planetanews Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 2005 წლის 27 ივნისს აბანოთუბანში „წვიმის მუსიკოსების“ სახელით ცნობილმა შემსრულებლებმა და მწერლებმა დავით მაღრაძემ, დათო ტურაშვილმა, ბასა ჯანიკაშვილმა, სერგი გვარჯალაძემ, არჩილ გულედანმა და სხვებმა კონცერტი გამართეს. საღამოს მიზანი იმ ადამიანების თავმოყრა იყო, რომელთაც სურთ, ქალაქის მერი თავად აირჩიონ. აი რას ამბობდა იმ საღამოს ერთერთი ინიციატორი დავით მაღრაძე: „არსებობს ხალხი, ვისაც სურს, აირჩიოს საკუთარი ქალაქის მერი, ჩვენ კი საკრებულოს არჩევნებზე გვიშვებენ. ჩვენი იარაღი არის სიტყვა. თუ ხელისუფლებას აქვს სმენის და გაგონების უნარი, ამას მიხვდება, თუ ბავშვივით ჯიბრში ჩაგვიდგება, ეს მათთვის ძალიან დიდი პრობლემა იქნება. ხელისუფლება უნდა შეეგუოს, იარსებოს ქართული საზოგადოების არსებობს ფონზე. ამ საზოგადოებას კი მერის არჩევა თავად სურს“. ამ დღეს, 27 ივნისს რესპუბლიკური პარტიის მე-11 ყრილობა გაიმართა. ყრილობიდან რესპუბლიკელები პირდაპირ აბანოთუბანში გაემართნენ. მათ ხელმძღვანელობდა ახლად არჩეული თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც რესპუბლიკელთა სახელით მხარი დაუჭირა საზოგადოების ინიციატივას. მერის პირდაპირი არჩევნების საკითხის გადაწვეტას ხუთი წელი დასჭირდა. აბანოთუბანი ის ადგილია, სადაც ეს საკითხი საზოგადოებამ ფართოდ გაახმაურა. View the full article? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts