planetanews Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 რამდენიმე წლის წინ საქართველოდან წასვლაზე ვოცნებობდი. მეგონა, რომ “სადღაც იქ” უფრო კარგია, მეტად დამაფასებენ, მომეფერებიან, “იქ” არ არიან ძველი ბიჭები, “იქ” არ ყრიან ქუჩაში ნაგავს, “იქ” მეტი ფულია და მეტი შესაძლებლობა, “იქ” არავინ შენს ცხოვრებაში არ ერევა. მოკლედ, აწყობილ ქვეყანაში აწყობილ ცხოვრებას რა სჯობს. მერე ცოტა გავიზარდე და მივხვდი, თუ რამე არ მოგწონს – უნდა შეცვალო, სახელმწიფო ზემოდან არ შენდება, როგორც ხე არ მწვანდება ზემოდან – თითოეულ მოქალაქეს შეაქვს წვლილი უკეთესი ქვეყნის ჩამოყალიბებაში. ვიფიქრე, რომ თუ მე ჩემს საქმეს კარგად გავაკეთებ, თუ სტუდენტი კარგად ისწავლის, თუ მეეზოვე კარგად დაგვის, თუ რესტორანში მზარეული გემრიელ საჭმელს გააკეთებს, თუ ყველა გადავიხდით ავტობუსში მგზავრობის ფულს და ურნაში ჩავაგდებთ ნაგავს – ეს ქვეყანაზე მალე აისახება და სულ რამდენიმე წელში ჩვენი “აქ” ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე “იქ’. Lead by example – ჩემი ცხოვრება ამ იდეაზე აეწყო. მე მიყვარს, ვაფრენ იმ საქმეზე, რასაც ვაკეთებ და ვთვლი, რომ ჩემი წვლილი შემაქვს ქვეყნის განვითარებაში: სოციალურ მედიაზე ვმუშაობ, ტრენინგებს ვატარებ, მჯერა, რომ სოციალური მედია ერთ-ერთი გზაა თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო აქტივობის ამაღლებისათვის. ნაგავს ურნაში ვაგდებ, ავტობუსში ბილეთს ვიღებ, გადასახადებს პატიოსნად ვიხდი. ყველაზე ჭკვიან და საყვარელ ბავშვს კარგ ადამიანად ვზრდი, მაღაზიაში ვცდილობ ქართული პროდუქცია ვიყიდო. მე მჯერა, ამ პატარა ნაბიჯებითაც კი რაღაც დიდის ნაწილი ვხდები, მე მჯერა, რომ თუ ამ გზით ვივლი, სხვებიც მომყვებიან და ბევრს მივაღწევთ ერთად. ჩემი მეგობარი, რომელიც სომხეთიდან ჩამოვიდა, გაოცებული მიყურებს, როდესაც ქუჩაში სიგარეტს ვუკიდებ, მეორე, აზერბაიჯანელი მეგობარი კი კულტურულ შოკს იღებს, როცა კაფეში სექსზე ვსაუბრობთ და მეპატრონე არ გვაგდებს კაფედან. ჩემს ამ ორივე მეგობარს საქართველოში ცხოვრება უნდა, მე მეღიმება და მხრებში ვიმართები – ალბათ მივაღწიე რაღაცას, რადგან მათთვის საქართველო გახდა ის “იქ”, სადაც მე მინდოდა გაქცევა წლების წინ. მერე ჩნდება “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”, “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა” და მსგავსი კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც მართლმადიდებლობას ამოფარებულნი ჩემს მეგობრებს არბევენ, სცემენ, ქუჩაში უხვდებიან, რომლებიც ტელევიზიის ეთერში შევარდებიან, ქრისტეს სახელით იგინებიან და იქნევენ მუშტებს, თვლიან, რომ ლიბერალიზმი – საგინებელია, “ქართველობა უნდა დავიცვათ”, “ამათ ქვეყანა არ უნდა გავათელინოთ”, “ღმერთი თუ არ გწამს – უნდა მოკვდე, თან წამებით!” “გეები – დასახოცია!”, “სხვა ეროვნების ხალხი ამ ქვეყანაში არ უნდა ჭაჭანებდნენ!” “დაგსჯით!” ისინი იმუქრებიან, არბევენ, სცემენ, აგინებენ, ატერორებენ. პოლიცია – ისევ გულხელდაკრეფილი დგას. საზოგადოების ნაწილი ფაშისტებს, რომლებსაც ატრიბუტიკაც კი შესაფერისი აქვთ – მხარსაც კი უჭერს და აქეზებს. და დგება გადამწყვეტი მომენტი. ახლა წყდება, საით წავა სახელმწიფო, რომელსაც მე ვაშენებდი. ახლა წყდება, მომკლავენ იმის გამო, რომ ათეისტი ვარ თუ არა, ახლა წყდება, მართლა აქვს თუ არა ჩემს ქვეყანას შანსი გახდეს ის “იქ”, სადაც უხარიათ ცხოვრება და საიდანაც გაქცევას არ ფიქრობენ. იმედის თვალით ვუყურებ ხელისუფლებას, მთავრობას, სამართალდამცავებს, ვისაც ეხება ყველას – ვეხვეწები, დამიცავი, დამიცავი და ერთად ავაშენოთ ის ქვეყანა, რომლითაც ვიამაყებთ, აი, ხომ ხედავ, მე ჩემს წილს ვაკეთებ – გააკეთე შენც შენი წილი და ერთად ავაშენოთ. გთხოვ. Filed under: Just, რა http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1759/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1759/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1759/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1759/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1759/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1759&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.