Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - გაუუქმებს თუ არა ცესკო რეგისტრაციას ალასანიას?


Recommended Posts

თუკი დღევანდელ სხდომაზე ცესკო დაამტკიცებს, რომ ირაკლი ალასანიამ საარჩევნო კოდექსის 73 -ე მუხლის მე-9 პუნქტი დაარღვია, კანონის მიხედვით, კანდიდატს რეგისტრაცია უნდა გაუუქმოს. კოდექსის ამ პუნქტის დარღვევაში ალასანია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაადანაშაულა და რეაგირებისთვის ცესკოს მიმართა.

 

საიას აზრით, ეს გამოიხატა შემდეგში: ”21 მაისს თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სასწავლო ცენტრში "ვიციპედია" ესწრებოდა კონკურსში გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოვების ცერემონიალს, როდესაც ფონდის “მომავალს ვქმნით დღეს” დირექტორმა გამარჯვებულ ბავშვებს პორტატული კომპიუტერები, აიპოდები და წიგნები გადასცა. ირაკლი ალასანიას ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ფონდი “მომავალს ვქმნით დღეს” ირაკლი ალასანიას პარტიასთან არსებულ ფონდს წარმოადგენს და ბიზნესმენების შემოწირულობებით ფუნქციონირებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, "მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანიას პირადად არ გადაუცია გამარჯვებული ბავშვებისთვის მატერიალური ფასეულობის მქონე ნივთები, ეს განხორციელდა მის პარტიასთან არსებული ფონდის მეშვეობით, რაც წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებთან”.

 

საია მტკიცებულებებად ასახელებს “ინტერპრესნიუსის”, ტელეკომპანიების "კავკასია", "იმედი" და "რუსთავი 2" საინფორმაციო გამოშვებების ჩანაწერებს.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, “აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების/სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულდი სახსრების, საჩუქრების და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა).

 

ცესკოში საიას საჩივრის განხილვაზე ირაკლი ალასანიას წარმომადგენელი, „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრი, თინა ხიდაშელი იქნება.

 

თინა ხიდაშელის განცხადებით, ირაკლი ალასანიას საარჩევნო კოდექსი არ დაურღვევია, რადგან საჩუქარი პირადად არავისთვის გადაუცია:

 

„ირაკლი ალასანიას არავისთვის არანაირი საჩუქარი არ გადაუცია. ის ესწრებოდა ღონისძიებას, რომელსაც ატარებდა ფონდი („მომავალს ვქმნით დღეს“). ფონდმა დაასაჩუქრა ეს ადამიანები,“–აცხადებს ალიანსის წევრი.

 

ხიდაშელის განცხადებით, ირაკლი ალასანია ამ ფონდის ერთ–ერთი დამფუძნებელია, თუმცა ალიანსს ამ ფონდთან არავითარი კავშირი აქვს:

 

„ისეთივე დამფუძნებელი ვარ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, როგორიც ირაკლი ამ ორგანიზაციისა. ეს იგივეა, რომ ვინმე შემედავოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უფასო დახმარების გაცემაზე, უფასო განათლების კურსებზე, უფასო წიგნების დარიგებაზე და ეს, თურმე, ჩემი მოხსნის საფუძველი გახდეს, აბსურდია,“–ამბობს თინა ხიდაშელი.

 

საია კოდექსის ამავე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს თბილისის მერობის კიდევ ერთ კანდიდატს.

 

”2010 წლის 9 მაისს ტელეკომპანიის რუსთავი 2–ის მიერ გავრცელებული კადრების თანახმად, “ეროვნული საბჭოს” მერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ქალბატონი ეკატერინე ღვინაძე მოინახულა და საჩუქრად ყვავილები და ღვინო მიართვა” - ნათქვამია ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის გავრცელებულ პრესრელიზში.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, გადაცემული საჩუქრის სიმბოლური ხასიათის მიუხედავად, ზვიად ძიძიგურის ქმედება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს.

 

ცესკო საიას მიმართვას, თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების თაობაზე, დღეს განიხილავს.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...