჯი, მეილები და ა.შ. გარდა ამ ყველაფრისა, თავიდანვე მაქსიმალურად ვეცადე, გავრკვეულიყავი – თუ როგორ კეთდება შოუ, გადაღებები, მონტაჟი, თითოეული გადაცემის სცენარი. ყველაფერს ვაკვირდებოდი, მართლა ყველგან შევყავი ცხვირი, სადაც შემეტია – ეს რაღაც წიკი მაქვს ასეთი, მინდა, ყველაფერი ვიცოდე იმის შესახებ, რასაც ვაკეთებ, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებიც კი, რომლებიც მე შეიძლება არანაირად მეხება.

 

 

გუნდი

http://dodka.files.wordpress.com/2010/05/24043_388999803368_688128368_3644494_6506856_n.jpg?w=234&h=180ნახევარფინალის რეპეტიციაზე

 

ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა… არა, გამართლების არ მჯერა, მაგრამ მაინც, იყოს ასე – ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან “ნიჭიერის” სულისჩამდგმელ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. ყაზარმიდან დაწყებული (გახსოვთ ეგ შოუ ისე? :D, ბარით, ჯეოსტარით და ვარსკვლავების აკადემიით გაგრძელებული, ყველაფერი ამ გუნდის შექმნილია, უდიდესი გამოცდილება აქვთ და მათგან უამრავი რამის სწავლა შეიძლება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთოდ არ აპირებ ტელევიზიასთან რაიმე შეხება გქონდეს.

 

“ნიჭიერი” საქართველოში პირველი სატელევიზიო პროექტია, რომელმაც არ დაიკიდა ინტერნეტი და სოციალურ მედიაშიც გაუკეთდა მხარდაჭერა, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახა პროექტის რეიტინგზეც (რა ცუდია, რომ მართლა ვერავინ გაზომავს, იმ რეკორდული რეიტინგებიდან, რაც ნიჭიერმა მიიღო, რამხელა წვლილი აქვს სოციალურ მედიაში ჩართულობას). და მე სიამაყისგან ლამის ვსკდები, რომ საქართველოში ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც შეუძლია ამაყად თქვას – დიახ, პირველად ეს მე გავაკეთე…

 

 

 

მე და ნიჭიერი

http://dodka.files.wordpress.com/2010/05/25213_398826673368_688128368_3882383_1822543_n.jpg?w=300&h=225ორი ილუზიონისტი, ერთი ვილი, ერთი მე

 

ერთხელ ფეისბუქზე დავწერე, ნიჭიერის ფანი ვარ, მართლა მაგრად მომწონს და ნეტა აქ რომ არ ვმუშაობდე, მაინც თუ მომეწონებოდა და აქტიურად თუ ჩავერთვებოდი-მეთქი. ეს შეკითხვა ისევ ძალაშია. მე ის ტიპი ვარ, აი გამაღიზიანებლად რომ იბზუებენ ცხვირს და ამბობენ, ჰა? შუა ქალაქი? არ ვიცი, მაგას არ ვუყურებ. საერთოდ სახლში ტელევიზორი არ მაქვს.

 

არადა მართლა არ მქონდა და მართლა არ ვუყურებ. ამიტომ საინტერესოა და ვერასდროს გავიგებ – ნიჭიერში რომ არ ვყოფილიყავი თავით ფეხამდე შერჭობილი, რას ვიტყოდი მის შესახებ, როგორც რიგითი, არა, რიგითი კი არა – ცხვირაბზუებული მაყურებელი.

 

 

რა მივიღე

  • უდიდესი გამოცდილება, რომელიც პრინციპში მთლად უმტკივნეულოდ არ მოსულა – ბევრი შეცდომები იყო, ჩავარდნებიც, სრულიად შემთხვევით წარმატებულად გარტყმული იდეებიც.
  • ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი.
  • კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გუნდური მუშაობა და საქმის გადანაწილება ძალიან მიჭირს, როგორც წესი, ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებ, თუმცა მანამ, სანამ საქმე კარგად კეთდება, ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა.
  • დიდი, მსუქანი, ძალიან ნოყიერი პუნქტი სივიში.
  • ცოტაოდენი ფული.
  • აღარავისთან მიწევს მტკიცება, თუ რა მნიშვნელოვანია სოციალური მედია.

ფინალის შესახებ

http://dodka.files.wordpress.com/2010/05/28910_401202923368_688128368_3936157_7736916_n.jpg?w=300&h=268ბლოგის პოსტების მზადებისას

 

რადგან ბევრი მეკითხება, ბარემ აქაც დავწერ. ფინალი… და პროექტის გამარჯვებული – ლევან შავაძე. ბოლო დღის მანძილზე ათობით ადამიანმა მკითხა: - გაგიტყდა?

 

პასუხი: -კი, მერე შევეგუე და მხოლოდ ინფორმაციად შევუშვი თავში. შემდეგ ბევრს ვფიქრობდი ამ თემაზე, სინამდვილეში მისი გამარჯვება არ გამიტყდა, სხვა რამ იყო გულდასაწყვეტი:

 

1. ის, რომ ნაცარაშვილი, ხანჩალიანი და რობაქიძე, ეს სამი ფენომენალური ადამიანი სამეულშიც კი ვერ მოხვდა.

 

2. ის, რომ ამდენი ვიწვალეთ, ასე დავიხარჯეთ, ასეთი შოუ დაიდო ქართულ ტელესივრცეში, ამდენი განსხვავებული ნომერი… და ხალხმა ისევ ის აირჩია, რასაც წლებია ირჩევს. არ ვიცი, როგორ გადმოვცე – იმედგაცრუებაც არაა შესაფერისი სიტყვა. აი, კვერცხს რომ შეწვავ და სტუმრებს გაუმასპინძლდები, მეორე დღეს კი რომ იწვალებ, ხინკალს, ნიგვზიან ბადრიჯანს, სოკოს კეცზე, პიცას, სპაგეტის, ჩინურ ბრინჯს და სუშის რომ დადებ სუფრაზე და სტუმრებს იგივე რეაქცია რომ აქვთ, რაც შემწვარი კვერცხის დროს ჰქონდათ…

 

 

და მე ♥ ნიჭიერი. მომენატრება…

 

 

Filed under: Just, რა http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1743/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1743/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1743/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1743/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1743/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1743&subd=dodka&ref=&feed=1

 

ნახეთ დოდკა ჯიზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...