planetanews Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი თბილისის ვიტ-ჯორჯია გახდა. მან პირველად მის ისტორიაში მოახერხა ფინალში გასვლა და თასის დაუფლება. ვიტ-ჯორჯიამ, რომელიც ჩემპიონატში მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა, მას სულ სხვა მოტივაცია გააჩნდა მის მეტოქესთან შედარებით, რაც ანგარიშზეც კარგად აისახა. მატჩი 17.45 საათზე დაიწყო და როგორც თასის ფინალს შეშვენის, სტადიონზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა. ეროვნულ სტადიონზე მისულმა დაახლოებით 14 ათასმა გულშემატკივარმა, მხოლოდ ერთი გატანილი გოლი იხილა. ეს ერთადერთი გოლი კი დათუნაიშვილმა მატჩის 41-ე წუთზე შეაგდო, 1:0 ვიტ-ჯორჯია დაწინაურდა. გოლის შემდეგ რამდენიმე წუთში, შოთა კაშიას საკმაოდ რეალური შანსი მიეცა გოლის გატანის, მან კარგად ჩამოიშორა ერთი ფეხბურთელი, თუმცა მეკარე ბედიაშვილთან დარჩენილმა დინამოელბმა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხა. ამ მომენტის შემდეგ კი, პრაქტიკულად არცერთ გუნდს არ ჰქონია რეალური შანსი. მეორე ტაიმმა კი თბილისის დინამოს უპირატესობით წარიმართა, ეს მას შემდეგ რაც მოედანზე ჟუსი და რობერტინიო გამოჩნდნე, ორივე ფეხბურთელი ფეხბურთელი ფლანგებიდან საკმაოდ კარგად უტევდნენ "ვიტელთა" კარს, თუმცა როგორც ანგარიშზე მეტყველებს უშედეგოდ. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts