planetanews Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 თუკი დღევანდელ სხდომაზე ცესკო დაამტკიცებს, რომ ირაკლი ალასანიამ დაარღვია საარჩევნო კოდექსის 73 -ე მუხლის მე-9 პუნქტი, მას კანონის მიხედვით რეგისტრაცია უნდა გაუუქმოს. კოდექსის ამ პუნქტის დარღვევაში ალასანია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაადანაშაულა და რეაგირებისთვის ცესკოს მიმართა. საიას აზრით ეს გამოიხატა შემდეგში: ”21 მაისს, თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სასწავლო ცენტრში "ვიციპედია" ესწრებოდა კონკურსში გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოვების ცერემონიალს, როდესაც ფონდის “მომავალს ვქმნით დღეს” დირექტორმა გამარჯვებულ ბავშვებს პორტატული კომპიუტერები, აიპოდები და წიგნები გადასცა. ირაკლი ალასანიას ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ფონდი “მომავალს ვქმნით დღეს” ირაკლი ალასანიას პარტიასთან არსებულ ფონდს წარმოადგენს და ბიზნესმენების შემოწირულობებით ფუნქციონირებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანიას პირადად არ გადაუცია გამარჯვებული ბავშვებისთვის მატერიალური ფასეულობის მქონე ნივთები, ეს განხორციელდა მის პარტიასთან არსებული ფონდის მეშვეობით, რაც წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებთან”. საიას მტკიცებულებებად ასახელებს საინფორმაციო სააგენტოს “ინტერპრესნიუსი”, ტელეკომპანიების "კავკასია", "იმედი" და "რუსთავი 2" საინფორმაციო გამოშვებების ჩანაწერებს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, “აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების/სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრების და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა). " საია კოდექსის ამავე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს თბილისის მერობის კიდევ ერთ კანდიდატს. ”2010 წლის 9 მაისს, ტელეკომპანიის რუსთავი 2 მიერ გავრცელებული კადრების თანახმად, “ეროვნული საბჭოს” მერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ქალბატონი ეკატერინე ღვინაძე მოინახულა და საჩუქრად ყვავილები და ღვინო მიართვა”. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, მიუხედავად გადაცემული საჩუქრის სიმბოლური ხასიათისა, ზვიად ძიძიგურის ქმედება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს, რომელიც კრძალავს საქართველოს მოქალაქეებისთვის საჩუქრის გადაცემას, მიუხედავად მათი ღირებულებისა. ცესკო საიას მიმართვას, თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების თაობაზე, დღეს განიხილავს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 ისე რომ მოხსნან ვიიიიიიხალისებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 აკი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რესპების მასონური ორდენის წევრი არისო? მუაგარია, ისე, მანდ ერთი ტიპი მუაგრად არ მევასება, გვარი არ ვიცი, მაგრამ სიფათზე მაგრად არ მომწონს,იმ სიმპაწიური გოგოს მოადგილეა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 ერთობიან რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 მდააა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 ძიძიგურზე რა მათხოვრული მიზეზი აქვთ.. გულის ამრევი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 ისე ნეტა ქნან რა.... მოხსნან)))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 ხოოო.... ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 ისე ნეტა ქნან რა.... მოხსნან))))რატომ? არ გაქვს იმედი რომ გაიმარჯვებს ვიტომ,ძნელი სათქმელია, ძნელი, ჩუმ-ჩუმად საჯარო სამსახურში დასაქმებულებიც კი აპირებენ მისთვის ხმის მიცემას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 ისე რომ მოხსნან ვიიიიიიხალისებ."ზნაჩიტ" მიშამ 2 წლით ადრე გადაწყვიტა თანამდებობიდან წასვლა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 "ზნაჩიტ" მიშამ 2 წლით ადრე გადაწყვიტა თანამდებობიდან წასვლა ესეც არაა გამორიცხული. მეც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს დროზე ადრე წავა. უბრალოდ პრიჩინებს აგროვებენ. პრინციპში ეგ და ვანო სადმე მოკალათდება ევროში ან აშშ ასე 2 წელი და ჩამვლენ მერე საქართველოში. კაცი არ იქნება სიტყვის მთქმელი. მაქსიმუმ ერთი შეძლება გასწირონ. არ გამოვრიცხაავ რომ გიგის დააგდებენ საჯიჯგნად. ეს ამბე სხვათაშორის შიძლება ვანომაც გააკეთოს. ორ კურდღელს დაიჭერს ერთდროულად. პაჩტი ოპო გახდება და ბიზნეს კონკურენტსაც მოიცილებს.ეხლა ჩვენთან ნაცებიდან წამოსულ ახალ ოპოებს რომ ფასი აქვს, ეს ხმო ისედაც ნათელი ამბეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 babuagiorgi ესეც არაა გამორიცხული. მეც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს დროზე ადრე წავა. უბრალოდ პრიჩინებს აგროვებენ.შEნ პირს შაქარი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
oddo Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 კაიფობენ? :v: ეტერანი ქალბატონი ეკატერინე ღვინაძე მოინახულა და საჩუქრად ყვავილები და ღვინო მიართვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 babuagiorgi შEნ პირს შაქარი ეგ შაქარი მე არ მეკუთვინს რუსმა მედომ და იმ გაკრასკულმა მოილაპარაკსე ამაზე ასიანი.პროსტა ამან უკვე თავისი იგონკავა და ეხლა მდგომარების დაშოშმინებას აპირებენ. ნუ ის რაც მოხდა ხომ უნდა დააკანონოს ვინემ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 კაიფობენ? :v: ეტერანი ქალბატონი ეკატერინე ღვინაძე მოინახულა და საჩუქრად ყვავილები და ღვინო მიართვა კომპიუტერი თუ არა მონიტორი მაინც მიეტანა ამ შეჩვენებულს. ისე არ სწერენ სიმართლეს თორემ ეს ღვინოც პრპაგანდისტული იყო. თავიანთი ჩამოსხნა რომ აქვთ "კონსერვატორი". "მიირთვით ღვინო კონსერვატორი და აამუშვეთ თქვენი მოტორი." Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.