planetanews Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/italian-flag-640-150x150.jpgდღეს, კონსერვატორიაში იტალიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საფორტეპიანო კონცერტი გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კონსერვატორიის კამერულ დარბაზში 12 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება. კონცერტის მონაწილე, ჯოვანი ალევი, პიანისტი, კომპოზიტორი და დირიჟორი, ცნობილია არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. პერუჯის ფრანჩესკო მორლაკის სახელობის კონსერვატორიის ფორტეპიანოს კლასისა და მილანის ჯუზეპე ვერდის სახელობის კონსერვატორიის კომპოზიციის კლასის წარმატებით დამთავრების შემდეგ, ალევიმ დაამთავრა მაჩერატას უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით. ალევის შემოქმედება კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და პოპმუსიკის სინთეზია. ალევის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი წარმატება ამერიკული ტურნე ნიუ-იორკის კარნეგი-ჰოლსა და 2009 წლის 9 სექტემბერს ვერონას არენაზე გამართული კონცერტია, რომელიც “თანამედროვე კლასიკური მუსიკის ვუდსტოკად” შეფასდა. მუსიკოსი დირიჟორობდა “ვარსკვლავთა ორკესტრს” (“Aლლ შტარს ორცჰესტრა”), რომელიც შედგებოდა მსოფლიოს საუკეთესო მუსიკალური ჯგუფებიდან შერჩეული 90 მუსიკოსისგან. კონცერტზე 12000 მსმენელის წინაშე შესრულდა ალევის სიმფონიური ნაწარმოებები. 19 მარტს დაიწყო მისი საერთაშორისო ტურნე “Pიანო შოლო” ლონდონში, კორეაში, ჩინეთში, ტაილანდში, იაპონიასა და იტალიაში. ამ ტურნეს ფარგლებში, საქართველოში იტალიის საელჩოს მოწვევით, მუსიკოსი პირველად წარდგება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში.ჯოვანი ალევის ცნობილი ნაწარმოებებია: “13 Dita” (1997), “No Concert” (2005) და “Joy(2007). იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts