Jump to content
Planeta.Ge

გამოკითხვის შედეგები,


Recommended Posts

"სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფმა" არჩევნების წინასწარი კვლევის შედეგები წარმოადგინა

16:33 27-05-2010

"სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფმა" თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი კვლევის შედეგები წარმოადგინა .

ჯგუფის ხელმძღვანელმა, ედნარ გიორგობიანმა, ჯგუფის წევრებთან ერთად, ცესკო-ს შენობის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ტელეფონით გამოიკითხა საარჩევნო სიის ყოველი მეასე, სულ 2500 ამომრჩეველი. კითხვები ასეთი იყო - მერობის რომელ კანდიდატს უჭერთ მხარს და რომელ პოლიტიკურ პარტიას ანიჭებთ უპირატესობას.

შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 21,43% მხარს უჭერს ირაკლი ალასანიას; გიგი უგულავას – 15,63%; ზვიად ძიძიგურს – 8,27%; გიორგი ჭანტურიას – 7,49%; გიორგი თოფაძეს – 6,94%.

დანარჩენმა კანდიდატებმა გამოკითხულთა ხმების 1%–იც ვერ მოაგროვეს, ხოლო გამოკითხულთა 38%–მა საერთოდ უარი განაცხადა აზრის გამოხატავაზე.

პარტიების მიხედვით ყველაზე მეტი, 18,15% მოიპოვა "ალიანსი საქართველოსთვის"; "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერს 17,52%, "ეროვნულ საბჭოს" – 9,43%, "ქრისტიან–დემოკრატებს" – 9,9% და "თოფაძე–მრეწველებს" – 7,39%, "სახალხო დემოკრატებს" – 1,24%, დანარჩენმა პარტიებმა კი 1%–იანი ბარიერიც ვერ გადალახეს. გამოკითხვისას თავი შეიკავა 34,81%–მა.

როგორც ედნარ გიორგობიანი აცხადებს, ეს მათი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული პირველი გამოკითხვაა. ისინი აპირებენ, რომ თავიანთი გამოკითხვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ ცესკო-ს და დაფინანსების შემთხვევაში, ეგიზთპოლებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...